***
ახლა ასე მარტო რატომ ვზივარ?! უამრავი შეკითხვა მიტრიალებს თავში. ნეტავ,სხვაგვარად,რომ ყოფილიყო ყველაფერი მაშინაც ასე იქნებოდა ყველაფერი? არ ვიცი,მხოლოდ მოლოდინი მაქვს... არ ვიცი რისი,ჩემთვის მარტო ვზივარ და მთელ ჩემ 30 წლიან ცხოვრებას ვიხსენებ. ტირილს აზრი არ აქვს,უბრალოდ სიგარეტს მოვუკიდე და ზედიზედ 2 ნაპასი დავარტყი. თან ვფიქრობ,ახლა,რომ ბებიაჩემი მიყურებდეს რას მეტყოდა და უბრალოდ მეცინება. ამ ფიქრებში 2 ღერი ჩავამთავრე და ახლა იმ კიბოზე მეფიქრება,რომელიც 28 წელია შემომიჩნდა და თავს არ მანებებს. საითაც გავიხედავ მას ვხედავ,ყველგან მისი ხმა მესმის და არ მავიწყდება არცერთი ჩახუტება,კოცნა და შეხვედრა... არცერთი სიგიჟე,კამათი და გაბუტვა... მგონი ვგიჟდები) მაგრამ ეს ხომ ბუნებრივია კიბოსთვის. თავი ისევ თინეიჯერი მგონია,რომელიც მასთან ერთად დარბის... *** -რამე ლამაზი მითხარი... -შენ ჩემთვის სიყვარულიც ხარ და ყველაზე ლამაზი სიტყვების კრებულიც... *** ჩანაწერებიდან* დღიურო,ახლა მდინარეზე ვართ მე,ის და ბავშვები. ახლაც მიყურებს და თვალს არ მაშორებს. წუხელ ბავშვები ტყეში ვიყავით. მას ჩემი ხელი ეჭირა და თმაზე მეფერებოდა... გული საგულედან მქონდა ამოვარდნილი. რა ვქნა,ძალიან მიყვარს. დღიურო,როგორ ხარ?! მე ძალიან კარგად. ისიც კარგად არის და ბედნიერი,როგორც მე)) მან ჩემი პირველი კოცნა მოიპარა და ეს სასწაული გრძნობა იყო. მე 16 წლის ვარ და ცხოვრებაში პირველად მაკოცა ბიჭმა. და ეს ბიჭი ისაა ვინც მე მთელი გულით მიყვარს... გამარჯობა,დღიურო)) როგორ ხარ?! მე ძალიან კარგად. შეყვარებულიც მყავს და ძალიან ბედნიერი ვარ... ორიოდე სიტყვით მოგიყვებით მასზე. ის ძალიან კეთილი,თბილია და უზომოდ ვუყვარვარ)) გამარჯობა,დღიურო... უზომოდ დაკარგული ვარ სიყვარულში... ჩავიკარგე და ვეღარ ამოვდივარ,ხანდახან ვიტანჯები და არ ვიცი რა ვქნა. ვიტანჯები ყველაფრით რაც მას ეხება... ვეჭვიანობ,ვჯიუტობ,მაგრამ ის მიგებს და ესმის ჩემი... ძალიან მიკვირს,როგორ შეუძლია ჩემი ამდენი პრეტენზიის და სიჯიუტის მოთმენა. სწორედ ამიტომ მიყვარს) გამარჯობა,დღიურო... ძალიან ცუდად ვარ! არ ვიცი რა ვქნა,როგორ მოვიქცე ან ვისთან მივიდე. ძალიან მწყდება გული ბევრ რამეზე,მაგრამ ამას ვერ ვამბობ,ვერ ვაღიარებ... რა ვქნა,რა ვუშველო საკუთარ თავს... შეპყრობილი და განადგურებული ვარ! *** გამარჯობა,დღიურო... მაპატიე 3 წელია არ გამოვჩენილვარ,მაგრამ რას ვიზამთ... 19 წლის ვარ))) მარტოსული,უბედური და შეყვარებული,მაგრამ აზრი?! არანაირი ა რ ა ნ ა ი რ ი რას ვიზამთ?! მირჩევნი ასე ვიყო,მას არ აინტერესებს ჩემი გრძნობები... მისი აზრით ყველაფერში მე ვარ დამნაშავე და ჯოხი ისევ და ისევ ჩემზე ტყდება... რა ვქნა?! შემიძლია რამე?! მითხარი,გთხოვ! გამარჯობა,დღიურო ისევ და ისევ მარტოობის 1 წელი გავიდა და მე აი აქ ვარ...)) ყოველღამე ვიხსენებ იმ დროს,პარკში გრიშა ბაბუას,რომ ვაწვალებდით და ვაშინებდით... მეტროში ხალხს ვაჯავრებდით,ყველას ვაკვირდებოდით და დღის ბოლოს ვუყვებოდით მათზე ერთმანეთს... ყველაზე მეტად კახიძის ბაღში სეირნობა გვიყვარდა. ჩუმად მტრედებს მივეპარებოდით,შემდეგ ვაშინებდით და ბოლოს ჩვენს აი ამ უაზრო საქციელებზე პანიკური სიცილით ვიცინოდით... ზაფხულობით სიმინდებს ვიპარავდით. სიმინდის ფუჩეჩებიტ ვაშინებდით ერთმანეთ,თავზე დავიმაგრებდი და ასე "ვაშინებდით"ერთმანეთს... როდესაც ჩვენი განშორების დრო მოვიდოდა,იმდენს მკოცნიდა ვერ ვსუნთქავდი და ეს იმდენად დიდი ბედნიერებას მანიჭებდა,თითქოს სამყაროში მხოლოდ მე და ის ვიყავით... ახლა კი მკლავს ეს ყველაფერი,ყოველდღე ამ ფიქრებში ვიღვიძებ და ვიძინებ)) გამარჯობა,დღიურო)) საკუთარი თავი არ შემრჩენია 3 წელი გავიდა,მაგრამ არ მიღალატია არც მისთვის და არც ჩვენი სიყვარულისთვის და გპირდები,ვპირდები,რომ არ ვუღალატებ... გამარჯობა,დღიურო... აი,უკვე 5 წელიც გასულა)) მე კი 25 წლის ვარ. ალბათ გაგიჩნდება კითხვა როგორ არის... ჰაჰ,არაჩვეულებრივად მის აწ უკვე საცოლესთან ერთად)) მე როგორ ვარ?! რაავი, როგორც წინა წელს ვიყავი,ან იმის წინა წელს,ან იმის წინა წელს,მაგრამ ფაქტია ვეღარასდროს ვიქნები ისე,როგორც 16 წლის ასაკში)) გამარჯობა,დღიურო)) ზუსტად დღეს გავიდა 7 წელი. ხედავ?! არ მავიწყდება დაწყევლილი ნოემბერი და არც შენ მავიწყდები... უბრალოდ მინდა,მთელი წლის დაგროვილი დარდი და ბოღმა აი აქ,შენთან გადმოვიტანო... მას შვილი ჰყავს,ულამაზესი ბიჭუნა. მას ისეთივე ლამაზ მომავალს ვუსურვებ,როგორიც თავადაა)) იცი რა დაარქვა?! მოსე) გაბედა და მის შვილს მოსე დაარქვა,მხოლოდ მის შვილს და არა ჩვენსას... ეგოისტურად ჟღერს,მაგრამ რა ვქნა?! აქ მხოლოდ სახელი არ არის)) აქ ჩვენი შვილია,ჩემი შვილია) გამარჯობა,დღიურო)) ახლა ვიხსენებდიი იმ პერიოდს,რამდენი ხანი ვაიგნორებდი მას და უბრლაოდ სიცილით ვიგუდები. 15 წლის მე,რომელიც საშინლად უკარება იყო... ვერ ვხვდები რამ შემცვალა,რამ შეცვალა... უფრო სწორედ,ვიცი,მაგრამ არ ვიტყვი და არც საკუთარ თავს გამოვუტყდები ამაში... გამარჯობა,დღიურო)) როგორ ხარ?! მე კარგად... უნივერსიტეტი დავამთავრე და ახლა ნამდვილი პროფესიონალი ექიმი ვარ)) ის როგორ არის?! ძალიან კარგად. 3 ბიჭის მამაა)) სამივე ძალიან სიმპატიური და კარგი ბიჭები... განსაკუთრებით მოსე ჰგავს მას... მასავით ლამაზი წარბები და თვალები აქვს... გამარჯობა,დღიურო... გამარჯობა,დღიურო... გამარჯობა,დღიურო... ახლა ისევ ვზივარ,ჩემთვის და ვფიქრობ გაუჩერებლად... ვაკვირდები ბავშვებს და ვიხსენებს ჩემს განვილი 30 წლიან ცხოვრებას და ისევ 2 ნაპასს ზედიზედ ვარტყამ...)) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.