შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ხარ მიზეზი


29-12-2020, 16:29
ავტორი amymonne
ნანახია 9 004

არასდროს მიყვარდა ერთფეროვანი ცხოვრება, ყოველ შემთხვევაში ფიქრებში მაინც. სულ მეგონა, რომ ძალიან ინდივიდუალური და გამორჩეული ვიყავი, ვფიქრობდი ჩემს ოჯახზე, წარმატებებზე, რომლებიც მომავალში მელოდა და ყოველთვის ვცდილობდი ხალხის მხრიდან დადებითი განწყობა მომეპოვებინა. მჯეროდა, რომ ნამდვილი ცხოვრება ზუსტად ასეთი უნდა ყოფილიყო, მოზომილი და გაწონასწორებული, ამიტომ არასდროს შემპარვია ეჭვი ჩემს მრავალფეროვნებაში. მიყვარდა, მტკიოდა, განვიცდიდი, მაგრამ ჩემთვის და არასდროს ხმამაღლა. პოპულარულიც ვიყავი და ბევრი მიცნობდა კიდეც, თუმცა იქამდე სანამ ჩემს ცხოვრებაში შენ გამოჩნდებოდი ვერც კი ვგრძნობდი რომ მარტოსული ვიყავი. ვიცი, რომ ამას კითხულობ, ნანუკა და ეს ისტორია შენზე.
17 წლის წინ, 2003 წლის 5 აპრილს ნანუკა დაიბადა, ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავი მაპოვნინა და დამანახა ვინ იყო ნამდვილი მარიამი. ღმერთს მადლობას ვუხდი ყოველ დილას, რომ მის გამო მე არცერთი წამი ლოდინი არ დამჭირვებია, რადგან 30 აპრილს, როცა დავიბადე, ნანუკა უკვე აქ იყო, გაზახფულის სასიამოვნო ჰაერს სუნთქავდა და თავისი პატარა, შავი, ციმციმა თვალებით სამყაროს შემეცნებას იწყებდა. მთელი ჩემი ბავშვობა ნანუკაა და მოგონებები, რომლებიც ერთად შევქმენით. მახსოვს მისი ბებია, წითელი, ფრიალა თმებითა და ყველაზე კეთილი თვალებით, მუდამ ფერად ჩუპა-ჩუპსს რომ მაგონებდა. მერე მახსოვს ნანუკა, თავისი ხშირი და ხუჭუჭა შავი თმებით, ვარდისფერ შლაქსის შარვალში, მუდამ რომ იღიმოდა და მის სახეზე ბედნიერების მეტს ვერაფერს დაინახავდი. კლასელები ვიყავით, მაგრამ მე მალევე გადავედი, თუმცა ახალი სკოლიდან სახლში მიმავალს ზოგჯერ მხვდებოდა ხოლმე ხან რომელ, ხან რომელ მეგობართან. ახლა რომ ვფიქრობ, პირველად ზუსტად მაშინ ვიეჭვიანე, რადგან მინდოდა ის, ვინც ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო ჩემს საუკეთესო მეგობრადვე დარჩენილიყო, სხვასთან ერთად მისი დანახვა მაღიზიანებდა. ვუღიმოდი ყველა ჩემს კლასელს, ვეხუტებოდი, მაგრამ გული მაინც მწიწკნიდა. ჰაჰა, მახოვს სულ იმას მეუბნები დაბადების დღეზე რომ დაგპატიჟე იმას გაძახოდი, რომ მაგარი მეგობრები მყავს ახალ სკოლაში, თქვენზე უკეთესებიო. ნეტავ, რატომ? ამ დრომდე ასე სერიოზულად ამ საკითხზე არ მიფიქრია, მაგრამ ახლა ვხვდები. მიყვარხარ რა. კარგი, ჰო, მართალია ახლა ისტორიას ვყვები, თუმცა რომ მიყვარხარ ამას მაინც ხშირად ჩავურთავ ხოლმე, ციმციმ :)
მჯერა, რომ ბედისწერას ჩვენ ვწერთ და არსად გრაგნილზე არ წერია, მაგრამ მწამს, რომ ადამიანები სანამ ამქვეყნად მოევლინებიან იქამდე უკვე არის მათ შორის კავშირი და ამაში შენ დამარწმუნე, ნანუკა. ყველაზე მეტად როცა გვიჭირს და გვტკივა ღმერთი მარტო მართლაც რომ არასდროს გვტოვებს, უმძიმესი დღეები რომ მქონდა ცხოვრების და არ ვიცოდი დედასთვის როგორ მეშველა ან სესილისთვის როგორ მიმეხედა, მაშინ განვაახლეთ კონტაქტი. ამიტომ მჯერა, რომ შენ ხარ ჩემი ღვთის საჩუქარი, ყველაზე ძვირფასი და ღირებული, ფასეული, არ ვიცი ეს სიტყვა "ყველაზე" ძალიან შედარებითია, მაღიზიანებს, მაგრამ არ ვიცი რა ვთქვა, 7 მილიარდ ადამიანს ხომ მირჩევნიხარ, იქამდე რამდენიც ცხოვრობდნენ იმდენსაც მირჩევნიხარ და მომავალში რამდენიც იცხოვრებენ იმათაც. ამას წინათ ვფიქრობდი და მივხვდი, რომ სიყვარული ორგვარია. ერთი, უხეშად რომ ვთქვათ ვერტიკალური, როდესაც აღმაფრენას ეწევი და უფლის სიყვარულს იზიარებ, ხოლო მეორე ჰორიზონტალური, როდესაც მეორე ადამიანში ეძებ ღმერთს. ღმერთი ხომ თავად სიყვარულია, ჩვენ კი მისი ნაწილები ვართ, ამიტომ ვეძებთ ჩვენივე ნაწილებს ერთმანეთში. ჩემი დაკარგული ნაწილი ხარ სიკეთისა, ნანუკა, რომელიც ვიპოვე და ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი, რომ ღმერთი მართლაც ჩემშია და მარტო არასდროს ვარ. აღარ არსებობს ჩემს ცხოვრებაში ტკივილი, რომელსაც მე არ გადავლახავ, რადგან შენ მე მიმღე ისეთი როგორიც ვარ და ვიცი, რომ მომავალში როგორი საშინელიც არ უნდა გავხდე, შენც ჩემთან ერთად შეიცვლები, მაგრამ შემდეგ მაგ ჭაობიდანაც ამომათრევ. მართლა აღარაფრის მეშინია ან როგორ შეიძლება რომ მეშინოდეს, როცა შენ არსებობ? ჩემთვის, როდესაც ვგრძნობ რომ ჩემ გვერდით ხარ მიუღწეველი არაფერია. ვიცი, როცა ვიტირებ შენც იტირებ, როცა ვიცინებ, შენც იცინებ და ბოლოს, ბედნიერი ვიქნები. შენი პოვნა თუ მოვახერხე, ბედნიერებას როგორ ვერ გავუსინჯავ გემოს? მიყვარხარ სულის გავლით გულამდე, უსაზღვროდ და შენი მჯერა ისე, როგორც არავისი და არაფრის. ჩემი ცხოვრების ნათელი წერტილი ხარ. ადამიანი, რომელსაც ვიცი იმქვეყნადაც არ დავუტოვებივარ, არც ამქვეყნად დამტოვებს და არც წლების შემდეგ, ზემოთ. იქაც გიპოვი, ვიცი, რადგან შენი ჩემი ადამიანი ხარ.
მადლობა, რომ სამი წლის წინ მითხარი, მარიამ ნუ ფიქრობ რას იტყვის ხალხი, ვიცი რომ ეს გადარდებს, ვიცი რომ შენ საკუთარ თავს მალავ, უბრალოდ გამოჩნდი და თუ ეს შეგიძლია აქვე, ტრასაზე ჩემთან ერთად გაწექიო. მაშინ ვიგრძენი ძალა, რომელიც ყველაფრის გაკეთების შესაძლებლობას მომცემდა და გავწექი. იმ დღიდან მე ყველაზე იღბლიანი და ბედნიერი ადამიანი ვარ, მიყვარხარ უსასრულოდ და არცერთი წამი არ მინდა უშენოდ, შენ ხარ ჩემი და ჩემი თითოეული ფიქრი ვიცი რომ შენიცაა.
დამდეგ ახალ წელს გილოცავ, ნან. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ ცხოვრებაში, მინდა რომ ეს წელი ოცნებების ახდენის, მიზნების მიღწევის იყო. შენი ბედნიერებისთვის მე აქ ვარ და სულ შენთან ვიქნები. 365 ახალი დღე, 365 ახალი შანსი გვაქვს. მიყვარხარ. შენ ხარ ჩემთვის ყველაფრის მიზეზი. ვიმოგზაურებთ, დავლევთ, ვიცეკვებთ, ათას რამეს ვიზამთ მაგრამ ჩვენ სულ ჩვენ ვიქნებით, მე და შენ, მარიამი და ნანუკა, სამუდამოდ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent