შობის ღამე
ვიცი,დიდს შევეჭიდე, შობაზე ლექსის წერა მოვინდომე. თუმცა ეს ლექსი მთლიანად ჩემი გულიდან მოდის. იცით , როგორ მიყვარს შობის დღესასწაული. ყველაზე დადებითი და სიკეთით აღსავსეა, მხოლოდ სითბოსა და სიყვარულთან რომ ასორდება. გილოცავთ მეგობრებო ქრისტესშობას. *** ამ ღამეს ყოველთვის იღვიძებს ჩემში რწმენა, ემოციები მოაწვებიან ხოლმე გულს, ცრემლები მომდის ნაკადულივით, უფალო, შენთან მოახლოება მსურს. შობის ღამეა, წმინდათწმინდა და სანატრელი, ქათქათა თოვლი ათეისტსაც კი აატირებს, ისიც კი იგრძნობს შენს დიდებას, ღმერთო მაღალო, და ვიცი, რომ ურწმუნოებას,ამის გამო მას აპატიებ. სწორედ ამ ღამეს მოევლინე შენ ამ ქვეყანას, იმედი მოგვეც და გვიჩვენე სასუფევლის გზა დადიოდი და ქადაგებდი ღვთიურ სიყვარულს თაყვანი გცეს, ამიტომაც დაგიყარეს ფერხთით ბზა. შობის ღამე აკვესებს ცეცხლს ადამიანთ გულებში, იმედს გვისახავს გადარჩენისა, ხელაპყრობილი , სანთლით ხელში გევედრებიან, სულის სიმტკიცეს და საშუალებას აღმაფრენისა. თითქოს ეს ღამე ადამიანთ აკეთილშობილებთ, სიხარულია ერთი წამითაც მათ სახეებს ღიმილი რომ ეფინება მარტო ამისთვის ღირდა უფალო, რომ დედამიწაზე დაგედგა ფეხი, სინანულის ცრემლები მიფარავს ღაწვებს, შენს სიდიადეზე რომ მეფიქრება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.