შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომაკვდავი სიყვარული


2-06-2018, 15:49
ავტორი blue chamomile
ნანახია 1 392

გავნადგურდი, გეფიცებით გავნადგურდი. სული მეწვის, ხორცი მტკივა, შინაგანად ვინგრევი. მომენატრე იციი? რასაარ მივცემდი ერთხელ კიდევ, რომ მენახე. მერე ალბათ აღარასდროს გაგიშვებდი და ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა.  უსასრულო სიყვარული. სიყვარული სადაც მედა შენ ხელჩაკიდებულნი ვდგევართ უკიდეგანო, სიცარიელით სავსე სივრცეში და ამ სიცარიელეში ჩვენ  ვავსებთ ერთმანეთს,  ჰო, გვყოფნის ერთმანეთი, სხვა არავინ.
ტელეფონზე ზარია:
რა იქნებოდა არ გამეგო ეს ხმა? იმაზე ადრე გარდავცვლილიყავი ვიდრე შენ, რადგან რაც ახლა მემართება სიკვდილზე უარესია. ჰო სიკვდილზე და არა გარდაცვალებაზე. უხეშ სიკვდილზე, ნაზ სულს, რომ უხეშად მიათრევს სადღაც ჯანდაბაში. მჭამს ის ფიქრები რომელიც ყოველ წამს მიტრიალებს გონებაში. ფიქრები,რომ ხვალ თვალს გავახელ და შენ ჩემთან არ იქნები, ვეღარც ვიეჭვიანებ რადგან ზუსტად მეცოდინება სადაც ხარ. ნეტავ იქ როგორია? როგორ შეძლებ ,,არსებობას" ჩემს გარეშე? ან შეძლებ კი?  ვეღარც ვტირი რადგან ცრემლებით ვერ შევურაცხყოფ იმას რაც ახლა მემართება და მაინც, რამდენი ადამიანი იქნებოდა ბედნიერი ფიქრების ფურცლებზე გადმოტანა, მეხსიერებიდან ამორეცხვა და მათი განადგურება რომ შეგვეძლოს, მაშინ ცხორება გაცილებით მარტივი იქნებოდა, როდესაც სიო ფერფლის სახით წაიღებდა ჩვენს დარდს და გაგვანთავისუფლებდა ტკივილისგან რომელიც სულის გავლით გულს სწვდება და მტაცებელივით დაუნდობლად გლეჯს მას. ეს მონატრება შენ, რომ დამიტოვე ბოლოს მომიღებს და შეგხვდები იქ, იმ უკიდეგანო სივრცეში სადაც ისევ გვეყვარება  ერთმანეთი, როგორც აქ, ამ დამპალ სამყაროში. ამ მუქ სამყაროში შენ იყავი ერთადერთი სხივი და შენც გაქრი, ხელიდან გამომგლიჯა სიკვდილმა შენი თავი და მიგისაკუთრა. მხოლოდ იმით ვცოცხლობ დღემდე,რომ ოდესმე ისევ გნახავ ოღონდ არა აქ, არამედ იქ იმ ფერად სამყაროში სადაც სიკვდილი ვერ იმარჯვებს სიყვარულზე.


(ვიცი, შეცდომებითაა გატენილი. უბრალოდ პირველი ჩანახატია,საცდელია და ველი შეფასებებს)




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent