შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვინ დაგვაფასებს ან ვინ დაგვიფასებს?


2-12-2020, 21:52
ავტორი სალისალომე
ნანახია 740

-ვინ დაგვაფასებს ან ვინ დაგვიფასებს?

ეს კითხვა ხშირად უნდა გაუმეოროთ ხოლმე საკუთარ თავს.იმიტომ ვაკეთებთ იმ რაღაცას,რომ შემდეგ შედეგი გამოიღოს ესეიგი სასურველი ხარისხი დავდოთ და დაგვიფასდეს ეს ჩვენი ნაწვალები,ნაშრომი.ყველას ჩვენი გზა,მიზანი,სწრაფვა გვაქვს მომავლისაკენ... ვიცით თუ რა უნდა გავაკეთოთ,შევქმნათ რა გზას დავადგეთ ისე,რომ სასურველ შედეგამდე მივიდეთ ან უფრო მარტივად,რომ ვთქვა მივიღოთ სასურველი შედეგი და ამით კმაყოფილნი ვიყოთ.მარტო კმაყოფილებაზე კი არაა საქმე,ეს ყველაზე ბოლოსაა მთავარი ის არის ამდენს რომ ირჯები თავდაუზოგავად,რომ მუშაობ,თავს დებ და სანამ ოფლისგან არ გაიწურები იქამდე არ ისვენებ დღე და ღამეს ასწორებ უფრო და უფრო იზრდები,სწავლობ და განვითარების გზას ადგახარ ყოველდღიურად ძლიერდები,საიდან მოგდის ეს ძალა და ენერგია შენც კი არ იცი მაგრამ სადამდეც გაგწვდება ეს იქამდე არ ეშვები,მუშაობ უფრო მეტიც შესაძლებლობების ზღვარსაც კი აჭარბებ და ზოგჯერ ზედმეტიც კი მოგდის და მერე ისე იღლები,სულიერად თუ გონებრივად ხშირად გინდა ხოლმე დასვენება,განტვირთვა წახვიდე ისეთ ადგილას სადაც აღარ იქნება საქმე,აღარ იშრომებ,აღარ იმუშავებ,სადაც მხოლოდ შენ იქნები,მარტო იქნები,სიმშვიდე იქნება,დაისვენებ...იფიქრებ...გაიაზრებ...გაანალიზებ...დაწერ...მუსიკას მოუსმენ...განიტვირთები...ბუნებას უყურებ...მათთან შეხვალ კონტაქტში...თავისუფლად ამოისუნთქებ...მეც მაქვს ხოლმე ხშირად სურვილი, ფიქრები რომ წავიდე და დავისვენო რადგან გონებრივად დაძაბული ვარ. მიზნისკენ მივისწრაფი,მინდა კარგი მომავალი შევიქმნა,მაქსიმუმი გავაკეთო მთელი ძალა დავხარჯო,სული ჩავაქსოვო,ხარისხი მივცე იმ საქმეს რომელსაც ვაკეთებ...გულით ვაკეთებ და ღრმა სულს ვდებ...ბევრ რამეზე უარს ვამბობ და მხოლოდ და მხოლოდ ვშრომობ,ვსწავლობ,ვწვალობ დღე და ღამე წიგნებით ხელში დავდივარ,მინდა ინფორმაციები გავიგო,მეტი რამ შევიტყო,ვიცოდე მეტი წყარო,ფაქტები,განვითარდე და ამისთვის ძალღონეს არ ვიშურებ.დასვენებაც კი მავიწყდება ხოლმე რა ხილია...უბრალოდ ფიქრიც მავიწყდება...წერაც მავიწყდება...კაი ხანია აღარ დამიწერია... დრო არის,როგორ არა მაგრამ მე,იმ თავისუფალსაც განათლებაში და საკუთარი თავის აღზრდაში ვატარებ მინდა,რომ უფრო მეტი მოვინდომო,ძალისხმევა არ დავიშურო,არ დავიზარო რაც და როგორც შემიძლია ისე გავაკეთო...ვისთვისაც დასამტკიცებელი მაქვს ჩემი შესაძლებლობები მათ დავუმტკიცო,სხვებს კი იმედი არ გავუცრუო,მუდამ მაღალ მწვერვალზე ვიდგე და არცერთი საფეხურით არ ჩამოვიდე დაბლა...როგორც კარგ მოსწვალეს შეეფერია მუდამ მზად ვიყო,ფორმაში ვიყო, ვიცოდე,ვფლობდე...როგორც კეთილ ადამიანს შეჰფერის სხვებს დავეხმარო,გვერდში ამოვუდგე.მეტი დავანახო ადამიანებს,ვასწავლო რომ არასდროს თქვან უარი.რაღაც ბიძგი მივცე მათ...და ეს თუ მაინც არ გამოვა ჩემი სურვილი ერთ დღეს მაინც ახდება და წარმატებას მივაღწევ.მაქვს ხოლმე უკან დახევის პერიოდები და ვის არ ჰქონია,რომ? მაგრამ შემოვუძახებ საკუთარ თავს ამის დრო არაა,წინ უნდა წახვიდე და მალევე ვდგები,უფრო და უფრო ვიზრდები და მეტად მიჩნდება სურვილი იმისა,რომ ბოლომდე ვიბრძოლო და შევქმნა ის რაზეც ვოცნებობ.ვინ დამიფასებს? არც არავინ...არც მეგობარი,ახლობელი...
შესაძლოა ოჯახის წევრიც კი...
ადამიანსაც გააჩნია...მაგრამ ვიცი,ყველა შემთხვევაში
დამიფასებს პირველრიგში მხოლოდ ღმერთი,ის ხედავს მან იცის...და დამიფასებს დედა რომელიც ჩემი მეორე ღმერთია,ანგელოზია მფარველი და ყოველთვის მგულშემატკივრობს...როცა მწვერვალზე ავალ და ღირებულს მიავღწევ მერე დამიფასებენ...მერე,რომ იციან ხოლმე ვითომ გულშემატკივრობა,გვერდში დგომა.ბოლოს დაფასება ეს სიყალბეა როცა წარმატებას მივაღწიე და უკვე ვდგავარ იქ სადაც უნდა ვყოფილიყავი... ასეთი არ მინდა,მე იქამდე მინდა სჯეროდეთ ჩემი და მამხნევებდნენ...მინდა ჩემი ორივე მხარეს იცნობდნენ,ორ ადამიანს.იქამდე და მას შემდეგ.თავიდან პატარას,გამოუცდელს მერმე კი უკვე დიდს,წარმატებულს.მე,ასეთი თანაგრძნობისა და მხარდაჭერის მჯერავს და არა მოქილეკეთა ტყუილი მხარდამჭერის რომლებიც უცაბედად გადაწყვეტავენ აი,ხედავ წარმატებულია იქნებ და დავუახლოვდე და მეც რამე ხეირი... ეს ისე ვიცი,მოსმენილი მაქვს და ასევე ნანახიც...არ თქვათ უარი იმ შანსებზე რომელსაც ღმერთი გაძლებთ,ნუ უარყობთ რადგან შეიძლება მეორედ ასეთი შესაძლებლობა აღარ მოგეცეთ.გამოიყენეთ ყველა ის შესაძლო რესურსი რაც ``ფინიშამდე`` მიგიყვანთ.დაპირდით საკუთარ თავს,რომ ამას გააკეთებთ და როცა დადგება ეგ დღე,გაიხსენებ საკუთარ თავთან დადებულ პირობას ამით კი იამაყებ საკუთარი თავით,რომ სიტყვის ადამიანი ხარ,ძალ-ღონე არ დაიშურე და პირობა შეასრულე.ესეც კი გამარჯვებაა,ძალიან დიდი გამარჯვება.იმაზე არ იფიქრო,რომ ``აი,ტყუილად ვწვალობ...არავინ არ მაქებს,არაფერს მეუბნებიან.არ მოწონთ და ა.შ. ბევრი იქნება ასეთი არ მომწონე და არაფრისმთქმელი ადამიანი მაგრამ მათი სიტყვა არაფერს წარმოადგენს.მთავარია საკუთარი თავის გჯეროდეს,უსმინო საკუთარ მე-ს და საყვარელი ადამიანებისგან მიიღო მხარდაჭერა.ყველაფრისდამიუხედავად არ გაჩერდე,ბოლომდე მიიყვანე დაწყებული საქმე და ბოლოს ნახავ,რომ ის დაფასებულია,უფრო მეტიც შეფასებული და ამაზე უფრო მეტიც წარმატებული.გავიხსენოთ ისეთი ნიჭის მქონე არტისტები,მუსიკოსები,მსახიობები რომლებთაც ბევრჯერ უთხრეს არა იმედიც ბევრჯერ გაუცრუეს,რომ წარმატებას ვერ მიაღწევდნენ,რომ სუსტნი იყვნენ მაგრამ უკან არ დაუხევიათ მათ,ყოველი ასეთი სიტყვა უფრო მეტ მოტივაციასა და ძალას აძლევდათ.არმომწონე,უხეში შემფასებელნი ბევრნი არიან რომელთაც უბრალოდ არ მოსწონთ,არ უნახავთ/არ მოუსმენიათ,მოსწონთ მაგრამ არ აღიარებენ,შურთ რადგან ამხელა არტისტიზმი აღმოაჩინეს და უბრალოდ პიროვნება არ მოეწონათ.ერთხელ,ორჯერ,სამჯერ არ გამოვა არაუშავს...ოთხჯერ,ხუთჯერ შიძლება ნაწილობრივ ...დრო გავა და მეათე ცდაზე გამოვა და თან ისეთი საოცრება,დაუჯერებელი იქნება.ასე,რომ იმედი ბოლო წამს კვდება და მთელი სიცოცხლე არსებობს.და ბოლოს ის არმომწონე პროფესორები როდესაც დაგინახავენ ასეთს გამარჯვებული სახით გაუკვირდებათ.ასე,რომ ასეთი ადამიანების გამო,პირველრიგში კარიერისა და მომავლისთვის გადადგი ნაბიჯი და ყველას დაანახე ვინ ხარ,რა შეგიძლია...



№1 სტუმარი სტუმარი nancho

ჩემო ძვირფასო,ასე მოგმართავ,წავიკითხე,მივიღე შენი ამოთქმული რეალურად.მომეწონა ,რომ სწავლობ ,სწავლობ დ სწავლობ.ეს ძალიან კარგია.იკითხე,ბევრი იკითხე.დღეს შეიძლება ,იფიქრო,არ მჭირდებაო,მაგრამ შემდგომ ,გამოგადგება.ეხლა მთავარი,ის ,რომ ვიღაცის მოსაწონად ვაკეთოთ ,მასე დაიტანჯები და შენნი ცხოვრების გზას და მიზანს დაკარგავ.ცხოვრების გზაზე,მუდამ შეგხვდებიან ადამიანები,ზოგი ჩაივლის უმნიშვნელოდ,ზოგი კი მნიშნელოვან ხაზსს დატოვებს.აბა ,შესძლებ და მოახეხებ?ყველას მოსაწონი აკეთო?ვფიქრობ ვერც და არც.აკეთე ის,რაც შენ მოგწონს,რაც მოგაჩნია სწორად.გქონდოს შენი მე და აზრი.ეს არ ნიშნავს,რომ არღარ გეყვარება ,შენი ოჯახის წევრები,ან ახლობლები.მთავარია,არ დაკარგო ზომიერება.ეს ყველგან აუცილებელია.სხვის დასანახად არაფერი აკეთო,მოსაწონს ვერასოდეს გააკეთებ,ასეთნი არიან ადამიანები.."არაფერია ზომიერებაზე ძლიერი და არაცერია ისე ძლიერი ,როგორც ზომიერება"ეს წმინდა ფრანსუა სალელმა თქვა.მოკლედ ძალიან გამიგრძელდა.ამხელა კომენტარი არასდროს დამიწერია.წარმატებები..

 


№2  offline წევრი სალისალომე

სტუმარი nancho
ჩემო ძვირფასო,ასე მოგმართავ,წავიკითხე,მივიღე შენი ამოთქმული რეალურად.მომეწონა ,რომ სწავლობ ,სწავლობ დ სწავლობ.ეს ძალიან კარგია.იკითხე,ბევრი იკითხე.დღეს შეიძლება ,იფიქრო,არ მჭირდებაო,მაგრამ შემდგომ ,გამოგადგება.ეხლა მთავარი,ის ,რომ ვიღაცის მოსაწონად ვაკეთოთ ,მასე დაიტანჯები და შენნი ცხოვრების გზას და მიზანს დაკარგავ.ცხოვრების გზაზე,მუდამ შეგხვდებიან ადამიანები,ზოგი ჩაივლის უმნიშვნელოდ,ზოგი კი მნიშნელოვან ხაზსს დატოვებს.აბა ,შესძლებ და მოახეხებ?ყველას მოსაწონი აკეთო?ვფიქრობ ვერც და არც.აკეთე ის,რაც შენ მოგწონს,რაც მოგაჩნია სწორად.გქონდოს შენი მე და აზრი.ეს არ ნიშნავს,რომ არღარ გეყვარება ,შენი ოჯახის წევრები,ან ახლობლები.მთავარია,არ დაკარგო ზომიერება.ეს ყველგან აუცილებელია.სხვის დასანახად არაფერი აკეთო,მოსაწონს ვერასოდეს გააკეთებ,ასეთნი არიან ადამიანები.."არაფერია ზომიერებაზე ძლიერი და არაცერია ისე ძლიერი ,როგორც ზომიერება"ეს წმინდა ფრანსუა სალელმა თქვა.მოკლედ ძალიან გამიგრძელდა.ამხელა კომენტარი არასდროს დამიწერია.წარმატებები..

სწორედ ამიტომ დავწერე ეს პატარა ჩანახატი. ადამიანებისთვის რომლებიც ასე ფიქრობენ და იმედი მაქვს მათ რაღაცით მაინც დაეხმარებათ ჩემი სიტყვები.მადლობა გამოხმაურებისთვის❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent