შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე ისევ შენს თითებს ვხედავ


10-10-2017, 12:09
ავტორი ანა12
ნანახია 1 695

მე ისევ შენს თითებს ვხედავ... მე ისევ მათ შეხებას ვგრძნობ ჩემს დამახინჯებულ და გაუბედურებულ სახეზე... მე ისევ ვგრძნობ შენი გაყინული თითების ალერსს...
ნატა ფიქრობს რომ გავგიჟდი. სულ მეუბნება, რომ წერას თავი დავანებო, მაგრამ შენ ხომ მოგწონდა ჩემი მოთხრობები, ელისო? ხო და არ შევწყვეტ! უნდა დავწერო!
როგორ მახსოვს შენი ღიმილი, რომელიც ჩემ მკლავებში გაღვიძებისთანავე იგრძნობოდა. ნაზად, მშვიდად და თავისუფლად გეღიმებოდა. ამას მოყვებოდა ნელი და აკანკალებული ჩასუნთქვა. ვხვდებოდი რომ გციოდა და ხელლების უფრო ძლიერად მოხვევა მინდოდა, მაგრამ ისეთი სუსტი იყავი, მეშინოდა რამე არ მეტკინა შენთვის და რაც შეიძლება ნაზად, მაგრამ მჭიდროდ გხვევდი ხელებს. შენ კვლავ იღიმოდი, ელისო... თვალებდახუჭული მძინარე ანგელოზს გავდი. ისევ ღრმად ჩაისუნთქავდი... და ისევ ნელა... ამჯერად ყოველგვარი კანკალისა და შფოთვის გარეშე.
მე ისევ შენი თითებს ვხედავ ამ როიალზე, რომელზეც შენი წასვლის მერე არავის არ დაუკრავს. ვერც ვერავინ გაბედავს, ელისო. ეს შენი იყო და სამუდამოდ შენი იქნება. მასზე შეხების უფლება მარტო შენ გაქვს და სხვას არავის. თავი ისევ ახდილი აქვს, ის პიესა რომელსაც შენ უკრავდი ისევ იმავე გვერდზეა გადაშლილი სადაც გაჩერდი. როიალის კუთხის ბოლოში პატარა ხელსახოცია ისევ იქ სადაც შენ დატოვე. ცოტა მტვერი კი დაედო, მაგრამ არაუშავს, უხდება. მახსოვს შენი სახე, როდესაც როიალს თავს ახდიდი და ინსტრუმენტის სურნელს შეიგრძნობდი... მახსოვს შენი ღიმილი ნოტის აღებისას... თითების სრიალი კლავიშებზე, თითქოს ტალღებს ეფერებოდი...
ჩემი ოთახი დაცარიელდა შენს გარეშე. ყოველთვის ვწერ, რადგან შენ მოგწონდა ჩემი მოთხრობები, მაგრამ რედაქცია უკვე ზედიზედ მეექვსეჯერ არ მიბეჭედავს კრებულს. შენი ტანსაცმელი ისევ ჩვენს კარადაში კიდია, ელისო... ისევ შენი სურნელი ასდით... შენს მაგიდაზე შენი ნივთები ისევ აწყვია. ზუსტად ისე, როგორც შენ დატოვე. ოთახში კი ვარ მარტო მე... და შენი ნივთები... სხვა არაფერი... ისინი ავსებენ უშენობას და ისინი ქმნიან აქ უშებობას...
დღეს წვიმიანი დღეა და სახურავზე ავედი. მახსოვს, გიყვარდა ასეთი უხასიათო ამინდები ჩემგან განსხვავებით. ვიცოდი რომ გაგიხარდებოდა, აქ რომ ყოფილიყავი, ელისო... წარმოვიდგინე რომ იმ სახურავზე ჩემს გვერდით იჯექი და ჩემთან ერთად შეიგრძნობდი ცივ წვიმის წვეთებს. ჩემთან ერთად ხუჭავდი თვალს და ყურს უგდებდი სამყაროს ხმას. მახსოვს, ასე აკეთებდი. თვალებს ხუჭავდი და უსმენდი სამყაროს სიჩუმეს, მის მდუმარებას.
დილით იმ იმედით ვიღვიძებ, რომ შენს აკანკალებულ სუნთქვას კვლავ გავიგონებ. ისევ იმ იმედით ვიღვიძებ, რომ ისევ დაგინახავ ჩემს მკლავებში გაღვიძებულს. მინდა ისევ შევიგრძნო შენთან ერთად ყოფნის გემო. ადრე თუ გვიან ეს მოხდება და მეც მოვალ შენთან... მერე ერთად ვიქნებით ისევ ერთად ვიქნებით, ოღონდ სამუდამოდ. ველოდები იმ დღეს როდესაც მეც დავტოვებ აქაურობას შენს მსგავსად სამარადისოდ წამოვალ შენს სამყაროში. ხშირად წარმოვიდგენ ეს როგორია. როგორია როცა აქედან მიდიხარ და ხვდები რომ ვერასდროს დაბრუნდები. გარკვეულ წილად გიჭირს ამ ყველაფრის დათმობა და სხვაგან წასვლა, თუმცა ვიცი რომ იქ შენ დამხვდები და აღარაფრის მეშინია.
როდესაც გაღვიძებისას თვალს ვახელ და შენ ვერ გხედავ მინდა რომ სამუდამოდ დავხუჭო ეს ჩასისხლიანებული თვალები და აღარასდროს გავახილო. ბევრჯერაც კი ვცადე, მაგრამ ნატა ამის საშუალებას არ მაძლევს. ვეუბნები, რომ შენ მეძახი რომ მთხოვ რომ შენთან მოვიდე... მაგრამ ნატას არ ესმის. არ უნდა, რომ გაიგოს. არც არავის არ ესმის ჩემი. არც არავინ არ იცის, რას ვგრძნობ ახლა და რა მინდა. უბრალოდ არიან თავისთვის და მიყურებენ, როგორც საცოდავ ადამიანს, რომელსაც არავინ არ ყავს და არც არაფერი არ აქვს... მათ რა იციან, ელისო, რომ ამდენი წლის შემდეგ შენ ისევ ჩემთან ხარ და არსად არ მტოვებ. უბრალოდ ისინი ვერ გხედავენ და ვერ ხვდებიან რამდენად ახლოს ხარ...
წლები გადის და მე ისევ შენს თითებს ვხედავ... მე ისევ მათ შეხებას ვგრძნობ ჩემს დამახინჯებულ და გაუბედურებულ სახეზე... მე ისევ ვგრძნობ შენი გაყინული თითების ალერსს...



№1  offline წევრი მოცინარი

კარგი იყო heart_eyes ძალიან მმეწნა

 


№2 სტუმარი მალის

ძალიან კარგია????აი სულ ჟრუანტელმა დამიარა????????????

[quote=მალის]ძალიან კარგია????აი სულ ჟრუანტელმა დამიარა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent