ეგო
ვისგან ელოდები შველას?... ღმერთის ხატება გამომეცხადა წუხელ და მითხრა რომ ის არაფერ შუაშია,მე,რომ ამ ბნელში ვიწვი,მაგრამ დახმარების ხელს შემპირდა,რადგან მისი შედევრი ვარ. მერე ის გაქრა და მთელი ღამე გავათენე,იმაზე ფიქრით ვისი ბრალიიყო ეს ყველაფერი. ვეღარ გაწვდა ჩემი ტვინი ამდენ იდიოტურ პასუხს. სიყვარული გჭირდება,მიმეორებს ღმერთის ხმა სიბნელეში,თითქოს ჩემი გულიდან ხეთქავს,რაღაც უხილევ ნალექს. სადღაც დრომოჭმული ოპერის მომღერალი მღერის,ფირი ტრიალებს,ტრიალებს და ზუსტად ერთსა და იმავე დროს ჩერდება,ალბათ მაშინ როცა მისი პატრონიც დაიძინებს. ერთ ღამეს დავზარდაცემულს გამეღვიძა და ოთახში მჯდომი კაცი დავინახე. ფსიქიატრი ვერ განასხვავებს შენს ჰალუცინეციებს და ღმერთის ხატებას, იქნებ თვლიან რომ ეს ორი,ერთი დაიგივე ტყუილია ან ილუზია? *** L-არასდროს წარმოგიდგენია უკანასკნელი დღეები,სულის გადარჩენა და აპოკალიფსი? B-... L-მე ყოველი წყნარი მუსიკის მოსმენისას წარმოვიდგენ ხოლმე რომ უკანასკნელი დღეები დაგვიდგა.სადღაც გადაკარგულები ვართ,სახე ჭუჭყისგან აღარ გვიჩანს და ტანზე დაძენძილი ტანსაცმელი გვაცვია.დაუძლურებულები ვხოხავთ,არ გვქავს თავი ფეხზე დგომის,აღარც ლაპარაკის.მიწას ვღეჭავთ და ერთმანეთს მადლიერი თვალებით ვუყურებთ,თითქოს მხოლოდ დღეს გვიყვარს ერთმანეთი. მიწა იძვრის,თვალებში გვიბნელდება,ბოლო დღეები სრულდება ალბათ. ამბობენ,რომ ჯერ სატანა შეგვჭამს და მერე ღმერთი რწმენით გვიპოვისო,მე ამას მინერგავდნენ ბავშვობიდან და დღემდე ისე მწამს მგონია ამის გარდა სხვა ვერაფერი მოხდება. მერე,დავინახავთ ღმერთს ოღონდ არ იქნება ის ღმერთი რადგან არ ძალუძს გალჩნდეს დაუბარებლად. ხელში პური უჭირავს და თავის მოციქულებთან ერთად მოდის რომ "გვიხსნას",ხალხი თვალებით სთხოვს დახმარებას,იმის ძალაც არ შესწევს არავის რომ როგორც წინათ,ერთმენეთს ახტებოდნენ მატერიალური სიმდიდრისთვის. სატანა ამაღლებულ ადგილას ადის,პურით ხელში და გვიყურებს როგორც მონებს.ამბობს,რომ ის გვიხსნის,გადაგვარჩენს ამ სულისმღრღნელი ტანჯვისგან,სასოწარკვეთისგან და შიმშილისაგან,გვეუბნება რომ გრძელი გზით მოვიდა ჩვენთან რომ პური მოეტანა,რომ იცოდა ვიტანჯებოდით. მერე მისი მოციქულები ნელი ნაბიჯებით და ნეტარი სახით იწყებენ დაარიგონ თითო ნამცეცი,რომ ყველას ეყოს.ვინც მარტივად დანებდება და მიიღებს ნამცეცს მოკვდება და მისი სხეული მარადიულ ცეცხლში გადავა.ვინც არ მიიღებს დააძალებენ,მოჰკვეთენ ფეხებს და ხელებს... მე კი იმდენად ამაყი აღვმოჩნდი რომ ჩემი თავი წარმოვიდგინე სწორ გზაზე მდგომი. მე ვწევარ მიწაზე ძალა გამოცლილი და ჭუჭყი მჭამს.მერე მოციქული მოდის,სატანის მოციქული და მთავაზობს დანაპირებს. მე არ შევხედავ მას,არავითარ შემთხვევაში არ შევხედავ. ის ჩემს სხეულს შეეხება ფიზიკურად რომ მიხსნას წმინდა გზიდან. მე ვხედავ ოჯახის წევრებს და მეგობრებს,ვხედავ მათ გალეულ სხეულებს და ძლივს გადარჩენილ სულებს. მოციქული კი ჩემს წამებას განაგრძობს მერე ფეხებს მკვეთს მერე ხელებს მკვეთს მე ვკივი მთელი ჩემი არსებით და არარაობით. მიწა მოირწყა ხალხთა სისხლით და ცრემლით. ვინც შეჭამა ნამცეცი უკვე იწვის. აღარარსებობს არაფერი. და მერე მოვა ღმერთი და გვეტყვის რომ დაიგვიანა,ოღონდ შემთხვევით არა. ისევ მან შემოუშვა სატანა ჩვენთან,რომ გამოეცადა ჩვენი მოთმინება და რწმენა. გველი კი მის ფეხებთან იწყებს სრიალს. ღმერთი ისევ გადაგვარჩენს მაგრამ ჩვენი ცხოვრება აქ აღარ გაგრძელდება,რომ არავის მოვუყვეთ ჩვენი სანახაობების შესახებ, რომ აღარც მითად იქცეს და აღარც ლეგენდად. B-მე კი მგონია რომ ღმერთის დანახვაზე რელიგიები გაერთიანდება. ხალხი იტყვის,რომ სხვადასხვა სახელით იცნობდნენ ერთ ადამიანს. L-ათეისტები? B-ათეისტები დილემის წინაშე აღმოჩნდებიან როგოც ჩვენ ყველა,დანარჩენი L-არ ვიცი B-მე ვფიქრობ,ღმერთი,რომ მოვა ხალხი შიშისგან ტაძრებში გაიქცევა და ლოცვას დაიწყებს.იქ კი სატანა დახვდებათ და ეტყვის,რომ უკვე გვიანია. L-ღმერთი არ არის ასეთი უმოწყალო. B-ღმერთი ძალიან დაღლილია,იგრძნობს ხალხის გულგრილობას. L-ღმერთიც იქ იქნება,იტყვის რომ არასდროს არის გვიანი. B-გვიანია,როცა მხოლოდ უკანასკნელი დღე გგონია მარადიული სამოთხე L-ღმერთი მაინც გადაგვარჩენს. B-ნეტავ შენს წარმოდგენებში გავცოცხლდე L-ნეტავ გვეყოს რწმენა და მოთმინება. *** მეშინია სიბნელის. მეშინია,სიბნელეში ვინმეს დანახვის და უფრო მეტად შეგრძნების. ყოველსთვის ვგრძნობ რომ ვიღაც დაჟინებით მიყურებს და ჩემი სხეულის ყველა მოძრაობას სწავლობს. ვგრძნობ ოთახშია და გულში ეკლებს მისობს,როგორც ტკივილის ნაპერწკლები. როგორ აღვივებს შიშს გულში და ტვინი მაიმც ყველაფერს უარყობს. ჩემს ტვინში ურწმუნოება და უგრძნობლობა სუფევს. რატომ არ არსებობს დანდობა? არც იმედი და აღარც ბედნიერება *** სხვა ცხოვრებაში,სხვა ადამიანებთან ერთად ვისეირნებ ედემის ბაღში და თუნდაც ჯოჯოხეთში ვიყო,მაინც წარმოვიდგენ ედემს და ბედნიერებით დავიწვები,დავიფერფლები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.