ჩემი მზე
გარეთ მზეა,მაგრამ თითქოს მაინც სიბნელე სუფევს,ტემპერატურა მაღალია,მაგრამ ჩემში მაინც ყველაფერი გაყინულია.მზე მომენატრა! მისი სინათლე და სითბო მომენატრა,მაგრამ მე მზე აღარ მყავს,ის გარდაიცვალა და დამტოვა მარტო სიბნელეში და სიცივეში,არც კი შევეცოდე,ალბათ არ ვუყვარდი,მაგრამ რატომ?ეს ხომ შეუძლებელია,მას ყველა უყვარდა,მე რა დავაშავე?! ალბათ ის რომ,ზედმეტად მიყვარდა და ძალიან მშიშარა ვიყავი ეს რომ მეთქვა,ალბათ მობეზრდა და ამიტომ დამტოვა,ჩემი ბრალია,მან მომცა ბოლო შანსი გავთავისუფლებულიყავი შიშისგან და ყველაფერი მეთქვა,მან წასვლამდე კიდევ ერთხელ გაათბო სამყარო,სინათლე მოჰფინა არემარეს,მე კიდევ,ჩრდილში დავიმალე,ღირსი ვარ ამ ყველაფრის,ღირსი ვარ მთელი ცხოვრება ყინვაში ვიცხოვრო,ღირსი ვარ რომ სულ ასეთ სიბნელეში ვიყო,მაგრამ მეორე შანსი მჭირდება,მინდა რომ დროის დაბრუნება შემეძლოს,მზეში გავიდოდი,სითბოთი და სინათლით დავტკბებოდი,შიშს ჩრდილში დავტოვებდი და მე კი მზეს დავეხმარებოდი არემარეს განათებაში,სინანული სასაცილო რამაა,ყოველთვის თან დაგყვება და გიმწარებს ყოველ წამს,მის მოსაშორებლად კი ძალიან სუსტი ხარ. მე უკვე გავუშვი ჩემი შანსი ხელიდან,ახლა კი მომიწევს მის მონატრებაში და მოგონებებში ვიცხოვრო,ვიცი რომ ვერ შევძლებ და არც მინდა ჩემი მზე გაქრეს მგონებებიდან ახლა როცა მისგან აღარაფერი მაქვს დარჩენილი ეს ტკივილიც კი შვებად მეჩვენება,რადგან ვიცი რომ ეს ტკივილი მასთანაა დაკავშირებული. გარეთ მზეა,მაგრამ თითქოს მაინც სიბნელე სუფევს,ტემპერატურა მაღალია,მაგრამ ჩემში მაინც ყველაფერი გაყინულია.მზე მომენატრა! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.