მატარებელი
გვირაბში სრული სიჩუმე სუფევს. თითქოს შესანიშნავი ადგილია იმისთვის, რომ საკუთარი შემოქმედება შექმნა, დაფიქრდე ამქვეყნიურ ცხოვრებაზე, ყველანაირი აზრი გაივლო თავში - გენიალური, სულელური, სიკეთით სავსე, ბოროტებით დასვრილი, სასიყვარულო, სიძულვილით გაჟღენთილი, რეალური, არარეალური და ასე შემდეგ. თითქოს, არაფერს შეუძლია ამ იდილიის დარღვევა. ვფიქრობ, ამ სასიამოვნო სიჩუმემ უსასრულოდ უნდა გასტანოს, თუმცა უეცრად გაისმის მატარებლის ხმა, რომელიც ამაზრზენად ჟღერს და თითქოს გინდა, ვიღაცამ სმენა დაგიხშოს, ყური მოგაჭრას, დანა ჩაგარტყას, ტყვია დაგახალოს შუბლში და გული გაგიჩეროს, მაგრამ სწორედ ახლა გაგირბის ყველა და ახლა ქრებიან შენი მოძულე ადამიანები. გვირაბში შემოდის შავი მატარებელი, რომელშიც ცხოველები შეკრებილან და მხოლოდ რამდენიმე ადამიანს თუ შეამჩნევთ, ისიც შემთხვევით. ამ დაუნდობელი ცხოველების მასა ზიზღით უყურებს ყველა იმ განსხვავებულ ინდივიდს, რომელსაც უნდა, ცხოველზე მეტი იყოს. მატარებლის გამაყრუებელ ხმას ღორების გაუთავებელი ღრუტუნი ემატება, რომელსაც ვერანაირი ძალა ვერ აჩერებს. ვერ აჩერებს, მაგრამ არა იმიტომ, რომ ბევრ გაურკვეველ არსებას რამდენიმე ადამიანი ვერ მოერევა, არამედ იმიტომ, რომ ამ ადამიანებსაც აქვთ სისუსტე და ეშინიათ ამ ცხოველთა ჯგუფის. გვირაბი უსასრულოდ გრძელდება და ამ სიბნელეში როგორც კი სინათლის სუსტი სხივი გამოჩნდება, მაშინვე მის დახშობას ცდილობენ. საბოლოოდ, სინათლის სხივისკენ წასვლის მსურველ რამდენიმე ადამიანს ბეზრდება იმის ყურება თუ როგორ ცდილობს ეს გულისამრევი მასა იმ სინათლის საბოლოოდ გაქრობას, ამიტომ იწყებენ ლაპარაკს, მაგრამ რა უნდა გააგებინონ მათ?! შავ მატარებელში სიშავე მატულობს, ხოლო ცისარტყელას ფერები, რომლებიც მასში შემოვიდნენ, ფერმკრთალდებიან, ფერმკრთალდებიან, თუმცა თავიანთ სახეს საბოლოოდ არ კარგავენ. ისინი იკრებენ ძალებს, რათა მომავალში მატარებელი შავი კი არ იყოს ცისარტყელას ფერებით შეზავებული, არამედ ცისარტყელას ფერები იყოს შავი ფერის მცირე ნაწილით დამახინჯებული. გიორგი უერთაშვილი #გიჟითავისუფალია #მეტიპოზიტივი #ფილოსოფია #მატარებელი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.