7 ჯადოსნობა
17 დეკემბერია, უნივერსიტეტიდან ვბრუნდები და ვფიქრობ, რომ დღეს ის დღეა როცა ნაძვისხე უნდა დავდგათ. ჩვენთან ასეა მიღებული, ბარბარობის დღესასწაულზე ნაძვისხეს ვდგამთ და ამ დღის მეკვლე ითვლება ახალი წლის მეკვლედ. სახლში მივედი, დედას ლობიანები დაეცხო, მთელ სახლში მადისაღმძვრელი სუნი ტრიალდებდა. დედამ მთხოვა მეჭამა და ნაძვისხე მომერთო. ნაძვის ხე ოთახში კარადაზე გვვაქვს ხოლმე მუყაოს დიდ ყუთში. ჩამოვიღე და მორთვა დავიწყე, მაგრამ რაღაცნაირად დღევანდელი შემთხვევა ყოველ ჩამოკიდებულ ახალ სათამაშოზე მიკაკუნებდა თავში. უნივერსიტეტიდან რომ გამოვედი დავინახე იქვე მდგარ ნაგვის ურნაში გამვლელმა ვერ შეჭმული საჭმლის ნარჩენი პარკში როგორ ჩააბრუნა და ჩააგდო. იქვე ბავშვი თამაშობდა, ძონძებში გამოწყობილი ბავშვი, ეს დაინახა თუ არა, ჯერ დაელოდა როდის გაივლიდა ის ადამიანი და ჰოპ, უცებ ჩაძვრა ურნაში და ნარჩენი ამოიღო. იცით რა მომივიდა?.. ერთი კვირის თავზე მეგობრები შევიკრიბეთ კაფეში, ჩემმა მეგობრებმა საახალწლო გეგმები დააწყეს და გუდაურში წასვლა გადაწყვიტეს. ჩვენს წინ ბავშვი იჯდა და ორივე ხელი ნამცხვრით ჰქონდა მოსვრილი, თვალი ავარიდე, გამჭირვალე შუშაში გზის იქით ურნა დავინახე, ისევ ის ბავშვი გამახსენდა და წინ დადებულ ნამცხვარზე გულის რევა დამეწყო. უცებ, ავდექი და მეგობრებს უარი ვუთხარი შემოთავაზებაზე, რადგან ძალიან დათრგუნული ვიყავი. ამის მერე უაზროდ მომინდა ტირილი, ბოდიში მოვიხადე და გარეთ გამოვედი. ჩემი ყურადღება საახალწლო ქუდში გამოწყობილმა კაცმა მიიქცია, რომელსაც ხელში სასაჩუქრე ყუთი ეჭირა და გაიძახოდა ,რომ ყუთში ახალიწელი იყო და ვისაც სურვილი ექნებოდა უფასოდ გადასცემდა; უსასყიდლო ახალწელს ჰპირდებოდა. ვიფიქრე მივიდემეთქი, მაგრამ იქნებ ვინმეს ამით წავართვა ჯადოსნობა, თუმცა ამ პატარა ყუთში როგორ შეიძლება ახალი წელი დაეტიოს მისი ჯადოსნობით, თანაც იქ დგას სადაც არავის უჭირს . კაცი დაიხარა და ერთი ყუთი აიღო, ჩემთან მოიტანა, ხელებში შემაჩეჩა და წავიდა. ოთახში შევედი, ერთი სული მქონდა გამეხსნა. სწრაფად გავხსენი, ფურცელი იდო, ერთი პატარა ფურცელი. საშინლად გავბრაზდი იმაზე თუ როგორ ტყუილ იმედებს უსახავენ ადამიანებს და წარწერა ამოვიკითხე, ,,აჩუქე ჯადოსნობა მას, ვისაც ყველზე მეტად სჭირდება. სიკეთეს მოაქვს ყველაზე დიდი ბედნიერება, შენთვისაც და მისთვისაც ვისაც შენ გულს გაუხარებ". ცოტახანი დავფიქრდი და მივხვდი რაც უნდა გამეკეთებინა ახალ წელს. ახალწლამდე დარჩენილია 7 დღე. პირველ დღეს წავედი ადგილებში სადაც ყველაზე ღატაკები ცხოვრობდნენ, ავარჩიე სახლები სადაც ბავშვები იყვნენ, სამწუხაროდ მხოლოდ 7 ოჯახი. მეორე დღეს ოჯახებს ვესტუმრე და გავიგე ვის რა ოცნება ჰქონდა... წინ კიდევ ექვსი დღე მქინდა, ამ დღეს, ვიყიდე საკვები რომელიც 7 ნაწილად უნდა გამეყო. თითოეულ ოჯახში ერთი ბავშვი იყო, ოთხი ბიჭის და სამი გოგოს უიმედო თვალები დავთვალე... მომდევნო დღეს ბავშვებს ვუყიდე ის საჩუქრები, რაზეც ოცნებობდნენ. შემდეგ მივედი ყველა ბავშვთან ინდივიდუალურად და ახალიწლის ჯადოსნურ ძალაზე ვუამბე, ვუთხარი თუ როგორი დიდი ძალა ჰქონდა ოცნებას და იმას თუ როგორი ძლიერი და წრფელი გულით ინატრებდნენ... ნაყიდი საკვები დავარიგე ოჯახებში. მხოლოდ 2 დღეღა დარჩა, ამ დღეს კი საჩუქრები ბავშვების ჩუმად მშობლებს გადავეცი, რომ როცა დაიძინებდნენ მათ საწოლებთან დაედოთ. დილა გათენდა, დღეს 31 დეკემბერია, ჯადოსნური დღე, დღე როცა ინატრებ და აგიხდება. ღამით სიზმარში ანგელოზი ვნახე, მან მითხრა: ,,7 ჯადოსნობა 7 ოცნებად აგიხდებაო“. ამის შემდეგ წლები გავიდა, გავთხოვდი და წლების განმავლობაში ბავშვი არ მიჩნდებოდა, მაშინ როცა იმედი სრულიად დაკარგული მქონდა დავფეხმძიმდი, 7 ტყუპი მეყოლა, 7 ჯადოსნურად ახდენილი ოცნება. ყველაზე დიდი ჯადოსნობა კი იმაში იყო, რომ ოთხი ბიჭი და სამი გოგო მაჩუქა ჯადოსნობამ. მჯერა ჯადოსნობის, მჯერა იმის რომ რასაც მთელი გულით ინატრებ აგიხდება.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.