შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გოგონა თეთრი კაბით


13-01-2021, 15:56
ნანახია 948

  საშუალო სიმაღლის, წითური გოგონა მეცხრე სართულიდან გადმოხტა, უნდა გენახათ, ხელებ გაშლილი როგორ მოფრინავდა მისი სხეული, თეთრი გვირილებით მოქარგული კაბა ეცვა და ჰაერში ფრიალებდა, მე კი ვუყურებდი როგორ იღიმოდა მაშინც კი როცა იცოდა რომ მალე სიკვდილს მიაბარებდა მის სულს.
    ვერ მოვასწარი მისი დაჭერა, ჰაერში ჩემი ხელი გაქვავდა, მანამ სანამ გადახტებოდა მითხრა-მე შენ მიყვარხარ-უეცრად ცრემლები წამსკდა, მის სახელს ხმამაღლა და გარკვევით ვყვიროდი, ვერ დაიჯერებთ ის ისეთი ლამაზი იყო მაშინაც კი როცა მიწაზე დაეცა, ვუყურებდი, ვუყურებდი და სხეული საშინლად მეწვოდა, გული ძალიან ჩქარა მიცემდა.
      ვერ მოვასწარი, მისი გადარჩენა ვერ მოვასწარი, არადა შემეძლო გადამერჩინა და ახლა ჩემთან ყოფილიყო, კიბები სწრაფად ჩავირბინე, გარეთ გიჟივით გავვარდი და ხალხში მისკენ გზა გავიკვლიე, ის მიწაზე იწვა, ისევ იღიმოდა, ცრემლებს კვალი მის სახეზე მკაფიოდ დაეტოვებბინათ, მის სახეს ჩემი ყინულივით ხელები შევახე და ვუყურებდი, ვუყურებდი მის შავ თვალებს რომლებიც ტკივილისგან დატანჯულიყო, სიცარიელე ვიგრძენი, ვიგრძენი როგორი მარტო ვიყავი უამრავ ხალხში.
      უეცრად ყველა და ყველაფერი გაქრა, მხოლოდ მე და ლილე დავრჩით,  მან მისი ხელი სახეზე მომკიდა, ვგრძნობდი მის თბილ სხეულს, ისევ გამიღიმა, ტუჩები ყურთან ახლოს მოიტანა და ჩამჩურჩულა "არასდროს მიცე თავს უფლება დამივიწყოს" ჩემი სახიდან ხელი უეცრად მიწაზე დაეცა და სახეზე ღიმი წაშორდა, ერთ წერტილს მიაშტერდა, მისი სხეული ყინულად იქცა.
     გავიგონე როგორ ჩურჩულებდნენ ადამიანები, შორიდან და გარკვევით მესმოდა მათი ფრაზები
   "ეს ხომ ელენა?"
   "რა ახალგაზრდა გარდაიცვალა"
   "ეს ბიჭი ვინ არის?"
  უეცრად ზიზღმა შემიპყრო, მინდოდა მათთვის, ყველასთვის მეყვირა რომ ჩემი ელენა  არიყო მკვდარი, მალე გაიღვიძებდა და ისევ გამიღიმებდა, მაგრამ არ შემეძლო, მე მხოლოდმას ვჭირდებოდი.
    არსაიდან თეთრ ხალათში გამოწყობილი ახალგაზრდა ბიჭები გამოჩნდნენ, თავიდან არვაძლევდი მათ ელენას წაყვანის უფლებას, მაგრამ წაიყვანეს, მაინც წაიყვანეს და სახეზე თეთრი ნაჭერი გადააფარეს, მე ისევ დავრჩი, მუხლებზე დაცემული, ზუსტად იმ ადგილას სადაც ის იწვა, ხალხი დაიფანტა, ვეღარავის ვეღარვამჩნევდი ჩემთან ახლოს, ბოლოს კი უბრალოდ აღარ მახსოვს როგორ ავღმოვჩნდი მის საფლავთან, როგორ მალე გავიდა დრო, მის საფლავზე გვირილები ამოსულიყო და მის ადგილს ალამაზებდნენ.



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

არ შეიძლება თვითმკველობის რომანტიზება!

 


მხატვრულ წერაში და ლიტერატურაში ყველაფერი შეიძლება
--------------------
ხელმოწერა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent