მოვა უკეთესი დღეები...
დღეს შეიძლება ხალისი დაკარგული გქონდეს,გული გტკიოდეს,უფრო მეტიც ცრემლებად იღვრებოდე,რაღაც გწყინდეს ან არ მოგწონდეს.თუნდაც სუნთქვა გიჭირდეს,ყოველი ამოსუნთქვა ჩასუნთქვის კონტროლი არ შეგეძლოს ან უბრალოდ ძალიან ბევრი პრობლემა გქონდეს,ახლობლებზე დარდობდე.ვიღაცამ გატკინა,მწარედ ამას ვერა და ვერ ინელებ და საგონებელში ხარ ჩავარდინლი როდის დამთავრდება? ან დამთავრდება კი? გვსურს,რომ დრო მალე გავიდეს.თავი დავაღწიოთ ამ გაუგებრობას და ოდნავ ბედნიერად მაინც ვიგრძნოთ თავი.ნაცნობი სიტუაციაა მაგრამ აქვე გეტყვი გაუძელი.უკან არ დაიხიო,გაივლის,წავა ბოლომდე არ დარჩება შენთან.ცოტახანს თვალები დახუჭე და როცა გაახელ ის წასული დაგხვდება.იცხოვრე დღესდღეობით,რადგან ცხოვრება ისეთი მოულოდნელია,რომ ფიქრი მომავლის დღეებზე და მით უფრო გეგმების დასახვა შორეულ მომავალზე რთულია.უფრო მეტიც არ ვიცით რა იქნება დღის მანძილზე,რა მოგველის,რას ვიზამთ და ა.შ. ამიტომ ყოველი წუთით დატკბით,შეირგეთ,ისიამოვნეთ და წუთით მაინც იყავით კარგ განწყობაზე.შეიქმენით ისეთი განწყობა,რომ რთული იყოს სევდანარევი სახის დანახვა სარკეში ჩახედვისას.სარკე თქვენს ხასიათს ირეკლავს,როგორი სახითაც შეხედავთ ისეთივე ენერგიით შემოგხედავთ და მერმე ამ ენერგიის მატარებელი გახდებით.ამიტომ ირგვლივ მხოლოდ კარგი ეძიეთ,საუკეთესო იპოვნეთ და დადებითი მუხტით აავსეთ გარემო.ადგილი სადაც მხოლოდ უარყოფითი ენერგიაა ის ადგილი ვერასდროს იქნება ისეთივე მდგრადი,ძლიერი.მეც მქონია,ცუდი დღეები თან ძალიან ბევრი.ვიცი,რას ნიშნავს ეს რადგან გამოვლილი მაქვს და ნაცნობია.ის შავ-თეთრი დღეებიც მაქვს გამოცდილი როცა საყვარელი ადამიანები დავკარგე,ის დღეებიც მინახავს როგორ ტიროდნენ ჩემს ძვირფას ანგელოზს,უეცრად ოჯახს ხელიდან რომ გამოგვეცალა და ბინა ზეცაში დაიდო.ისიც გადავლახე,ბუნდოვანი დღეები იყო,ღამეები კი თეთრი მაგრამ გონებაში ისე მაქვს გამჯდარი ის საშინელი დღეები არასდროს დამავიწყდება.არცერთ ადამიანს ვუსურვებ ცუდსა თუ უბედურებას რადგან ეს დიდი ბოროტებაა და სადაც ბოროტებაა იქ სიკეთე არაა.მე,კი მხოლოდ სიკეთისკენ მივისწრაფი და მჯერავს,რომ სწორი გზა და ნათელი მომავალი მხოლოდ და მხოლოდ სიკეთეშია.და რატომ ვწერ? არ დავიღალე ამდენი მანუგეშებელი სიტყვებით? არა,არც არავის ვანუგეშებ.მე,უბრალოდ გულს გიშლით,გწერთ,გიყვებით...მე,ვწერ... ჩემთვის...შენთვის...ვიღაც სხვისთვის და საერთოდ ყველა იმ ადამიანისთვის ვისთვისაც სხვისი სიტყვა,აზრი ძვირფასია რამეში წაადგება, ისწავლის,მით უფრო ფრთხილი გახდება,წინ გაიხედება ან უბრალოდ ინფორმირებული იქნება.