ჩემში შავი ღრუბელი ჩასახლდა
დავიღალე...ყველაფრისგან დავიღალე...მომწყინდა ყოველივე...თითქოს ჩემს წინ სინათლე ჩაქრა და სიბნელემ დაიდო ბინა.რაც სინათლის შუქს ასხივოსნებდა და გაურკვევლად,უცნაურად, უცხოდ იქცა.ამდაგვარი შავი ღრუბელი ცხოვრებაში არა მენახა რა მაგრამ ცხოვრება რის ცხოვრებაა ადრე თუ გვიან ყველას თუ არ დაგვანახა თავისი კარგი თუ ცუდი მხარე.ასე მოხდა ჩემ შემთხვევაშიც. თუ შავი კატა გამირბენს წინ, ცუდი დღე იცისო...; ამდაგვარი გამოთქმა ხომ გაგიგიათ? ასეთი სიტუაცია შეიქმნა ჩემს შემთხვევაში ოღონდ კატის მაგიერ ზეციდან შავმა ღრუბელმა გამირბინა ჩემში ჩასახლდა და აღარ აპირებს წასვლას.შემომითვალა,მოითმინე ჯერ კარგა ხანს შენთან ვიქნებიო აბა,სხვა გზა როცა არ არის ეგუები ცუდსაც ადამიანი და ეს პროცესი შვრება მერე რასაც შვრება.საერთოდ ზოგჯერ ისე მოეწყობა ხოლმე გარემოებები,რომ გვინდა თუ არ გვინდა იმ რაღაც კონკრეტულს ვეგუებით,ვაჯერებთ საკუთარ თავს რომ საჭიროა როცა რეალურად არაა მნიშვნელოვანი.ამდაგვარი ქმედება კი იწვევს დამორჩილებას თითქოს ძალაუნებურად,ძალას გვატანს ვიღაც ან რაღაც და ჩვენი უარყოფისდა მიუხედავად ვრჩებით არამედ ჩვენს აზრეზე არამედ სხვისზე.ეს ფაქტი კი შემდეგ ბევრ პრობლემებს იწვევს.ახლანდელი ჩემი მდგომარეობა მეტი ფიქრისა და გაანალიზების,ნაკლები მოქმედების ნაწილია.მეც შევგუე სიბნელეს ჩემს ოთახში და ოთახს გარეთ ხომ ამბობენ ხოლმე "დარაბებს მიღმა გაზაფხულია-ო" არანაირი ამდგავარი არაფერი,ჩემთან სუსხიანი,ცივი ზამთარია სადაც არანაირი იმედის ნაპერწკალი არ გამოსჭვივის.გათენდება თუ არა სუსხი აქვს და ცივა,მოსაღამოვდება და იგივე მდგომარეობა.გარეთ თბილად უნდა გეცვას თორემ გაცივდებო წინააღმდეგ შემთხვევაში.განა ზამთრის სიცივე გაგაციებს არა,ის პერიოდი იმოქმედებს რასაც შავი ღრუბელი ჰქვია.ის,დაგყვება უკან და ათასნაირ ხათაბალაში გაგხვევს.ესეც მომბეზრდა,უკვე საკმარისია...დავიღალე რასაც ჰქვია როდემდე? ვინმემ იცის როდის,რომელ დღეს,რომელ რიცხვში დასრულდება ტანჯვის საათი? ეგ რომ ვიცოდეთ რაღა გვიჭირს,მაშ ყველანი მზად ვიქნებოდით ბედნიერებასთან შესახვედრად. . . არც ის ვიცით როდის გაგვიღიმებს ბედი, როდის ჩავეხუტებით სიხარულს, როდის ვიხილავთ ბედნიერებას, რომელ დღე იქნება ის იღბლიანი როცა გული ისევ ძველებურად განაგრძობს სიხარულით ფანცქალს... როდის...როდის მოვა ეგ დრო...გვეღირსება კია? ან რა არის საღირსებელი? ნუთუ არა ვართ იმის ღირსნი თუნდაც ერთი დღე მხიარულად გავატაროთ,დაგვამახსოვრდეს ის წუთები რომელმაც მოგვანიჭა სილაღე და სიმშვიდე. ოცნება კარგია,ზღაპარი მასზედ უკეთესი როცა შენ წინ არანაირი ნაღველი არსებობს და მხოლოდ ისეთი განწყობაა რომელიც აღშფოთებას გამოიწვევს.ნეტავ ზღაპრის გმირები ვიყოთ რომელთაც არაფერი უჭირთ,მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობენ და უბრალოდ სიცოცხლე შერგებული აქვთ,მათთვის ცხოვრება მარგებელია და იღიმიან...ჩვენ,მხოლოდ ღიმილი გვინდა...ის ღიმილი რომელიც არასდროს მიკარებია ყველაჩვენთაგანის სახეს ... მახსოვს კი ბოლოს როდის გავიღიმე გულით? ალბათ ბევრი წლის წინ...ახლა თუ ვიღიმი ოჯახის წევრების გამო და არა გულით...გული ტირის...გული ბღავის...გულს სწყინს,განიცდის ის დაჭრილია მას სისხლი სდის,რავინ დ არაფერი უამებს ჭრილობას პირიქით სისხლის დენა უფრო და უფრო მატულობს ვერა და ვერ ჩერდება დამხმარეც არავინაა და ვინ იცის ძალიან მალე სისხლი შეწყვეტს დენას,ის აღარ გამოედინება გულიდან რადგან მორჩა,გათავდა ბოლო წითელი ცრემლი იყო რომელმაც სიყვარული დაიტირა... ბოლოს რა მოხდება? სისხლით დაიცლება და სიცოცხლესაც შესწყვეტს მაგრამ ვინ რა იცის,ქვეყანაზედ უამრავი სასწაული არსებულა,იქნებდა ამ რიცხვში შედიოდეს გული რომელიც ქმნის გრძნობებს და გრძნობა რომელიც უკვდავია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.