შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

*******


3-12-2020, 03:48
ავტორი შავი ჩაი
ნანახია 824

და აი, დაგდგა დღე, როდესაც განგებამ გადაწყვიტამ რომ ერთმანეთს უნდა დავეშორებინეთ. მაგრამ რატომ?-ამ კითხვაზე პასუხი, ვერავინ გამცა და ვერც გამცემს ვერასდროს. ისევ ბედის უკუღმართობას დავაბრალო? არ ვიცი, მაგრამ რეალობა ერთი და შეუცვლელია...შენ წახვედი. წახვედი და უკან დატოვე ყველაფერი ძვირფასი, რაც კი გიყვარდა.
იმაზე ფიქრი, რომ დილით გაღვიძებისას, შენს სახეს ვეღარ ვიხილავდი, ვეღარ ვიგრძნობდი გრილ სურნელს, რომელიც მუდამ თან გსდევდა, მანადგურებდა. მე ცოცხლად დავიმარხე სადღაც ბნელ და ცივ სამარეში.
იცი? ზამთრის სუნი ჰქონდა შენს სხეულს. ყოველი შეხებისას კი ამ სურნელს, მთელი ჩემი არსებით შევიგრძნობდი. ამ დროს, ელექტრონები ქაოსურად იფანტებოდნენ და მთელ სხეულს ედებოდნენ. პირველი კოცნაც მახსოვს...მახსოვს, როგორ მრცხვენოდა თვალებში შემოხედვაც კი. ჩემზე ერთი თავით მაღალი, ზემოდან მიყურებდი და გეღიმებოდა. ჩემს ასეთ მდგომარეობაზე გეღიმებოდა. მე ისევ ვიდექი, როგორც დასჯილი ბავშვი და ხმას ვერ ვიღებდი. შენ კი ცოტა ხანს მიყურე, შემდეგ ჩემი ხელი, შენს ხელებში მოიქციე. ცივი ხელები გქონდა...სიცივემ, რომელიც შენგან მოდიოდა და სითბო, რომელსაც შენი გულიდან ვგრძნობდი, ჩემში საოცარ ემოციებს აღძრავდა. დენის დარტყმას ჰგავდა შენი შეხება და მაშინ ვიგრძენი, რომ შენ იყავი ჩემი აწმყო და მომავალი, რომელიც იმ მომენტში, ქაღალდის სუფთა და თეთრ ფურცლებზე იწერებოდა და მინდოდა, სამუდამოდ ასე გაგრძელებულიყო. დაუსრულებელი ყოფილიყო, მაგრამ...
ცხოვრება ხანმოკლეა. ეს გვიან გავიაზრე. უფროსწორად, მხოლოდ მაშინ გავიაზრე, როდესაც ერთ მზიან დილას გავიღვიძე და შენი სურნელი, ვეღარ ვიგრძენი. ვერც კი აღგიწერ ეს რა საშინელი განცდა იყო. ემბრიონის ფორმა მივიღე და შენს ბალიშს ჩავეხუტე. მას კიდევ შესრჩენოდა შენი სულის რაღაც ნაწილი. თვალები მაგრად დავხუჭე. არ ვიცი რატომ, მაგრამ ვიფიქრე რომ გნახავდი...სადღაც სიცარიელეში გეძებდი, მაგრამ სულ ტყუილად. შენ არ ჩანდი, მაგრამ მე მაინც მეგონა, რომ იქვე იყავი და როგორც ადრე, მოხვიდოდი, ჩამიკრავდი გულში და მეტყოდი: „ჩემო ფერია, გაიღიმე...ახალი დღე დაიწყო, რომელიც ახალ და საინტერესო თავგადასავლებს გვიმზადებს“. გამეღიმა, მაგრამ ეს ღიმილი ერთდროულად ყველაფერს მოიცავდა. ტკივილს, მონატრებას, დარდსა და წუხილს, რომელიც შენი წასვლის შემდეგ დარჩა. რას არ მივცემდი, ოღონდ ერთხელ კიდევ მანახა შენი ღიმილი, რომელიც ასე მიყვარდა. კიდევ შემაგრძნობინა იმ ტუჩების გემო, რომელიც ჭკუას მაკარგვინებდა. დიდი, ატმისფერი ტუჩები, რომელიც საყვარლად იბუშტებოდა გაბრაზების დროს...შენი სურნელი...ოჰ, როგორ მენატრება შენი სურნელი. ცივი, მაგრამ ამავე დროს თბილი. როგორი საოცარი ჰარმონიაა, არა? შენ ჩემი ჰარმონია იყავი. საუკეთესო თავგადასავალი, რაც კი ოდესმე გადამხდენია. მომენატრე...ძალიან მომენატრე...ეს მონატრება კი მაგიჟებს. ხანდახან, თავსაც მაკარგვინებს. ძველებურადაც აღარ დამთამაშებს ღიმილი ბაგეებზე. ან კიდევ რა გასაკვირია? ჩემი ღიმილის მიზეზი, ხომ შენ იყავი...
დადგება დრო და მე ისევ შეგხვდები. ისევ შევიგრძნობ შენს სითბოს, სურნელს, ისევ ჩაგიკრავ გულში და გეტყვი, რომ მიყვარხარ, ხოლო პასუხად ძალიან ნაზად დაიხრები, კოცნას დამიტოვებ ყურთან და მეტყვი: „გაიღიმე, ფერიავ...მეც მიყვარხარ“...

***
ცხოვრება ლაბირინთივით არის. როდესაც იზრდები და პირველ ნაბიჯებს გადადგამ ამ რთულ გზაზე, ებმები ცხოვრების დაუსრულებელი მსვლელობის ფერხულში. არის ხოლმე მომენტები, როდესაც ვეცემით, მაგრამ ზოგჯერ, დაცემა უფრო ადვილია, ვიდრე ამ გზაზე სიარული. უამრავი დაბრკოლება, ტკივილი და ტანჯვა იჩენს ხოლმე თავს, რომლებთან გამკლავებაც, ბევრს არ ძალუძს.
ზოგისთვის, ცხოვრების გზა, შაქარ-ყინულებით არის მოფენილი, ხოლო ზოგისთვის ეკალ-ბარდებით, მაგრამ იცით რა არის მთავარი? ის, თუ როგორ წავრმართავთ ამ გზებს. შესაძლოა ერთ დღეს შაქრიანი და ტკბილი გზა, ეკლიანი ბუჩქებით დაიფაროს, ან კიდევ პირიქით...


გამარჯობა..როგორც იქნა, მოვახერხე და დავწერე მთელი კვირების აზრები და იდეები. დავაგვიანე, თუმცა იმედი მაქვს, ისევ გახსოვართ..)) ნელ-ნელა, ალბათ ყველაფრის თქმას მოვახერხებ და პატარა ჩანახატების სახით, ისევ წარმოგიდგენთ. წარმატებები თქვენ..



№1  offline წევრი შავი ჩაი

ჰაიკო
ჩაი:)
კარგია რომ გამოჩნდი, არ დაგვიწყებიხარ, შენი ჩანახატების დავიწყება არც ისეთი მარტივია.
ძალიან მომეწონა მართლა ეს პატარა, სევდით გაჟღენთილი ჩანახატი. იცი რა მომწონს? ყოველი ჩანახატის შემდეგ, ბოლოში, "პ.ს"-ს სახით, საკუთარ შეხედულებებს რომ გვაცნობ.
წამრატებები ტრადიციულად და გკითხულობ.

ძალიან დიდი მადლობა..მიხარია თუ მოგეწონათ და ისიც, რომ გახსოვართ)) გამიხარდა თქვენი გამოჩენა, გულით..)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent