შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოოქროვილი რკალის გარშემო


6-12-2020, 13:05
ავტორი სალისალომე
ნანახია 673

შევიკრიბეთ როგორც იქნა მე და ჩემი მეგობრები.გავიდა ჭაობიანი ხანი,ბუნდოვანი დღეები,ბოროტებით სავსე წუთები.ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს პირველად შევხვდით და აქამდე არ ვიცნობდით ერთმანეთს.ეს იცით რატომ? დიდი დრო გავიდა, საკმაოდ დიდი ხანია რაც ერთმანეთი აღარ გვინახავს,ბოლოს აღარც კი მახსოვს როდის შევხვდით,ვისაუბრეთ,ვიქეიფეთ და გავერთეთ ეს ალბათ წინა საუკუნეში იყო ამიტომ გვაქვს ახლა ამდგავრი შეგრძნება ,რომ უცხნი ვართ...ძალიან დავპატარავდით ან კიდევ საოცრად გავიზარდეთ და სხვანი გავხდით ახლა გაიგე რომელი უფრო უკეთესია.რომელიც არ უნდა იყოს ცვლილება მაინც ცვლილებაა ერთი ნაბიჯით უკან თუ წინ...მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ წინ გადადგმული ცვლილება კარგია.მოკლედ მეც ცოტა არ იყოს და გავუცხოვდი,ასე მეგონა სულ სხვაგან ვიყავი და არა მეგობრის სახლში.არ ვიცნობდი მათ,ისინი კი მე. არც ერთმანეთის სახელები ვიცოდით,უბრალოდ შენობით მივმართავდით.-ეი,შენ შამპანიურს როდის გახსნი? ნაძვის ხეს როდის მოვრთავთ? და ამდაგავარი კითხვები.ურთიერთობა გაცივდა, იმის ნაცვლად, რომ სიცივე სითბოდ გადაქცეულიყო პირიქით ისევე ყინული დარჩა არა და არ ლღვება,წყლად არ მოისურვა გარდაქმნა... ისევ წვრილი,გრძელი შუშისებრი ლოლოა რომელსაც ხიბლი სილამაზისაც კი შესცვლია.უხალისობის კვალი დასტყობია,სიბერისაკენ მიიჩქარის და აღარ არის ისეთი როგორიც ადრე.
საყურებლად სასიამოვნო,დამაფიქრებელი,საინტერესო...მაშინ გულშიც კი იღვრებოდა ლოლოს უზადოდ დიდი სიცივე რომელიც უზარმაზარ სითბოდ მოგვევლინებოდა და მთელ სულიერებას დაუვლიდა,ორგანოებს მოივლიდა იმხელა სიამოვნებას ღვრიდა და იმდენად საამოდ დაუვლიდა სხეულის ყველა ნაწილს თავისი სულისშემვრელი ალერსით.მაგრამ ახლა ამასაც კი ვერ იგრძნობ,პირიქით გაიყინები,აცახცადები,გალურჯდები შეუბრალებელი სიცივისგან და ბოლოს ისე მოხდება,რომ ყინულად იქცევი.იქვე დარჩები და  ვერც შენ დაუბრუნდები საწყის მდგომარეობას მანამ სითბო არ მოვა შენთან და თავისივე გაზაფხულის ხელებით არ გაგალღობს.ასეთი ვითარებაა დღეს,რამდენიც არ უნდა ის სახლური სითბო და სიყვარული შეიგრძნო,სადაც არ უნდა წახვიდე,ვისთანაც არ უნდა მიხვიდე,ბუხართანაც რომ დაჯდე თუ ადამიანები გულს არ გახსნიან და ყინულს არ გაალღობენ იქამდე ვერვინ იგრძნობს სიყვარულს.რაც არ უნდა თბილ კერაში იყო თუ იქ ცივი გულია,სითბო ვერასდროს მოაღწევს.ასე მოხდა ჩვენ შემთხვევაშიც..ერთმანეთი დავივიწყეთ, უფრო მეტიც უკვე ვეღარ ვცნობდით... გვეშინოდა ჩვენი რეაქციების, თვალები დავხუჭეთ წარსულში გადავინაცვლეთ და წამიერად გავნათლდით.სიჩუმემ დაისადგურა ირგვლივ,არავინ იღებდა ხმას  ერთმანეთის გულის ხმას ვუსმენდით.ერთობლივად გავალღვეთ ყინული რომლის გალღობის იმედიც აღარ გვქონდა თუმცა იმხელა სიყვარული,ურთიერთგაგება იყო ამ გრძნობამ და რწმენამ ყველაფერს მოერია,დაამარცხა საყინულთი და ირგვლივ მხოლოდ ისევ ძველმა სიტკბოებამ დაისადგურა.და ჩვენ ყველანი ვიცინოდით,ახლა ნაცნობი სახეები იყო,ძალიან ნაცნობი,ოჯახური სითბო,მეგობრული გარემო,ახლობლური წრე,სულიერება,სევდა,მონატრება,იყო ჩახუტებები,ცრემლები,ბედნიერი სახეები,სინანული...იყო ყველაფერი..ყველა ემოცია...გაბრაზება,გაკვირვება,გაოცება...იყო დაკვირვება,ფიქრი და ბოლოს დაუღალავი ცრემლთა დენა განა სევდისა? არა სიხარულის...ჩვენ გვახსოვდა ერთმანეთი და ეს ყველაზე მაგარი შეგრძნება იყო.ისევ ისეთნი ვართ,ძველებურად მოხალისენი,მოსიყვარულენი,იმედიანები და ბოლოს რწმენა დაბრუნდა...ისევ გვაქვს...ისევ ერთად ვართ...ერთნი ვართ...მთლიანობას წარმოვადგენთ ...რკალი ვართ გარედან მოოქრივილი,შიგნით კი  ნათელი.ეს სინათლე იმხელა მანძილზე ვრცელდება და იმდენად დიდი ძალა აქვს,რომ რკალის ზედაპირსაც ედება მოოქროვილის იერს სძენს ეს აუღწერელი ნათება.ირგვლივ დღესასწაულია და ჩვენ მას აღვნიშნავთ,ციმციმებს ყველა და ყველაფერი...სახლი ლამაზად მოურთავთ საშობად.შობა მიყვარს თან ძალიან...ნაძვის ხე ისეთი მშვენიერია,ფერად-ფერადი სათამაშოებით გადავსებული გვერდით ღუნღულა თოვლის ბაბუ უდგას მარხილით ხელში სადაც ბავშვებისაკენ მიიჩქარის,რომ საჩუქრები დაარიგოს.იქნებ და ჩვენც შეგხვდეს,ჩვენც დაგვირიგის,ამის ღირსად ჩაგვთვალოს.რა ვიცით იქნებ ასეც მოხდეს შიბა ხომ ოცნებაა,ოცნება კი ჯადოსნობა.ჯადოსნობა კი ყოველ ახალი წლის ღამეს ხდება.მე,მაინც მჯერავს და იმედი მაქვს.ის იმედი რომელიც მაცოცხლება და რომელმაც წლების შემდეგ მეგობრებს შემახვედრა.ახლა რა ხდება? დღესაწაულია...
ჩვენ აქ ვართ...
შენც შემოგვეურთდი...
გაერთე...
აღვნიოშით...
რადგან შესაძლოა ერთი წლის შემდეგ ეს დღე აღარ დადგეს...
მოსაწვევი არავის სჭირდება, ვისაც სინათლე უნდა ყველა თავისი ფეხით მოვა....
ან კიდევ ცხოვრება მოიყვანს ჩვენამდე.ყველას შეუძლია ჩემი მეგობარი გახდეს...შემოგვიერთდი...რადგან ეს სინათლე მეტად მრავალფეროვანი გავხადოთ. ყველა ჩვენთაგანი    ნაძვის ხის გარშემო ვტრიალებთ...ერთი ორი წრე...მერე ტაში...ერთი,ორი წრე თან  სიცილი...წრე,წრე,სიმრგვარე და ასე უსასრულოოდ მოოქროვილი რკალი...ნაძვის ხეს შემოვუარეთ ყველამ მივიღეთ კუთვნილი საჩუქარი.მინდა რიმ შენც მიიღო და ბედნიერი იყო ამიტომ მოდი,მოგცემ უსასყიდლოდ მას.სიკეთის სხივი ყველას უნდა ერგოს და არცერთი არ უნდა დარჩეს ამ საჩუქრის გარეშე, იმ სინათლის გარეშე რომელიც სამყაროს ბრძოლაში ეხმარება და სიცოცხლის მანძილზე მხარდაჭერას უცხადებს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent