სიბნელე, რომელიც სინათლედ გარდაიქმნება
სიბნელის არასდროს არ უნდა შეგეშინდეს და თუ მაინც გულს არ ესიამოვნება უკუნითი მაშინ სცადე და აანთე სინათლე.ეძიე ის კუთხე კუნჭულში,ყველგან შეიძლება იყოს.სინათლე,ეს ისეთი რამაა რაც სწორ გზას,მიმართულებას, გიჩვენებს.ასე უფრო ნათლად ვხედავთ გარშემო მომხდარ მოვლენებს,იოლად აღიქვამთ მაგრამ ზოგჯერ აუცილებელია სიბნელეც შევიგრძნოთ,გამოვცადოთ.უბრალოდ ჩუმად ვიჯდეთ და დავაკვირდეთ რა იმალება მასში,რატომ არის ასეთი ბნელი,მუქი და მიუწვდომელი.თითქოს მასში არ გადის არანაირი კავშირი... ძაფი რომც გააბა ის ჩაწყდება ან კიდევ მძიმე ენერგია იმსხვერპლებს და მასზე მდგომ ფიგურას ძირს დასცემს,ჩამოაგდებს.ზოგჯერ კი სიბნელეში განმარტოება,ფიქრი სასიკეთო და სასარგებლოა.ამ დროს გონება ისვენებს,ხდება ყველანაირი ინფორმაციის გადატვირთვა,შემდეგ უკვე გაფილტვრა ბოლოს კი დახარისხება და ყველანაირი ცუდის დაცარიელება.იწყება ცივი გონებით ფიქრი.ამ დროს ფიქრობ ყველაფერზე რაც კი არსებობს შენს ახლო-მახლო,გარშემო...იცლები,საკუთარ თავთან მარტო რჩები, გამოხატავ ემოციებს ბრაზს,მწუხარებას,ხანაც კმაყოფილებას,ზოგჯერ გახარებული ხარ და რაღაც გაბედნიერებს.ყველაირ კარგსა თუ ცუდს აანალიზებ,განიცდი ახალი ძალებით ივსები,სიბნელეს თან ატან მუქ ფერებსა და ზედმეტ ნივთებსა თუ ცოცხალ ფიგურებს.ხოლო სასიკეთოს იტოვებ,რაც ნათელ გზამდე მიგიყვანს.ამასობაში ეძებ სინათლეს,გინდა შეავსო ოთახი სინათლით იყოს სრულყოფილი მაგრამ ვერა და ვერ აღწევ შედეგს.შესაძლოა იმდენად ჭკვიანი ხარ,რომ ვერ ხვდები ან პირიქით იმდენად სულელი,რომ ამას ვერც მოიფიქრებდი.ფიქრობ რამ შეიძლება გამოიწვიოს უკუნითში სინათლე.ღამეა,მზე ვერ ამოვა,მთვარე ოთახის მხარეს არ ანათებს,არანაირი ნივთი არ ქმნის ნათელ ფერს.ისევ სიცარიელეა,არ ივსება ოთახი მაგრამ გონებას ძაბავ და რაღაც გახსენდება...ასანთს დასცქერი, უჯრაში ეძებ იმას რაც გაანათებს გარემოს.ხელთ დიდი ზომის კელაპტარი გიკავია რომელსაც ცეცხლს უკიდებ და ხდება ის რაც შენც გონებრივად გაგანათლებს.ივსება და ნათდება ოთახი და ყველა ფერი ნათელი ხდება.თითქოს ამოცანის პასუხი დაუწერე,სწორ პასუხს მიაკვლიე.ამოცანა ამოხსნილია,კარიც ღია ახალი მწვერვალის დასაპყრობად და მწვანე გზის გასანათებლად.თან გამოგყვება ალით მოძრავი კელაპტარი რომელიც სიმაღლისკენ მიისწრაფის და თანდათან მეტი შუქის გასხივოსნებას ცდილობს.შენც იპოვნი იმ მანათობელ კელაპტარს რომელიც გაგაბედნიერებს,მოტივაციას მოგცემს,თავდაჯერებულს გაგხდის და მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადაგადგმევინებს.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.