იმათთვის ვისთვისაც არაფერს ნიშნავს სხვისი სიტყვა,მათ შორის მათთვის ვისთვისაც სულერთია ამაოება.ყოველ დილას სარკის წინ უნდა დადგე და პირველრიგში საკუთარ თავს კარგად შეხედო,ამის შემდეგ კი კითხვა დაუსვი:რატომ ვარ მნიშვნელოვანი? რა მაკისრია? რა მოვალეობა მაქვს? ან რისთვის მოვევლინე ქვეყანას,რა მისიით დავიბადე.დაიმახსოვრეთ,ადამიანი რომელსაც მისია არა აქვს,უმიზნოდ ცხოვრობს,სიცოხლის მანძილზე არაფერი სასარგებლო და დასამახაოვრებელი გაუკეთებია,არაფერი უცდია,არც არაფერი შეუქმნია და სიზარმაცის გარდა არაფერს აკეთებდა... ასეთი ადამიანის ცხოვრებას რა აზრი აქვს? როცა არაფრის გაკეთება შეუძლია,არც საკუთარ თავს არგებს და არც სხვას მაშ სიცოცხლის ღირსია?ასეთს გინდ უცოცხლია და გინდ მომკვდარა...არაფერი დააკლდება ქვეყნიერებას,მით უფრო ზედმეტ ტვირთს თავიდან ``მოიშორებს`` რომელსაც წლებიც მანძილზე ატარებდა დედამიწა ამდენი უმისამართო,უსაქმური,არაფრისმომცემი ადამიანებით...ამას გვეუბნება ჩვენი დიდი ილია ჭავჭავაძეც ``კაცია ადამიანი-დან.`` და როგორ შეიძლება არ დავეთანხმოთ მას? ყველას უნდა გვქონდეს მისია რაც ცხოვრების მანძილზე უნდა განვახორციელოთ და ლუარსაბი და დარეჯანივით მხოლოდ სიზარმაცეს არ უნდა განვახასიერებდეთ.თორემ სიზარმაცე ეს ისეთი სენია თუ ერთი დაგეზარა მერე და მერე ვეღარ გადაირჩენ თავს.სიზარმაცე იმდენად ღრმა ორმოა,რაც დრო გადის მით უფრო ეფლობი მის სიღრმეში და იქიდან თავის დაღწევა შეუძლებელია.ჰოდა სანამ ძალიან გადავუხვევდე თემიდან,ეს იმიტომ გაგახსენეთ,რომ ხანდახან სიზარმაცე ჩვენც შემოგვიტევს ხოლმე და ამით ბევრ საჭირო რაღაცას ვკარგავთ,ამიტომ დავძლიოთ ის.არ დავუშვათ სიზარმაცემ გვმართოს.უზრუნველი ცხოვრება მხოლოდ შრომის საშუალებით ხდება დიდ მიღწევად და არა სიზარმაცით.იცოდე,შეიძლება ახლა ყველაფერი სულერთია შენთვის,რადგან ცუდ მდგომარეობაში ხარ,ან პირიქთ მეორენი კარგ განწყობაზე... როგორც არ უნდა იყოთ,რა სიმაღლეზეც არ უნდა იდგეთ უკან არ დაიხიოთ,იგივე ძალისხმევით განაგრძეთ სვლა და მე,მჯერავს ყველა იმ ადამიანის ვისაც საკუთარი თავის სჯერავს.ხვალ უკეთესი დღე გელის,მით უფრო გაიხარებ და ცხოვრების დაფასებასაც ისწავლი.ადრე თუ გვიან მიხვდები...ჯერ კარგად შეიცანით საკუთარი თავი,ხშირად გამოსცადეთ ის,დაბრკოლებები შეუქმენით ანდა გამოცდა მოუწყე და დაეხმარე შინაგან მე-ს ცხოვრების საფეხურების გავლაში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.