ცუდი გოგო "ენემი" (თავი 8)
ავტორი მას შემდეგ რაც ვაჩემ ლილე მოიტაცა უკვე 1 კვირა გავიდა. გადაწყვიტეს 31 დეკემბერს ჯვარი დაეწერათ და წყნეთში ასულიყვნენ. *** ჯვარი უკვე დაიწერეს, უამრავი ფოტო გადაიღეს და ახლა წყნეთის გზას დაადგნენ ყველა დემეტრეს, ენემის საბას და ანასტასიას გარდა. რატომ? იმიტომ რომ საჭირო პროდუქტები იყიდონ, შემდეგ კი ისინიც ავლენ ვიბლიანებთან. დამავიწყდა მეთქვა რომ ვაჩე და ვატო ძმები არიან უბრალოდ ერთი ენემთან ატარებს უფრო მეტ დროს მეორე კი დემეტრესთან. დავუბრუნდეთ ისევ სიტუაციას. წყნეთში ოთხი მანქანით წავიდნენ. მძღოლები: ენემი, გაგა, გიორგი და სანი იყვნენ. ენემთან - დემეტრე, საბა და ანასტასია. გაგასთან- ანამარია, ალექსანდრე და ანა. გიორგისთან- ვატო , ნია და ნიკა. სანისთან- ნინი, ვაჩე და ლილე. ენემმა მანქანა გააჩერა. შემდეგ კი ბავშვებს მიმართა. -დემე , შენ და საბამ საჭმელებისთვის პროდუქტები იყიდეთ. მე და ანასტასია ტკბილეულს და საახალწლო ნივთებს ვიყიდით. და ისევ აქ შევხვდეთ. (ენემი) -კაი. იცოდეთ რაც შეიძლება მალე შეიძინეთ. (საბა) გოგონებმა თავი თანხმობის ნიშნად დაუქნიეს და თბილისი მოლში შევიდნენ. საჩუქრები ყველასთვის ნაყიდი ჰქონდათ ამიტომ პირდაპირ ნაძვის ხის საყიდლათ წავიდნენ. ბევრი იარეს და როგორც იქნა იპოვეს ზუსტად იმ სიმაღლის ნაძვისხე როგორიც უნდოდათ (2,5მ. სიმაღლის). შემდეგ კი სათამაშოებისკენ წავიდნენ, ანასტასიაც და ენემიც პატარა ბავშვებივით იყვნენ. რატომ ? იმიტომ რომ ენემისთვის ახალი წელი ეს ის დღე იყო როდესაც სულ მხიარულ ხასიათზე დგებოდა. ხოლო ანასტასიას კი ზოგადად უყვარს დღესასწაულები. გადაწყვიტეს პატარა ფიფქები და ირმები ეყიდათ ნივთებზე დასადებად. ასევე დიდი თოვლის ბაბუა იყიდეს ნაძვის ხესთან დასადებად როდესაც მორჩნენ ნაძვის ხე და თოვლის ბაბუა წყნეთში გააგზავნინეს. წყნეთში რამოდენიმე დღე რჩებოდნენ, ამიტომ გოგოებისთვისაც და ბიჭებისთვისაც იყიდეს თბილი ტანსაცმელი. და გარეთ გამოვიდნენ და ბიჭებს დაელოდნენ. ბიჭები? ბიჭები სუფრისთვის არჩევდნენ კერძებს და პროდუქტებს, დიდი დრო დასჭირდათ, მაგრამ კმაყოფილებმა დატოვეს შენობა საჭმელებითურთ. გოგონებმა რომ დაინახეს ბიჭები მიდიოდნენ მანქანიდან გადმოვიდნენ და შეათვალიერეს რამე ხომ არ დაავიწყდათ. -აბა წავედით?- იკითხა საბამ. -ხო ოღონდ ჯერ ტკბილეულზე მივიდეთ შეკვეთა მიცემულია და წამოვიღოთ - უთხრა ენემმა. -აბა როგორ ივაჭრეთ გოგონებო? - თქვა დემემ - ნაძვისხე სადაა არ უნდა გეყიდათ? -ვიყიდეთ მაგრამ დიდი იყო და სახლში გავაგზავნინეთ- უპასუხა ანასტასიამ. ენემმა მანქანა დაძრა და ტკბილეულზე წავიდნენ. შეკვეთა გამოართვეს თანხა გადაიხადეს და ვიბლიანებთან წავიდნენ. დანარჩენები რას აკეთებდნენ? დანარჩენები როდესაც სახლში შევიდნენ გადანაწილდნენ. გოგოებს სახლი უნდა მოეწესრიგებინათ და ოთახები მოემზადებინათ. ბიჭებს კი ბუხარი უნდა დაენთოთ შემდეგ კი დანარჩენებს დალოდებოდნენ. *** საქმეებს მორჩნენ. გარედან ხმაური შემოესმათ ეგონათ დანარჩენები მივიდნენ. მაგრამ, გარეთ დიდი მანქანა დახვდათ, და ვიღაც კაცი. იფიქრეს რომ მისამართი შეეშალათ ამიტომ გადაწყვიტეს გაერკვიათ ვისთან მიდიოდნენ. -უკაცრავად - დაიძახა კაცმა - ვაჩე ვიბლიანი თქვენში რომელია? -მე ვარ - უპასუხა ვაჩემ - თქვენ ვინ ბრძანდებით? -მე ქალბატონმა ენემმა გამომგზავნა. ნაძვის ხე და მისი სათამაშოები გამომატანა. -კარგი შემოიტანეთ. (ვაჩე) -დიახ ახლავე. ხელი მომიწერეთ რომ შეკვეთა მიღებულია. ვაჩემ ხელი მოაწერა შემდეგ კი ნაძვის ხე შიგნით შეიტანეს და მორთვა დაიწყეს ყველანმა ერთად. მხოლოდ ვარსკვლავი არ დაადგეს. როცა მორთვა დაასრულეს გარედან მანქანის დამუხრუჭების ხმა შემოესმათ. მიხვდნენ რომ ამჯერად მართლაც ენემი უნდა ყოფილიყო. რატომ? მხოლოდ ის ამუხრუჭებს ახლოდან. და აი ისინიც პარკებით შელაგდნენ სახლში. და ბიჭებმა გოგონები სამზარეულოში შეუშვეს. *** ნახევარ საათში კი ყველაფერი მზად იყო. სუფრაც გააწყვეს და შემოუსხდნენ. -აბა ვსვავთ ბოლომდეეე!- დაიყვირა ნიკამ. მართლაც ყველა სვავდა და ერთობოდა. უკვე მოხლოვებული იყო ახალი წელი. სულ რაღაც რამოდენიმე წუთი აკლდა 12-ს, როდესაც ყველანი გარეთ გავიდნენ. სანამ ცა ფეიერვერკებით განათდებოდა მანამ წარწერამ "გაიელვა". გაინტერესებთ? კარგით გეტყვით, წარწერა ასეთი იყო: "ცოლად გამომყვები?" და არა მარტო ერთი არამედ ხუთი ბიჭი იდგა ცალ მუხლზე ხელში ბეჭდის ყუთით. მიხვდით ხო? დიახ ისინი : სანი მეტრეველი, გაგა ყიფიანი, საბა დევდარიანი, ნიკა (ნიკუშა) მეტრეველი და დემეტრე ახვლედიანი იყვნენ. გოგოები თავიდან გაკვირვებულები იყვნენ შემდეგ ერთმანეთს გადახედეს თავები დაუქნიეს და დაიყვირეს მთელ ხმაზე "კიიიი!". შემდეგ იყო ბეჭდების გაკეთება და ბიჭების მიერ ჰაერში აფრიალებული სხეულები. შემდეგ ცა განათდა ყველამ მიულოცეს ერთმანეთს ახალი წელი . მერე? მერე იყო ყველა წყვილის ახალი წლის ღამესვე გაპარვა. სანი და ნინი - ყაზბეგში წავიდნენ, გაგა და ანამარია- რაჭაში, საბა და ანასტასია- ბათუმში, ნიკა და ნია - კიკეთში, ხოლო დემეტრე და ენემი კი სვანეთში. ყველა წყვილი ბედნიერი იყო. რათქმაუნდა ეს წელი ყველასთვის დასამახსოვრებელი იქნება რადგან ახალი წლის ღამეს ხომ ოცნებები ხდება ჰოდა, მათი ოცნებაც ახდა. და მათი ოცნებაც ახალი წლის ღამეს ახდა.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.