შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მადლიერების დღე


27-11-2020, 22:20
ავტორი სალისალომე
ნანახია 754

მადლიერება...

მადლობა ღმერთს იმისათვის,რომ შეგვქმნა ადამიანებად,ყველა დაგვასაჩუქრა და პრიზად ოჯახი,თბილი კერა მოგვცა.მადლობა,მას ყველა სასწაულისთვის,ბედნიერი დღისთვის,მშვიდობისთვის,სიყვარულისთვის,სიკეთის სწავლებისთვის კარგისა და ცუდის გარჩევისთვის.შრომის სწავლისთვის,შეცდომების გაანალიზებისთვის,სითბოსთვის,ადამიანობისთვის რადგან მე,მან ამირჩია რომ ვყოფილიყავი ცოცხალი ადამიანი და მქონოდა პროფესია ადამიანი.მადლობა რწმენისთვის,დიდებული იმედისთვის,უბრალო გაღიმებისთვის,ბედნიერი წუთებისთვის,სიხარულის გაზიარებისთვის,უმანკოებისთვის,უბრალოებისთვის,ბუნებრიობისთვის...
მადლობა მფარველობისთვის,მხარში დგომისთვის,დალოცვისთვის...
მე,ღმერთისგან მერგო ყველა ეს თვისება...
მე,მან თავისი არაჩვეულებრივი თვისებებით დამასაჩუქრა და არა მარტო,სხვა გარშემომყოფებიც. . .
მადლობა ჩემს ოჯახს მუდამ,რომ ჩემთან არიან...
მადლობა დედაჩემს მუდამ,რომ ზრუნავს თავის შვილებზე.
მადლობა,ჩემს დედმამიშვილებს,
მადლობა ბებიებს,ბაბუებს ტკბილ და თბილ მოხუცებულებს...
ვისაც ამ სამყაროში ყველაზე მეტად ვუყვარვარ...
მადლობა,ახლობელ თუ უცხო ხალხს რომელიც სითბოს და სიყვარულს არ იშურებს.
მადლობა,ჩემს გარშემომყოფებს დიდსა თუ პატარებს ვისაც ჩემთვის კარგი ემეტება და ვისთვისაც მე,სიკეთე მემეტება.
ჩემს საყვარელ ოთხფეხა მეგობარს რომელსაც ძაღლსაც კი ვერ ვუწოდებ რადგან ადამიანზე ჭკვიანია,მასზე მეტი გონიერება აქვს.იმხელა გული აქვს მთელ სამყაროს დაიტევს.იმდენად თბილი,მოალერსე,მეგობრული,კეთილი და გულწრფელია...ისეთი ბავშვურია...ისეთი საყვარელი...მისი თვალები სულ მე შემომციცინებენ,მისი სახე კი პატარა,ანც,მოუსვენარ მაგრამ მეორე მხრივ ძვირფასს,გონიერ,სიტკბოთი სავსე არსებად მოგაგონებთ.
მადლობა ყველა პრობლემისთვის,
ტკივილისთვის,
ბოდიში შეცდომებისთვის,
ცოდვებისთვის,
რაღაც არასწორი საქციელისთვის...
თუნდაც უნებური შურისთვის,გაჭორვისთვის,ამპარტავნობისთვის...
მადლობა ყველა ცუდი,ბუნდოვანი დღისთვის...
ასევე მადლობა გამძლეობისთვის და ტკივილის გადატანისთვის...
ირგვლივ,რომ არ არსებობდეს პრობლემები,ის ცუდი და უარყოფითი,აგრეთვე ტკივილი დღეს მე,ასეთი გამბედავი და ძლიერი ვერ ვიქნებოდი.რადგან მე,ჩემს სისუსტეებზე ვისწავლე...პრობლემებმა მასწავლა...არასწორი ქცევა იქცა სწორ ქმედებად,ცოდვა იქცა განწმენდილ სულად,პრობლემები კი დღესაც არსებობს მაგრამ ამასაც ვერევი ...
უნდა მოერიოთ,გამოსცადით,გამოიაროთ,შეიგრძნოთ ცოტა გაგიჭირდეთ კიდეც,სუნთქვაც უნდა გაგიჭირდეთ,რომ ბოლოს დ აბოლოს ისწავლოთ...განვითარდეთ...გაიზარდოთ ..აღიზარდოთ...შეისწავლოთ,სხვასაც ასწავლოთ და ასე ამდაგვარად გამოზარდოთ საკუთარი თავი,შინაგანი მე.ამიტომ არ შეგეშინდეთ განსაცდელის როგორც სიხარულია მნიშვნელოვანი,ისეა განსაცდელიც... არ მოერიდოთ მას,არამედ სიღრმესთან ახლოს მიდით რადგან ნახოთ ახლოდან,მომავალში გაითვალისწინოთ და იფრთხილოთ...
ამიტომ ისევ და ისევ მადლობა ცხოვრებას ყველა გამოცდისთვის...
ყველა ეტაპისთვის...
ყველა ემოციისთვის...
მშვენიერებისთვის...
სამყაროს თავისი მოულოდნელობებისთვის,სიურპრიზებისთვის...
ბუნებას კი საოცარი ქმნილებისთვის,სიძლიერისთვის,გამძლეობისთვისა და გამბედაობისთვის...ამ შეუცვლელი თვისებებისთვის რომელიც ადამიანსაც გაუნაწილა და სულში ჩაუნერგა და ბოლოს...
კარგია,რომ ეს დღე არსებობს და შეგვიძლია უბრალოდ მადლობა ვთქვათ ყველაფრისთვის!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent