შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამწუხრებული ვარ


23-08-2018, 00:30
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 2 366

დამწუხრებული ვზივარ და ვფიქრობ:
"რა არის ჩემი გულის ფობია?!"
ჩემო გულო შენ მის სახით მითხრობ:
"ეს სიყვარული შავი ფონია."

დამწურებული ვზივარ და ვფიქრობ:
"სად არის გრძნობის ეს ისტორია?!"
შენ სიყვარულო მე ისევ მიხმობ.
მეტყვი: "გულში არს ეს ირონია."

დამწუხრებული ვზივარ და ვფიქრობ:
"რა ვქნა მე შენი ლამაზ გულისთვის?!"
შენ, ერთადერთ გულს მე მუდამ მითბობ.
მე ვდგავარ შენი გაზაფხულისთვის.

დამწუხრებული ვზივარ და ვფიქრობ:
"შენ ჩემს გულს მუდამ, მუდამ დამითრობ!
ჩემს ყველა იმედს მუდამ გამიქრობ
და შენ არასდროს მე არ დამინდობ!"

დამწუხრებული ვზივარ და ვფიქრობ:
"ჩვენ თუ ოდესმე ვიქნებით ერთად?!"
გულს გამიჩერებ და სისხლს გამიხმობ,
შენ კი იქნები ისევ ჩემს კერპად.

დამწუხრებული ვზივარ და ვფიქრობ:
"აქ ხომ არავინ შენი ტოლია."
გულს მე დარდით და ვარამით მიმკობ!
შენ ხარ ლამაზი, ნაზი თოლია.

დამწუხრებული ვზივარ და ვფიქრობ:
"რა არის ჩემი გულის ფობია?!
ჩემო გულო შენ მის სახით მითხრობ:
"ეს სიყვარული შავი ფონია..."



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

დიდ ხანია შენი ლესები აღარ წამიკითხავს

დამწუხრებული ვზივარ და ვფიქრობ:
"აქ ხომ არავინ შენი ტოლია."
გულს მე დარდით და ვარამით მიმკობ!
შენ ხარ ლამაზი, ნაზი თოლია.

 


№2  offline წევრი ნორაგამი

რიტმი დარღვეული გაქვს და "არ მოაქვს".
ეცადე ტაეპებში მარცვლების თანაბარი რაოდენობა იყოს. წარმატებები !

 


№3  offline მოდერი Giorgi Uertashvili

ნორაგამი
რიტმი დარღვეული გაქვს და "არ მოაქვს".
ეცადე ტაეპებში მარცვლების თანაბარი რაოდენობა იყოს. წარმატებები !

სადაც საჭიროა მარცვლების თანაბარი რაოდენობაა გამოყენებული და სადაც ჯვარედინი რითმაა მანდ არ არის საჭირო smile
--------------------
გ.უერთაშვილი

 


№4  offline წევრი ნორაგამი

Giorgi Uertashvili
ნორაგამი
რიტმი დარღვეული გაქვს და "არ მოაქვს".
ეცადე ტაეპებში მარცვლების თანაბარი რაოდენობა იყოს. წარმატებები !

სადაც საჭიროა მარცვლების თანაბარი რაოდენობაა გამოყენებული და სადაც ჯვარედინი რითმაა მანდ არ არის საჭირო smile


მეგობარო :) რიტმი დარღვეულია და ყურს უხეშად ხვდება მაგის გამო ლექსი, რა შუაშია ჯვარედინი და მოსაზღვრე ან ინტერვალიანი ან შიგა რითმა, რიტმი დარღვეულია. ეგრე თუ აკეთებ მაშინ 1-3 უნდა იყოს განსხვავებული რიტმის - ბოლომდე და 2-4 ასევე 1-3-სგან განსხვავებული ბოლომდე და ეს მთლიანი ლექსის რიტმს არ დაარღვევს. სცადე მაგ ლექსის დარედაქტირება და თავად ნახავ რომ ასეა. წარმატებები!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent