შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყვავიც ხომ ჩიტია?!


18-01-2021, 17:57
ავტორი მარადონა
ნანახია 751

იმდენი ხანია, არავის არაფერი უჩუქებია ჩემთვის, რომ დილით, ჩემს თვალწინ საქარე მინაზე ყვავმა რომ დამასკლინტა, გადავწყვიტე ხელი არ მეხლო, მეთქი ყვავიც ხომ ჩვეულებრივი ჩიტია-თქო და წავედი სამსახურში. მისვლისთანავე თანამშრომელმა ოცი ლარი მასესხეო რომ მითხრა, ვიფიქრე ეს არაფერი-თქო, მარა საღამოსკენ მეორეც რომ წამოვიდა მსგავსი გამომეტყველებით, ხელფასამდეო, იმას უკვე საერთოდ ხელი ავუქნიე და გამოვარდი სამსახურიდან სასწრაფოდ. დავქოქე იმედიანად მანქანა და მეთქი მთელი საღამო ხომ წინაა-თქო და დავეშვი სახლისკენ. შუქნიშანთან გავჩერდი ,თუ არა მათხოვარი მოვიდა, ჩემზე კარგად ჩაცმული და ისე დავუყვირე არა მაქვს,არა მაქვს-თქო, რომ გატრიალებულზე გავიგონე როგორ გამოსცრა -''ფუ იდიოტიო'' - და აქ უკვე გადამეკეტა, სასწრაფოდ გადავაყენე მანქანა, ავიღე ტილო და ეს ესაა უნდა გავწმინდო რომ საპატრულო მანქანა მომადგა უკნიდან და რას ვხედავ?! გადმოდის აი, ულამაზესი პატრულ-ინსპექტორი, მკერდსავსე და ძალიან ნაღვლიანი თვალებით.. თქვენი საბუთებიო? აქ დგომა აკრძალულიაო და საგზაო ნიშანზე მიმითითა, ძალიან სევდიანად მომმართა და მაშინვე გამიელვა თავში, რომ მთელი ეს ლოგიკურ მოვლენათა მწყობრი ჯაჭვი ამ მომენტისთვის იკვრებოდა დილიდან და არც ვაციე, არც ვაცხელე და საღამოს როდის თავისუფლდებით-თქო? ბოჩოლას მზერა მივაფეთე..მაშინვე გაუქრა ნაღველი თვალში და მკაცრი ხმა ამოუშვა, კიდევ მასე მომმართავთ და ჯარიმა გაიზრდებაო!ვიფიქრე ქალური მორიდებულობაა-თქო, მწყობრ მოვლენათა ჯაჭვში დარწმუნებულმა და ყავაზე დაგპატიჟოთ მინდა-თქო,არ მოვეშვი.ამის თქმა იყო და იმისთანა რისხვა მზერა დამკრა რომ გამოწვდილ საჯარიმო ქვითარზე გამოწერილი ორმაგი ჯარიმა მეცოტავა. ერთი რაც მოვახერხე, განშორებისას ფანჯრის მინა ჩავწიე და სიკვდილს შეგუებული კაცის გამომეტყველებით ვკითხე, იცოდით ქალბატონო ყვავი ჩიტი რომ არ ყოფილა-თქო?! და მაჯებზე რატომღაც ხელბორკილის შეგრძნება გამიჩნდა.არც შემოუხედავს, ალბათ იფიქრა, კიდევ არ მომიწიოს ჯარიმის გამოწერაო, თან შევატყვე წინა გაორმაგებულად გამოწერილ ჯარიმის სამართლებრივ კუთხეზეც დაფიქრდა და კი, ვიცოდიო და გამეცალა...და თქვენ, თქვენ იცოდით?



№1 სტუმარი სტუმარი დაკი

ძალიან ვიხალისე :დდ რაკარგი განწყობა მოიტანა))
მადლობა.

 


№2  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

ყვავი მშრალად მოხარშული სჭირს, სკლინტი არა))))

 


№3  offline წევრი მარადონა

სტუმარი დაკი
ძალიან ვიხალისე :დდ რაკარგი განწყობა მოიტანა))
მადლობა.


მადლობა)) ზუსტად მაგ რეაქციისთვის დავწერე ის, რაც მართლა გადამხდა))

მარადონა
სტუმარი დაკი
ძალიან ვიხალისე :დდ რაკარგი განწყობა მოიტანა))
მადლობა.


მადლობა)) ზუსტად მაგ რეაქციისთვის დავწერე ის, რაც მართლა გადამხდა))

ტერიკო74
ყვავი მშრალად მოხარშული სჭირს, სკლინტი არა))))

)))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent