შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამარხული ბედნიერება...


16-04-2017, 01:02
ნანახია 1 988

უჩვეულოდ სევდიანი იყო ირგვლივ გარემო, თითქოს ბუნებაც გრძნობდა გოგონას ტკივილს და თავისებურად თანაუგრძნობდა... ცა გაშავებულიყო და უცნაურად ბობოქრობდა ზღვა... გოგონა კი იჯდა დარდით და ტკივილით დაპატარავებული სანაპიროზე და ცდილობდა აბობოქრებული ზღვისთვის გაეტანებინა აუტანელი შეგრძნებები...
კოკისპირულად წვიმდა... თითქოს ცა უერთდებოდა ზღვის ბორგვას...
გოგონა ტიროდა...
სანაპიროზე მის მიერ დაფლულ ბედნიერებას დასტიროდა...
სურდა საბოლოოოდ ამოეგლიჯა გული და ჯანდაბაში მოესროლა...
უნდოდა ეს აუტანელი ტკივილი როგორმე ჩაეხშო მასში და გაექარწ....ბინა...
ტიროდა...
ბუნების წიაღში თავშეფარებული გრძნობებს გასაქანს აძლევდა...
ამდენი ხნის ნაგროვები ბოღმა ერთიანად მოსწოლოდა და ცდილობდა გარეთ გამოღწევას...
მხოლოდ ტკივილი და სიბნელე იყო ირგვლივ...
საშინელი განცდა უსუსურობისა და უფუნქციობის...
წვიმდა... კოკისპირულად წვიმდა...
გოგონა გასცქეროდა უსასრულო ჰორიზონტს და ტკივილისაგან იკლაკნებოდა...
უცებ იგრძნო ვიღაცის მზრუნველი ხელი მხარზე და შეკრთთა...
ისევ მარტოობა დაუბრუნდა მას..
მიუახლოვდა, მაგრად ჩაეხუტა და ცრემლები ნაზად მოწმინდა...
და ასე მოყოლებული იმ დღიდან მარტოობას აღარასოდეს აღარ მიუტოვებია გოგონა...
იმ დღის შემდეგ ისინი ერთად მიიკვლევენ გზას, როგორც ერთი მთლიანი...
გოგონას ზოგჯერ ახსენდება დამარხული ბედნიერება და მიდის სანაპიროზე...
მიდის და ტირის უსასრულოდ...
ზღვა გრძნობს გოგონას ტკივილს და ისიც ისევ ისე ბორგვას იწყებს მოუსვენრად... თითქოს ახსენებს რომ იცის, იცის ყველაფერი და იზიარებს ტკივილს...
ზოგჯერ ცაც უერთდება მათ გლოვას... წვიმის წვეთებით ეფერება გოგონას და ამხნევებს...
შემდეგ მოდის მარტოობა და ღრმად გულში იკრავს...



№1  offline აქტიური მკითხველი La Llorona

"უცებ იგრძნო ვიღაცის მზრუნველი ხელი მხარზე და შეკრთთა...
ისევ მარტოობა დაუბრუნდა მას..."

"შემდეგ მოდის მარტოობა და ღრმად გულში იკრავს..."

ეს ორი წინადადება, ფრაზა გულში ჩამწვდა. ყოჩაღ, კარგი იყო
--------------------
M.D

 


№2  offline მოდერი bla.ell

"საშინელი განცდა უსუსურობისა და უფუნქციობის..." საშინელი გრძნობაა...როგროც ჩანს შენც გაქვს ეს გრძნობა...მაგარი გოგო ხარ ბრავო ძალიან კარგი ჩანახატი იყო საყვარელოheart_eyes

 


№3  offline აქტიური მკითხველი ონლაინ გოგონა

La Llorona
"უცებ იგრძნო ვიღაცის მზრუნველი ხელი მხარზე და შეკრთთა...
ისევ მარტოობა დაუბრუნდა მას..."

"შემდეგ მოდის მარტოობა და ღრმად გულში იკრავს..."

ეს ორი წინადადება, ფრაზა გულში ჩამწვდა. ყოჩაღ, კარგი იყო

მადლობააა kissing_heart

bla.ell
"საშინელი განცდა უსუსურობისა და უფუნქციობის..." საშინელი გრძნობაა...როგროც ჩანს შენც გაქვს ეს გრძნობა...მაგარი გოგო ხარ ბრავო ძალიან კარგი ჩანახატი იყო საყვარელოheart_eyes

სამწუხაროდ კი... მადლობა ჩემო ტკბილო kissing_heart

 


№4  offline წევრი L LI

მიყვარს შენი ჩანახატები და ლექსები. ემოციურია და ახლოსაა ჩემთან...

 


№5  offline აქტიური მკითხველი ონლაინ გოგონა

L LI
მიყვარს შენი ჩანახატები და ლექსები. ემოციურია და ახლოსაა ჩემთან...

მადლობა საყვარელო kissing_heart მეც სულ ვკითხულობ შენს ჩანახატებს და ძალიან მომწონს kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent