შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იმედი და ადამიანი


17-09-2015, 19:38
ავტორი MyLove
ნანახია 4 102

რთულია, გერქვას "ადამიანი".
კიდევ უფრო რთულია, სულ ისე იარო, რომ არ წაიქცე. ხან ეკალი გაგიკაწრავს მკლავს, ხან კი ხავსს მოეჭიდები, მაგრამ არ დანებდე!
წამოდექი და მეტი შემართებით გააგრძელე გზა!
ადამიანი მის მიერ ღირსეულად გადატანილი განსაცდელით ფასდება. ამ მცირე დროში კი, უნდა ეცადოს, რომ სულით არ დაეცეს, ყოველ შემთხვევაში მანამდე მაინც, სანამ იმედის სხივი არ შეაღწევს მის გულში.
ადამიანი განსაცდელს უკეთესი მომავლის იმედით გადაიტანს!
მიუხედავად ყოველი გულისტკივილისა, რომელსაც ცხოვრება დაუნდობლად გვანიჭებს, არ უნდა შევშინდეთ!
როდესაც გაკარგავ ადამიანს, იმ იმედით უნდა გააგრძელო ცხოვრება, რომ უკეთესი თანამგზავრი გამოგიჩნდება!
როდესაც ვიღაც გულს გაგიტეხავს, იმ იმედით უნდა გაიღიმო, რომ სხვა გაგიმთელებს.
როდესაც ერთი ცრემლი გადმოგივარდება თვალიდან, იმ იმედით იტირე, რომ შემდეგ ღიმილის ბედნიერება მოგენიჭება!
როდესაც გზაზე მიმავალს ფეხი გადაგიბრუნდება, იმ იმედით წაიქეცი, რომ ვიღაც წამოდგომაში დაგეხმარება!
როდესაც ცხოვრებაში რაღაც ისე არ ხდება, როგორც შენ გსურს, იმედი გქონდეს უფლის, რომელსაც შენთვის საუკეთესო უნდა!
და ბოლოს..
როდესაც, ნისლში მოცურავე ტაძარს დაინახავ ქუჩაში მოსეირნე, იმედის სხივი, რომელსაც გულით ატარებ, დაბრკოლებას გაგაფანტინებს და ისე მიხვალ კარიბჭემდე, რომ რწმენას ვერანაირი ძალა ვერ ამოგაცლის გულიდან!
მთავარია იმედი.
" სიცოცხლის უკანასკნელ წამამდე ადამიანს იმედი აცოცხლებს და ასე ცხოვრობს ერთად მთელი ცხოვრების მანძილზე ორი განუყრელი მეგობარი: იმედი და ადამიანი."



№1  offline ადმინი უნდა ვწერო

ალბათ,ზედმეტად პატარა იყო...საინტერესოდ დაიწყე,მაგრამ რაღაც უკმარისობის გრძნობა დამრჩა...მგონი 200 სიტყვაც არიყო.

 


№2  offline მოდერი MyLove

drunkinlove
ალბათ,ზედმეტად პატარა იყო...საინტერესოდ დაიწყე,მაგრამ რაღაც უკმარისობის გრძნობა დამრჩა...მგონი 200 სიტყვაც არიყო.

ვიცი, რომ პატარაა, მაგრამ რაც მინდოდა ის ვთქვი. მადლობა :).
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent