ისტორია-ჩანახატი
ბიჭი კაფის ფანჯარასთან ყველაზე ახლოს მდებარე მაგიდასთან ზის. დიდი ჭიქით ყავას მიირთმევს, ხელში გაურკვეველი წიგნი უჭირავს და მთელი გულისყურით კითხულობს. იქვე, შორიახლოს გოგონა ზის. გარედან ისე ჩანს თითქოს ერთმანეთს ვერ ამჩნევენ, თუმცა რა იციან მათ შორის გაჩაღებულ გრძნობათა ქარიშხალზე. ერთმანეთთან შეხვედრის დროს მგონი ორივე საშინლად იბნევა, მაგრამ ცდილობენ არ შეიმჩნიონ. ზოგჯერ გამოსდით, ზოგჯერ არა. მათ შორის ლაკონური საუბრებია. გოგონას გული უწევს, უნდა ბიჭი უკეთ გაიცნოს. ჯანდაბა! გარემო პირობები საშინლად ხელისშემშლელია მისთვის. იმედს მაინც არ კარგავს, იცის მისი დროც მოვა, ოდესღაც... ბიჭი მალულად თითქოს ცდილობს გოგო ოდნავ აეჭვიანოს. კაფეში სხვა გოგონასთან ერთად გამოჩნდება ხოლმე. ეს მაშინ ხდება თუ შემთხვევით გოგონა სხვა ბიჭთან დაინახა. გოგონა კიდევ ერთობა შექმნილი სიტუაციით (სხვის დასანახად ეს, თორემ თვითონაც იცის რომ...) რაღაც პერიოდი შეხვედრები იკლებს და მსუბუქ ფლირტსაც მუღამი ეკარგება. ბიჭი იშვიათად ჩნდება კაფის ტერიტორიაზე, რაღაც გარდატეხა მოხდა ბიჭში და გოგონას უფრო დაუახლოვდა თითქოს. შეხვედრები უფრო თამამი გახდა. დიალოგები კი ისევ არაა, მხოლოდ ლაკონური მოკითხვები. გოგონა ადრე არასდროს დაკვირვებია ბიჭის ქცევებს, ახლა კი აანალიზებს და იმ დასკვნამდე მივიდა; გულგრილი სულაც არაა ბიჭი გოგონასადმი. გოგონაც რაღაცნაირად ფიქრობს, თავში ათასნაირი აზრი უტრიალებს. მ ა გ რ ა მ ეს სიტყვა მის გულს დანასავით სერავს. იცის ერთი რაღაც და ამას ვერასდროს გაექცევა. და ერთხელაც, დღისით გოგონა ისევ ესტუმრა კაფეს და სასწაული მოხდა. ბიჭიც გამოჩნდა. გოგონას ახლა ხელისშემშლელი არაფერი აქვს. იკრებს ძალას და ბიჭთან მიდის. -გამარჯობა, შეიძლება შენთან დავჯდე? -კი -იმედია ხელს არ შეგიშლი -არა "ნეტავ ასე მოკლე პასუხებს რატომ მცემს?" იფიქრა გოგონამ. ირგვლივ სიჩუმე ჩამოწვა. მათ გარშემო თითქოს სამყაროც დადუმდა. არცერთი იღებს ხმას და აი გოგონამ გადაწყვეტილება მიიღო. ასადგომად მოემზადა. ადგა კიდეც და ნაბიჯი ვერ გადადგა. რაღაცამ აიძულა უკან წაბორძიკებულიყო. მარჯვენა ხელუს მაჯაზე მისი ხელი იგრძნო. ჯერ ხელს დახედა და შემდეგ ნელ-ნელა, მორიდებულად ჩახედა თვალებში და იმ წამსვე ინანა თავისი საქციელი. -არ წახვიდე, დარჩი გოგონა სიტყვებმა გააქვავა. გაახსენდა ის ავბედითი სიტყვა "მ ა გ რ ა მ"! ნეტავ წაშლილიყო, დამწვარიყო, ოღონდ არ ეარსება, არ შექმნილიყო, რომ არასდროს ეთქვა ბიჭისთვის ეს სიტყვა -გამიშვი, გთხოვ. ცდილობდა ცივად ესაუბრა, რამდენად გამოსდიოდა არავინ იცოდა. -ვერ გივიწყებ იცი? რა არ ვცადე. არ გამომდის. მეც ველოდი ამ მომენტს. ვგრძნობდი, ვიცოდი, მე თუ არა, შენ მოხვიდოდი და ასე წინ დამიჯდებოდი. ამისრულდა ფიქრები და რის ხარჯზე? ხმა ვერ ამოვიღე იქამდე სანამ შენ წასვლა არ გადაწყვიტე. ასე მარტივად ვეღარ გაგიშვებ! შემიყვარდი -რაა? გოგონა გაოცებულ გაქვავებულ ქანდაკებას დაემსგავსა. ეს რა ესმის მის ყურებს. მოეჩვენა თუ მართლა თქვა ბიჭმა სიტყვა "შემიყვარდი"-ო? არა, არა, ამას ვერ გაამეორებინებს. -მიყვარხარ და ვერ გაგიშვებ! -არა, არა, არა, არა! ყურებზე ხელი აიფარა გოგონამ. არადა ყოველ ღამე დაძინებამდე ამას ნატრობდა, მასაც აუსრულდა ოცნება დიდიხნის. -ეს ძალიან დიდი შეცდომაა. ყვირის ბოლო ხმაზე გოგონა და ინერციით ხელგაშლილი ბიჭისკენ მირბის. მათი სხეულები ერთიანდება. ძალისგან ძვლები ტკაცანს იწყებს. სუნთქვა ძნელდება. თვალები ცრემლებად იღვრება. პირველად, და უკანასკნელად! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.