შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაკარგული სულები

8-01-2021, 07:37
ნანახია 858

გარდაიცვალნენ. ერთმანეთი მთელი არსებით უყვარდათ და ახლაც უყვართ, მაგრამ მათ ერთმანეთი დაკარგეს. არ იციან სად აღმოჩნდნენ, თუმცა ხვდებიან, რადგან აბსტრაქტულ რეალობაში იმყოფებიან. იმედიანად აგრძელებენ ფარფატს სიურრეალისტურ სამყაროში, რომ მალე ერთმანეთს გადააწყდებიან და სამარადჟამოდ ჩაჰკიდებენ ხელს და აღარასოდეს დაშორდებიან. ესაა მათი მიზანი, სხვა აღარაფერი დარჩენიათ.
ნუთუ ესაა ჯოჯოხეთი, სულის ტანჯვა, და არა დაღრეჯილი, მახინჯი არსებებით სავსე კუპრი, რომელშიც უნდა  მოხარშულიყვნენ სამარადისოდ. ალბათ, დაკარგული სულების ტანჯვა ბევრად უარესია. უსასრულო დარდი, მონატრება, სასოწარკვეთა, უსუსურობა. ვერ წარმოუდგენიათ, რა შეიძლება იყოს ამაზე მტანჯველი. ვინ იცის, შესაძლოა, სხვადასხვა განზომილებაში ამოყეს თავი. იმასაც ვერ ხვდებიან, როგორ მოძებნონ ერთმანეთი ამდენ დაკარგულ სულში. ყველა უტყვ გოდებას მოჰყოლია ირგვლივ, ვერავის ვერ უპოვია საყვარელი სული, ყველა უგზო-უკვლოა და ყველაზე სასტიკი ისაა, რომ მათი ხმა არ ისმის, მეწამული წყვდიადი და სრული სიჩუმეა.
რატომ აღმოჩნდნენ პირდაპირ ჯოჯოხეთში, რატომ არ მიეცათ გამომშვიდობების შანსი, რატომ და რისთვის ხდება ყოველივე ეს, რა საჭიროა. მთელი ეს წყვდიადი სავსეა ბრაზით, ზიზღით, სინანულით, შიშით... არავის ძალუძს გაქცევა, ზოგი ლოცულობს კიდეც, ლოცულობენ, რომ იხილონ სინათლის წერტილი, გზა, დაკარგული მეორე ნახევარი ან შვილი ან მშობლები. დასასრული არაფერს არ უჩანს და დრო, დრო თითქოს დაიფერფლა. მხოლოდ უსასრული ტანჯვა და მოლოდინი.

№1  offline წევრი onezashvili

ტანში ჟრუანტელმა დამიარა ^_^ პატარა,მაგრამ ძალიან ბევრისმთქმელი იყო მომეწონა !! :)

onezashvili
ტანში ჟრუანტელმა დამიარა ^_^ პატარა,მაგრამ ძალიან ბევრისმთქმელი იყო მომეწონა !! :)

დიდი მადლობა შეფასებისთვის!♡

№3  offline მოდერი guroo

რითმის დაჭერაც კი შეიძლება, ისეთი გემრიელობაა❤️
მომეწონა. მცირე ტექსტისთვის არაბუნებრივად ფართო მრავალფეროვნება იგრძნობა სიტყვებით თამაშისას და ყველაზე მეტად ამან მომხიბლა.
ჯოჯოხეთი, როგორც დაკარგული სულების ტანჯვა, საინტერესო დეფინაციად მეჩვენა. შთამაგონებელიც კი იყო. იმიტომ, რომ ჩემმა ფიქრებმა გაიღვიძეს და ისევ ბუზებივით შემოეხვივნენ რომელიღაც აზრს, ან თუ გნებავს - იდეას. თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა იქთქვას, რომ შენი იდეები “რომელიღაცა” არ არის. პირიქით. კონკრეტული, გააზრებული, ლამაზად შეფუთული და ღრმა სევდის გამომთქმელია.

guroo

გმადლობთ, ვრცელი შეფასებისთვის! სწორედ გამოიცანით, "რომელიღაცა" არ არის. მიხარია, თუ შთამაგონებელი გამოდგა თქვენთვის..♡

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent