2020 წლის ბოლო სიტყვა
2020 წელიც მიიწურა.დღეს 2020ის ბოლო დღეა,ამბობდნენ მრგვალი წელია და განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი იქნება-ო.თუმცა ამ წელმა პირიქით,მსოფლიო და ადამიანები შეძრა როგორც მატერიალურად ისე ჯანმრთელობის მხრივ შეუქმნა პრობლემები,განიცადეს დიდი ზარალი,ზოგიერთმა დაკარგა საყვარელი ადამიანი,ზოგიც კი ჯანმრთელობის პრობლემებმა შეიწირა.იყო სირთულეები,განსაცდელი ამდაგვარი ე.წ ალიაქოთი მსოფლიოს საზარელმა მტერმა უხილავმა ვირუსმა შექმნა.ყველფერი შეიცვალა თითქოს გაქრა ის სიყვარული,მეგობრობა,სითბო რომელსაც ადრე განვიცდიდით.ახლა სითბო სიცივემ ჩაანაცვლა და ადამიანებს შორის სიტყვა დისტანცია ჩაეკვეხნა.გვიწევს ჩვენდა სამწუხაროდ დისტანციის დაცვა ყველასა და ყველაფრის მიმართ.ადამიანები ერთმანეთს დაშორდნენ.ვეღარ ვნახულობთ ისე ხშირად ერთმანეთს,ცხოვრებამ დაიბრუნა შავ-თეთრი ფერები... შეწყდა სწავლა,დაიკეტა სკოლები,უნივერსიტეტები,ბაღები .ჩავიკეტეთ,განვიცადეთ და ბევრი ცუდიც გამოვიარეთ.განათლების მხრივ ჩამოვრჩით სასწავლო პროგრამას,ცოცხალმა გაკვეთილებმა გადაინაცვლა ვირტუალურ სამყაროში და ყველაფერს სახელად ``ონლაინი`` მიენიჭა. რომელმაც თავიდან ჩვენში დიდი გაურკვევლობა გამოიწვია თუმცა საბოლოოოდ ადამიანი ყველაფერს ეჩვევა ხოლმე.ვისურვებდი,რომ ამ მხრივ ყველაფერი დალაგდეს,დავუბრუნდეთ იმ ცხოვრებას რომელსაც არ ვაფასებდით და ახლა ხშირად ვფიქრობთ ეჰ,ნეტავი ის დრო დაბრუნდებოდეს...შეზღუდულები ვართ,აღარ გვაქვს ის თავისუფლება ეს კი უხილავმა მტერმა გამოიწვია რომელიც ადამიანს ერჩის და კაცობრიობას ასე გვანერვიულებს.თუმცა ადრე თუ გვიან ყველაფერს აქვს დასასრული და ესეც მალე დასრულდება დაე 2020 მა თან წაიღოს ყველაფერი ცუდი და არასასიამოვნო.ვისურვებდი რომ 2021 წელი ენერგიული,ძლირი და წარმატებული ყოფილიყოს ყველასათვის.გვქონდეს იმედი,რწმენა ეს ძალიან გვჭირდება დღევანდელ საუკუნეში გვჯეროდეს იმის,რომ მოვა უკეთესი დღეები და ცუდი წარსულს ჩაბარდება.დაისახეთ მიზნები,ჩაიფიქრეთ სურვილები...პატარაობიდანვე ახალი წელი ჩემთვის დიდი დღესასწაულია.ყოველ წელს ამ დღეს სულმოუთქმელად ველოდები ხოლმე იმ იმედით,რომ რაღაც ძალიან კარგი მოხდება ის რაც გამაბედნიერებს და სიხარულს მომანიჭებს და მთავარი მაინც მშვიდობა და ჯანმრთელობაა.იმდენად ძლიერნი ვართ,რომ ამ გამოწვევასაც გავუძელით,ეს გამოცდაც ჩავაბარეთ.ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე,რომ ალბათ ესეც საჭირო იყო მომხდარიყო რათა ბევრი რამ გაგვეანალიზებინა,რამე გვესწავლა,მივხვედრილიყავით ცხოვრების მთავარ მიზანს.ცუდშიც უნდა ვეძიოთ დადებითი თუნდაც ის რომ სიცოცხლე ძვირფასია და ყოველი წამი უნდა დავაფასოთ.აუცილებლად უნდა გავუფრთხილდეთ და არასდროს არ უნდა დავაყენოთ საფრთხის ქვეშ.ჩვენ გამოგვცადეს ამას როგორ და რანაირად გადავიტანდით,რას მოვიმოქმედებდით და როგორ შევხვდებოდით.ამ ვირუსმა ბევრი რამ გვასწავლა,სხვა თვალით დაგვანახა სამყარო.ჩემთვის 2020 ამ მხრივ დიდი შიში იყო.დაძაბულობა,თავიდან გამოუცდელად ხვდები ამა თუ იმ მოვლენას რომლის შესახებაც არ ფლობ ინფორმაციას.შემდეგ იყო ინლაინზე გადასული მომუშავე ადამიანები,იყო ცუდიც მაგრამ არასწორი ვიქნები თუ კარგსაც არ ვახსენებ.ბევრი ახალი რამ ვისწავლე,ჩემ თავს რა პირობაც მივეცი ის ავასრულე.უფრო გავძლიერდი.ფაქტიურად საკუთარი თავი ისე გავზარდე,რომ ვერც კი ვცნობ და რა თქმა უნდა ახლაც განვითარების გზას მივყვები.იყო დასამახსოვრებელი დღეები,ღიმილიანი სახე,სიყვარულით და სიკეთით სავსე ადამიანები ირგვლივ.ვისწავლე ტყუილ-მართალის გარჩევა,თავიდან მოვიცილე მატყუარა ნიღბით შემოსილი ადამიანები.ჩემს სამყაროში ოცნების კოშკებს ჩემი შრომითვე ვაგებ.უკვე მაქვს დადებული რამდენიმე აგური,იმედი მაქვს მომავალი უკეთესი იქნება.მეტი შესაძლებლობები მექნება და მეც სწორად გამოვიყენებ ამ შანსებს.ბევრმა გამიცნო,გაიცნო ჩემი ჰობი,ბლოგი,უნარ-ჩვევები,თუნდაც ჩემი ჩანაწერები გაზეთის ძველ ფურცლებს,რომ ამშვენებდა.მინდოდა ბოლო 2020ის სიკეთის გაკეთება,უცხო ადამიანების გულის გახარება და მემგონი გამომივიდა...მათ ვაჩუქე ჩემი ხელით დაწერილი თავიანთი სულიერი სამყარო და ცხოვრება სადაც საკუთარ თავს იპოვნიან და ბედნერებას მოიძიებენ.თქვენც მოგილოცავთ დამდეგს,ხვავი ბარაქა,სიყვარული,სიკეთე და ყველაფერი საუკეთესო გქონოდეთ.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.