შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შობის ღამე


7-01-2021, 12:45
ავტორი სალისალომე
ნანახია 914

ყველა ის დღესასწაული მიყვარს რომელიც მადლით არის სავსე და რაღაც კარგს,სასწაულს უნდა ველოდოთ.ერთ-ერთი ასეთი კი შობაა.ნუთუ სასწაული არაა,როცა ყველა მეორე ადამიანი სარკმელთან სანთელს ანთებს და მთვარიან ღამეს ნათელს ჰფენს,ირგვლივ ყველაფერი ნათლდება.კაშკაშდება ფანჯრები და თან ისეთი ლამაზი სანახაობაა,რაღაც არაამქვეყნიურად ლამაზი.ზეციდან ანგელოზთა შეკრებაა,სადაც აღნიშანვენ შობის დადგომას,ზარები ისმის,ეს კი იმის მანიშნებელია,რომ ახალი სიხარული ეწვია სამყაროს,ახალი სიცოცხლე დაიბადა რომლის დაბადებამაც დიდი სასწაული მოახდინა და ადამიანების გულები გაათბო. მაცხოვარი იშვა,იესო დაიბადა და ქვეყნიერებას მოევლინა.იმხელა ძალა აქვს ამ დღესასწაულს,ადამიანთა რწმენას,თითოეულ ოჯახში გულით დანთებულ სანთელს.ის დღეა როცა ანგელოზთა საყვირის ხმა ისმის,სიწმინდის ხმა კი ყველას გულამდე მიდის.და ასეთ დღესასწაულებზე ის ადამიანები მახსენდებიან რომლებთაც სულიერად ისე მატერიალურად უჭირთ,რაღაც სტკივათ,ზოგიც უბედურია მინდა,რომ ყველამ გაიხაროს და ყველანაირი ტკივილი უკან,წარსულში დარჩეს.გუშინდელი შობის ღამე რაღაც სასწაულებრივი სინათლის მომტანი იყო,დადგა თუ არა თორმეტი საათი სახე გამინათდა,ბედნიერებით ავივსე მივედი სარკმელთან და სანთელი ავანთე.გულმა რაღაცნაირად მღევლარება იგრძნო რომელიც დიდ სიხარულთან იყო კავშირში.ყველა ოჯახი,ვინც სანთელს ანთებს ღამით სტუმარი ჰყავთ,ღვთისმშობელი სტუმრობს ყველაჩვენთაგანის ოჯახს,გვეწვევა შობის ღამეს თან მოაქვს ის სიწმინდე,სინათლე და დიადი მადლი რომელიც სულში აქვს.გუშინდელ ცას სხვა სინათლე ჰქონდა,თითქოს სამყარომ უკან მოიტოვა პანდემია,ყველანაირი გასაჭირი და ჩვენც,ადამიანები შევუერთდით ამ დიდ დღესასწაულს...ყველანი გავნათლდით,ნათელნი გავხდით,სულის განწმენდვა მოხდა და უხილავი სასწაული რომელიც თვით ღვთისმშობელმა ოჯახებში სტუმრობით მოახდინა...

გილოცავთ შობას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent