შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოთხი ბორბალი (ჩანახატი)


10-01-2021, 12:18
ავტორი ეკე
ნანახია 885

ყველაფერი ერთი დიდი ქალაქის პატარა ქუჩიდან დაიწყო, სადაც მილიონობით თვალიდან ერთ-ერთი მის მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩა. ეს ქალაქი ნამდვილად განსხვავდებოდა სხვებისგან, უძველესი ადგილი ნელ ნელა ვითარდებოდა, იმატებდა სხვა ადგილებს და აგროვებდა მოგონებებს, ზრდიდა პატარებს, გასცემდა უამრავ სიკეთეს. გადიოდა დღეები, თვეები, წლები და საუკუნეები, ქალაქი კი დინჯად მიყვებოდა დროს. მასაც ძალიან უყვარდა თავისი ქალაქი. მოწონდა ხალხის ყურება თავისი დიდი ფანჯრიდან, ზოგი სადღაცას მიიჩქაროდა, ზოგი ვინმეს ან რამეს ელოდა, ზოგიც უბრალოდ სეირნობდა. მისთვის სულ ერთი იყო, უბრალოდ იჯდა საათების განმავლობაში და აკვირდებოდა ხალხს, სანამ ის საბედისწერო მომენტი არ დადგა რომელმაც მისი ცხოვრება თითქმის მთლიანად შეცვალა.

..როგორც ყოველთვის ფანჯრიდან იყურებოდა, წვიმდა-შემოდგომის ქარი ქროდა, ეს მისი საყვარელი ამინდი იყო, რასაც ვერ ვიტყვით გამვლელებზე, ზოგი მათგანი წვიმას გაურბოდა, ზოგიც ცდილობდა ქოლგა თავთან მაქსიმალურად ახლოს დაეჭირა. თუმცა მისი თვალები წამიერად გაფარდოვდა და გაბრწყინდა, როდესაც ქუჩის ბოლოდან მომავალი გოგონა დაინახა. თაფლისფერი თვალები ჰქონდა, ჭორფლები მთელ სახეზე ჰქონდა გაბნეული, ქარი მის წითურ თმას ჰაერში აფრიალებდა, თითქოს არ აინტერესებდა, რომ წვიმდა, ის კიარა თითქოს უხაროდა კიდეც. ის კი ფანჯარასთან იყო გაშეშებული, აღარ აინტერესებდა აღარაფერი. მის თვალებში სამუდამოდ აღიბეჭდა ის დაახლოებით ოცდაათი წამი, როდესაც მისი გული სრულიად ახალი და უცხო გრძნობით აივსო.

მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს. ფიქრობდა. ფიქრობდა, თუ რა იქნებოდა იმ მომენტში რაიმეს გაკეთება რომ შეძლებოდა. წამიერად წამოხტებოდა ეტლიდან, ჩაირბენდა საფეხურებს, სირბილით გავარდებოდა გარეთ და...

გათენდა.

ყველა დღე ერთნაირია. მისთვის ყველა დღე ერთნაირია, არ აქვს მნიშვნელობა მზეა, მთვარე, დღე თუ ღამე.
-2016



№1  offline წევრი EllaTriss

განსხვავებულია. რაღაც მომენტში ვიფიქრე, რომ ისტორია იყო და გაგრძელება ექნებოდა, თუმცა..
მომეწონა. რაღაც მომენტში, ცრემლიც კი მომადგა. წარმატებები!

 


№2  offline წევრი ეკე

EllaTriss
განსხვავებულია. რაღაც მომენტში ვიფიქრე, რომ ისტორია იყო და გაგრძელება ექნებოდა, თუმცა..
მომეწონა. რაღაც მომენტში, ცრემლიც კი მომადგა. წარმატებები!

ძალიან დიდი მადლობა <3

 


№3 სტუმარი ანო⭐️

ვამაყობ!⭐️

 


№4  offline წევრი ეკე

ანო⭐️
ვამაყობ!⭐️

❤️⭐

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent