წარმატებისა და წარუმატებლობის საფუძვლები
წარმოგიდგენიათ ისეთი ცხოვრება ირგვლივ,რომ მხოლოდ სიწმინდეა.გარშემომყოფებს სულიერად გრძნობ ისინიც სულით და ხორცით გიცნობენ და ურთიერთობა მყარია ეს არის დიდი მიღწევა ამ რთულ და გაუგებარ ცხოვრებაში.მჯერავს,რომ ურთიერთიბა მაშინ არის ძლიერი როცა ნდობა ყველაზე დიდ სიმაღლეზე დგას.სიყვარული პირველ ადგილზე,პატივისცემასაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.გული სიკეთით სავსეა,ღიმილი უბრალო,პიროვნება კი მიმდობი.იცით ეს რამხელა სიხარულია როდესაც სანდო ადამიანების გარემოცვაში ხარ? როცა გრძნობ,რომ ის ზუსტად შენნაირია...მონათესავე სული,თითქოს ერთურთის დედმამიშვილნი იყოთ ან ოჯახის წევრი ეს ყველაზე მაგარი განცდაა...ამ დროს მეტად გახსნილი და ღია ხარ,გაქვს იმედი,რომ გასაჭირის პირას მყოფს არ დაგტოვებენ და დაგეხმარებიან,არ მიგატოვებენ უარს არ იტყვიან შენზე...თქვენ წარმოიდგინეთ რაც დღევანდელ საუკუნეში ბოროტება არსებობს მასზე მეტი სიკეთეა.სიკეთეს კი მოძიება უნდა,როგორც ბოროტება ყოველთვის ფეხდაფეხ კი არ იქნება...სიკეთე მუდამ თან დაგყვებათ,ის იდუმალია ყოველთვის თქვენს უკანაა როგორც მფარველი ანგელოზი რომელსაც ბოროტებაც კი ვერ ამარცხებს.იცით,რაც არ უნდა შურიანი იყოთ,ცუდი გული გქონდეთ,სხვისი სიხარული არ გიხაროდეთ და ბოროტებას განასახიერებდეთ გინდათ ეს თქვენ თუ არა რაც არ უნდა ძლიერი იყოთ,გქონდეთ ძალისხმევა,ფული,შესაძლებლობები ვერაფერს გახდებით ანგელოზთან...ის,თავისი უბრალოებით,თავმდაბლობით,ღირსებით,სიმართლით დაგამარცხებთ.მის ხელებში შრომისუნარიანი იარაღია,შენში კი შურით გაჟღენთილი რომელიც მალ-მალე ძველდება,ჟანგდება და მოვა დრო როცა აღარც გაჭრის ``დაჩლუნგდება`` და ბასრ წვერს დაკარგავს...ეს დამარცხების ნიშანია...როდის იყო ბოროტება იმარჯვებდა?ერთს გეტყვით.მეც ვყოფილვარ ისეთ გარემოში სადაც არცერთ ადამიანს არ უხაროდა ჩემი კარგი,წარმატება,სიხარული.მითუმეტეს საუკეთესო მეგობრებს რომლებსაც ვენდობოდი,მათი მჯეროდა თუმცა ერთ დღეს აღმოვაჩინე რომ ისინი ჩემი კარგის მსურველი კი არა ბოროტება იყო რომელნიც უკან უკან, ნელ-ნელი ნაბიჯებით დამყვებოდნენ და ზურგში დანას მირჭობდნენ.მერე იყო დრო როცა ამ საშინელ ენერგიას პირისპირ,დაუფარავად აფრქვევდნენ ვგრძნობდი მე ამ განცდებს...ვიჭერდი ხოლმე რაღაც მომენტებში,როცა მათი საკუთარი შედეგი დაბალი იყო,ჩემი კი მაღალი.როცა მასწავლებელი შემაქებდა,მათ კი არა უნდა გენახათ მათი საშინლად დაბღვერილი და გაბრაზებული სახე.რამდენჯერ მქონია იმის ბედნიერება რომ რაღაცისთვის მიმეღწია მათ კი არასდროს მოულოციათ ეს.არასდდოს უთქვამთ -გილოცავ,შენ ეს დაიმსახურე-ო. არასდროს დაუჭერიათ მხარი,პირიქით როცა რაღაც სიტუაცია იყო ისეთი სადაც ტყუილი იყო,მე სიმართლისთვის ვიბრძოდი,სიმართლეს ვამბობდი ისინი კი ჩუმდებოდნენ,ეშინოდათ მერე კი მე გამოვდიოდი ვითომდა "დამნაშავე" არადა ყველაზე მართალი ვიყავი...მივხვდი,ადრე თუ გვიან.ძალიან მეტკინა გული,მეწყინა კიდეც...მაგრამ მეორე მხრივ გამიხარდა რომ თვალები მალევე ამეხილა და მათი რეალური საშინლად ბოღმიანი სახე დავინახე.ახლა ისინი აღარ არსებობენ,გავუშვი შორს...ჩემს ცხოვრებაში აღარ არიან..გავთავისუფლდი...მეტ წარმატებასაც ვაღწევ...მაგრამ შორიდან მაინც იგივეს განიცდიან...დაე იყვნენ იქ სადაც სურთ,მთავარია ჩემთან ახლოს არ იყვნენ და ყალბ ადამიანებთან არ მქონდეს ურთიერთობა.ჩემთვის მთავარი რეალური ადამიანებია და არა ვითონ მეგობრები რომლებიც არც კი არსებობენ.ერთ დღეს იგებ,რომ წს უბრალო სტატუსია ისინი გატყუებენ,წარმატების მიღწევაში ხელს გიშლიან...დაე გაგშორდნენ,წავიდნენ იქ სადაც უნდა,არაა საჭირო იცოდნენ თქვენი ასვალ-დასავალი და თავის გულში ცუდი მომავალი გისურვონ და დღესაც ასე გრძელდება თუმცა მე მათზე მაღლა ვდგავარ,მათზე მეტი ვიცი ისინი კი ზალიან,ძალიან დაბლა არიან და ისეთი შეგრძნება მაქვს,რომ თუ კი ასე გააგრძელეს ვერასდროს ვერაფერს ვერ მიაღწევენ,ვერ ავლნენ სიმაღლეებზე და მათ შორის გაუჭირდებათ მწვერვალის დაპყრობა.ჯერ სხვისთვის უნდა გინდოდეს კარგი,უსურვო ყველაფერი საუკეთესო,ხარობდე მისი წარმატებით და მერმე მიხედო საკუთარ ცხოვრებას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.