შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შავი ღრუბელი


30-04-2020, 03:08
ავტორი Kimmy
ნანახია 1 361

ვზივარ ფანჯრის წინ გაფითრებული
შავი ღრუბელი ფარავს ცას,
პიტნის ჩაით წინ ჩაფიქრებული
ჩუმად ვზივარ და ვუყურებ მას,

ჩემი გონება გაოგნებული
გაყინულია იაზრებს წუხილს,
ჩემი ყურები დაყრუებულნი
ვეღარ იგებენ ჭექას და ქუხილს,

ჩემი თვალები დაბრმავებულნი
ვეღარ ხედავენ ცას განათებულს,
ჩემი სხეული გაქვავებული,
რომ ეხებოდა სხეულს გაყინულს.

შავი ღრუბელი სევდით ივსება,
და ალბათ მალე დაიწყებს წვიმას,
მონატრებული ჩვენი ის ვნება
დიდ წვეთებად რომ ეცემა მინას.

გაცივდება მალე პიტნის ჩაიც
ამ ფიქრებმაც ამირიეს თავ-გზა,
უნდა მოვრჩე ამაზე ფიქრს მაინც
ვერ ვიპოვე გასაქცევი სხვა გზა,

სულ მალე ისევ, ჩემი იქნები
და სითბო ისევ დაისადგურებს,
იმედს ვიტოვებ ერთად ვიქნებით
ერთად გავივლით დარჩენილ დღეებს.

მჯერა, რომ ასე მოხდება,
მჯერა, რომ წყენაც გაივლის,
წვეთები გრძნობას მოხვდება,
შავი ღრუბელიც ჩაივლის.



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

ვზივარ ფანჯრის წინ გაფითრებული
შავი ღრუბელი ფარავს ცას,
პიტნის ჩაით წინ ჩაფიქრებული
ჩუმად ვზივარ და ვუყურებ მას,

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent