თეთრი ჩიტი
აივანზე გოგონა იჯდა . უყურებდა ვარსკვლავებით განათბულ ღამეს და მონუსხული უყურებდა დიდრონ მთვარეს რომელიც თავმომწონედ ეკიდა ცის კამარაზე.იმდენად იყო მონუსხული ამ ნათელი ციური სხეულით ,რომ გარშემო შექმნილ მანქანების მხა ,რომელიც ყვრლა დიდი ქალაქისთისაა დამახასიათებელი , არც კი ესმოდა.მხოლოდ მთვარეს სიდიადეს და სილამაზეს აკვირდებოდა და სურვილი უჩნდებოდა შხებოდა. უეცრად უცხო ხმამ გამოარკვია იქვე მოაჯირზე თეთრი მტრედი შემომჯდარიყო და მშვიდად უმზერდა ეტლში მჯდარს .გოგონამ იცნო ჩიტი .სწორედ იმ საბედისწერო დღეს ,როცა ავტოკატასტროფამ ოცნებები დაუმსხვრია ,იქ იყო მტრედი და ასფალტზე დაგდებულ გოგონას მშვიდად უმზერდა . მაშინაც იქ იყო როცა ეტლში პიველად ჩაჯდა ,მაშინაც როცა ოცნებას გამოემშვიდობა და ბალეტზე უარის თქმა მოუწია. რატომღაც გოგოს უცნაური გრძნობა ეუფლებოდა თითქოს წინ რაღაც დიდი ელოდა და ეს ღამე შეცვლიდა მის ცხოვრებას . თავისი „მეგობრით“ ოთახში დაბრუნდა ,საგულდაგულოდ დამალული პუანტები აიღო და უნარდაკარგულ ტერფებზე ამოიცვა. ტელეფონში საყვარელი ნაწარმოები ჩართო .ოთახში ჩაიკოვსკის გედების ტბის მელოდია გაჟღერდა . გოგოს გულმა გამალებით ფეთქვა დაიწყო,ვენებში სისხლთან ერთად მელოდიაც აჩქარებით მიედინებოდა მთავარი ორგანოსკენ .თვალები დახუჭა და წარმოიდგინა თავისი სოლო პარტია .ვერც კი გაიაზრა ისე წამოდგა ეტლიდან და საბოლოო ტრიალი შეასრულა . მელოდიაც დამთავრდა და გოგოც მოეგო გონს . უცნაური რაღაც იგრძნო და ქვემოთ დაიხედა. ფეხზდ იდგა,სამი წლის შემდეგ ისევ ფეხზე იდგა. ჯერ ერთი ნაბიჯი გადადგა შემდეგ მეორე. საწოლამდე მივიდა ჯერ კიდევ შეკირებული ჩამოჯდა . როგორც ჩანს აივნის კარები ღია დარჩენილა და მტრედი შემოფრენილა .ისევ ისე მშვიდად და თავდაჯერებულად უმზერდა .თითქოს მზერით იძახდა მე ჩემი მაიმც მისია შევასრულეო. იმ დღის შემდეგ მისი ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. გოგონა ბალერინა გახდა ,ისევ დამოუკიდებლად დაიწყო სიარული და თავის „მეგობარს’’ სამუდამოდ დაემშვიდობა. თეთრი ჩიტი კი იმ დღის შემდეგ აღარ გამოჩენილი მან თავისი მისია შეასრულა და ისევე ჩუმად გაქრა როგორც გამოჩნდა . თეთრმა ჩიტმა შეცვალა გოგონას ცხოვრება და ოცნებები დაუბრუნა. ცხოვრებაში სწორედ ასე უეცრად მოდის უბედურებები და ასევე უეცრად გვევლინება ბედნიერება . არასდროს უნდა ჩავიქნიოთ ხელი ცხოვრებაზე. გახსოვდეთ დიდი შტორმის შემდეგ ცაზე ცისარტყელა გამოდის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.