შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აპოკალიფსი


22-12-2020, 01:05
ავტორი goga1987
ნანახია 676

- ეს დასასრულია, მაგრამ რისი?
- იქნებ კარგის ან იქნებ ცუდის...?
- იქნებ სამყაროს არსებობის დასარულია?
- თუ ეს სამყაროს დასარულია, სადღა წავლენ ის სულები, რომლებიც დანაშაულის გამოსასყიდად მოევლინნენ ამ ქვეყანას?
- არა, ეს ვერ იქნება სამყაროს დასასრული, რადგან ჩვენ, ყოველდღე ვკლავთ ჩვენში რაღაც ახალს ან რაღაც ძველს. ვკლავთ ბუნებრივად, რადგან ისეთები აღარ ვართ, როგორებიც გუშინ, გუშინწინ და ადრე ვიყავით. აპოკალიფსი, რომელიც შიშის მომგვრელია ბევრისთვის, ზოგისთვის არაფრის მთქმელია და ზოგისთვის - დიდი სიხარულის, უნდა იყოს დასრულება იმისა, რაც ჩვენში დევს კარგიც ან ცუდიც.
- ეს როგორ?
- ნებისმიერ ვნებას, ნებისმიერ ვითარებას და ნებისმიერ დროებას აქვს თავისი დასასრული და თავისი დასაწყისი. დასასრულის გარეშე, ტანჯვა, მარადიულად გაგრძელდებოდა და დასაწყისის გარეშე, სიხარული, არასოდეს დადგებოდა.
- რატომ არის ეს ასე?
- იმიტომ, რომ ჩვენ დავაშავეთ, რადგან აქ მოვედით, დროებით სამყოფელში და თუ ჩვენ სიხარული გვინდა, უნდა მივიღოთ მწუხრებაც.
- მერე?
- მერე ის, რომ დანაშაულის გამოსასყიდად გვიწევს ბრძოლა და ამ ბრძოლაში ვირჩევთ იარაღს, რომლითან ვებრძვით საკუთარ თავში არსებულ ან ერთს ან მეორეს (ან კარგს, ან ცუდს). და თუ კარგის მხარეს ვართ, აუცილებლად დავამარცხებთ ცუდს და დადგება ცუდის აპოკალიფსი. თუ ცუდის მხარეს ვართ, აუცილებლად დავამრცხებთ კარგს, მაგრამ შანსი ისევ მოგვეცემა და ახალი ბრძოლისთვის მოვემზადებით.
- ესეიგი, ეს ცხოვრების შემადგენელი ნაწილია და გვერდს ვერ ავუვლით.
- დიახ. ამას ვერსად გავექცევით, სანამ დანაშაულს არ გამოვისყიდით და აქაურობას არ დავტოვებთ.
- დანაშაული როგორ გამოვისყიდოთ?
- ბრძოლით, მაგრამ სწორი იარაღის არჩევით და ცუდის დამარცხებით. გამარჯვება გაგვაძლიერებს და უფრო დიდი ბრძოლისთვის მოგვამზადებს. ეს იერარქიაა ცხოვრების კიბეზე დაშენებული, რომელზე ასვლაც მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული.
- როგორ ავიდეთ კიბეზე?
- მხოლოდ ცუდის დამარცხებით. შანსი იმდენჯერ მოგვეცემა, რამდენჯერაც კარგს დავამარცხებთ და სანამ ამ საფეხურის აპოკალიფსი არ დადგება, მანადე ვერ გადავალთ შემდეგ საფეხურზე და ასე გრძელდება მანამ, სანამ არ დავტოვებთ აქაურობას.
- რა აზრი აქვს კიბეზე ასვლას, თუ მაინც უნდა დავტოვოთ აქაურობა?
- აზრი დიდი აქვს - რაც უფრო მაღლა ავალთ, მით უფრო დიდებულად დავტოვებთ აქაურობას და მით უფრო დიდებულად მიგვიღებენ იქაურობაში. ასე, რომ მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, თუ როგორ აპოკალიფსს დავაყენებთ ჩვენს ცხოვრებაში დღეს, ხვალ, ზეგ ... !




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent