შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იდეალური სნეულება


18-02-2021, 17:59
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 3 239

The perfect illness


ინო ფიქრობდა, რომ თუ არაფერი გახსოვს, მშვენიერი შანსია, ცხოვრებისგან ზღაპარი შეთხზა.
არც არაფერი ახსოვდა.
მერე ქმნიდა და ქმნიდა ამ ზღაპრებს, რომლისაც თვითონ არ ეჯერა, მაგრამ სხვას თუ მოუყვებოდა, უთუოდ ირწმუნებდნენ.
ეგეც მაგისი იდეალური სნეულების ამბავი იყო. იდეალურ სნეულებას ეძახდა ყველაფერს, რაც დამართნოდა და თვითონ ვერ გამოეკვლია. კი იცოდა, რაღაცა დაავადება მჭირსო, მაგრამ სნეულება უფრო ლამაზად ჟღერდა.
მაგალითად, არაფერი ახსოვდა. არასდროს!
იძინებს,
იღვიძებს,
კვდება...
და მერე თითქოს თავიდან დაიბადაო. აინურშიც არ იყო, წინა დღეს რაები ეცხოვრა.

* * *

დილით საკუთარ ჩანაწერებს კითხულობდა. კედელი სავსე იყო პატარა ქაღალდებით და იმითი, რაც აუცილებლად უნდა სცოდნოდა. ხშირად გაუგონია სხვებისგან, ყოველ დღე ისე უნდა იცხოვრო, თითქოს ეს უკანასკნელი დღეაო.
და თავად ზუსტად ასე უწევდა.
ოღონდ, მხოლოდ უკანასკნელი კი არა, პირველი და უკანასკნელი გამოსდიოდა.
არაფერი იყო ამაში განსაკუთრებული.
ის იცოდა, რაც სჭირდებოდა და იმას აკეთებდა, რაც დღის ბოლომდე მიატანინებდა თავს.
ინო კაფეში მუშაობდა.
ვინმე გაბრიელი შემოდიოდა აქ დილაობით, შუადღისას და ზოგჯერ, საღამოს. ინოს ნახვა უნდოდა და მაგიტომ, თორე არც განსაკუთრებულად გემრიელი საჭმელი ჰქონდათ და ვერც ყავით დაიკვეხნიდნენ დიდად. ასე მოდიოდა ეს კაცი და ყვითელ უნიფორმაში ჩაცმულ გოგოს აკვირდებოდა, რომელიც მაგიდებს წმენდდა.
გაბრიელს ეგონა, რომ ეს გოგო ყველაზე უბოროტო იყო, მაგრამ სად ჰქონდა ინოს არჩევანი? კეთილისა და ბოროტის ყველაფერი რომ სცოდნოდა, რომელს აირჩევდა, კაცმა არ იცის.
ზოგჯერ, გაბრიელს ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს, ყოველ დღე ჩემს გახსენებას ცდილობსო. აი, დაინახავდა, კარგად დააკვირდებოდა და მერე ბაგეებს გახსნიდა, მიესალმებოდა, ყავას დაუსხამდა.

* * *

ინოს თავისი ამბები არ ჰქონდა, ამიტომ, სხვისას აგროვებდა. ვინმე თუ მოუვიდოდა თვალში, ეგრევე შეთხზავდა მასზე ისტორიას. ისტორიები ზღაპრებს ჰგავდა, ოღონდაც საშიშს. საერთოდ, ყველა ზღაპარი საშიშად მიაჩნდა(ეს ერთადერთი იყო, რაც იცოდა). თუ პატარა ნოზი ფერფლად იქცა და კონკიას დებმა ფეხები დაიჭრეს ფეხსაცმლის მოსარგებლად, მაშინ რეალური ისტორიებიც ვერ იქნებოდა ნაკლებად შემზარავი.
თავისი იდეალური სნეულების დამსახურებით, ყველა ზღაპარი მეორე დღეს ქრებოდა.
ამიტომ ისინი მხოლოდ ერთ დღეს ცოცხლობდნენ და ყოველთვის სხვადასხვაფერები იყვნენ.

* * *

ერთ მშვენიერ ქალს ხედავდა ხშირად(ხშირად, თუმცა ყოველ დღე პირველად).
შავები ეცვა.
ინო ფიქრობდა, რომ ეს ქალი ქვრივი იყო და თავისი ქმრის სიკვდილში ედებოდა ბრალი. ოღონდ სულ შემთხვევით, სიყვარულით რომ შემოგაკვდება, ეგრე.
აი ხომ შეიძლება, ვინმე მეტისმეტად გიყვარდეს და ამის გამო, მოკვდეს?
ზედმეტს ვერაფერს იტანს სამყარო და იქნებ, სიყვარულზეც ეგრე ხდებოდა?
მერე დადიოდა ეს ლამაზი, შავოსანი ქალი და თავის ქმარს ეძებდა. კი იცოდა, რომ მკვდარი იყო, მაგრამ მაინც ეძებდა.
განა რატო არ შეიძლება, მვდარი ქმარი ცოცხლებს შორის ეპოვნა?
ინოს ბევრი კითხვა ჰქონდა.
და არც ერთი პასუხი. ან ვინ უპასუხებდა? ხმის გამცემი არც არავინ ჰყავდა, ჰოდა, თვითონ ცდილობდა გამოსავლის მოფიქრებას.
იქნებ ეგ ქმარი ინოსავით გზააბნეული, დაკარგული დააბიჯებდა და სიყვარულს კი გრძნობდა, მაგრამ აღარ ახსოვდა, ვის ჰყვარობდა ან ვინ ჰყვარობდა ეგრე ძალიან, რომ სული გააფრთხო.


* * *

ყველა ადამიანის ზღაპარი იცვლებოდა.
ყველას ათასგვარი ისტორია ჰქონდა.
მაგალითად, კაფეში ორი მეგობარი შემოდიოდა ხშირად. ყოველ დღე, ხან ერთი იყო ანტაგონისტი, ხან მეორე იყო დაბადებულ მარტოობისთვის, მაგრამ სამყაროს სასჯელად მაინც გამოეგზავნა მისთვის მეგობარი.
ის ქალი არ იცვლებოდა მარტო.
შავებში ჩაცმული და ისეთი ლამაზი, მხოლოდ ტრაგიკული აღსასრულისთვის რომ განწირულიყო.
ყველა ზღაპარს სხვადასხვა შინაარსი ჰქონდა, მაგრამ აზრი ერთი - პერსონაჟები რაღაცას ან ვიღაცას ეძებდნენ.
მარტოობას,
სიყვარულს,
იმედს და ვინ იცის კიდევ.
ალბათ იმიტომ, რომ თავად ინოც ეძებდა.
ინო უფრო ცხოვრების აზრს ეძებდა.
ან თვითონ ცხოვრებას და ვერ გაეგო, თავისი მოსვლის მიზეზი და თუ წავიდოდა, ვერც მაგას ჩასწვდებოდა.

* * *

გაბრიელისთვისაც სურდა ზღაპრის შეთხზვა.
პრინცს არ ჰგავდა...
ანც ინო ჰგავდა ისეთს, ვისაც პრინცი შეშვენოდა და ამიტომ, გაბრიელისთვისაც წაერთმია გაპრინცების შანსი.
მაგრამ არ იცოდა, მამაკაცისთვის განკუთვნილ რომელ როლს მოერგებოდა ან თუ არსებობდა საერთოდ ზღაპარში კაცის ადგილი, უფლისწულის გარდა?
მერე ფიქრით იღლებოდა ინო.
მეორე დღეს არაფერი ახსოვდა და ახლიდან ეძებდა გაბრიელის ადგილს. თან ისეთს, თვითონაც რომ ჩაეტეოდა შიგნით, მაგრამ რად გინდა? ეგებ თვითონაც ზღაპარი იყო და სულაც არ ეარსება.





№1  offline მოდერი Catherine Di Perso

სევდიანია. ზღაპრებს თხზავდა, მაგრამ როგორც კი დააფიქსირა, რომ გაბრიელის ზღაპარში საკუთარი თავი უნდა ჩაერთო - ზღაპარში უფლისწულის მეტი კაცს რა როლი უნდა ჰქონოდა? უფლისწულს კი პრინცესა სჭირდება. თავად არ ჰგავდა პრინცესას. იგი მარტოსული იყო, ზღაპრებით საზრდოობდა და ღმერთს მადლობა, რომ ინომ არ იცოდა სიკეთისა და ბოროტების არსი ბოლომდე, თორემ, ვინ იცის, რომელ მხარეს დაიჭერდა?
ინო სევდაა, ინო სუფთაა. მეტისმეტად გულუბრყვილო და მიამიტი ამ სამყაროსთვის. თავისუფალი დოგმებისგან და ცნებებისგან, რომლებმაც ადამიანები ცოცხლადვე შეჭამეს.
მიყვარს ინო და მშურს მისი, არ დავმალავ. მეზიზღება, რადგან იმ თავისუფლებას, რაც მასშია, ადამიანები ვერ მივაღწევთ.
მხოლოდ ზღაპრებში, თუ...

 


№2  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Catherine Di Perso
სევდიანია. ზღაპრებს თხზავდა, მაგრამ როგორც კი დააფიქსირა, რომ გაბრიელის ზღაპარში საკუთარი თავი უნდა ჩაერთო - ზღაპარში უფლისწულის მეტი კაცს რა როლი უნდა ჰქონოდა? უფლისწულს კი პრინცესა სჭირდება. თავად არ ჰგავდა პრინცესას. იგი მარტოსული იყო, ზღაპრებით საზრდოობდა და ღმერთს მადლობა, რომ ინომ არ იცოდა სიკეთისა და ბოროტების არსი ბოლომდე, თორემ, ვინ იცის, რომელ მხარეს დაიჭერდა?
ინო სევდაა, ინო სუფთაა. მეტისმეტად გულუბრყვილო და მიამიტი ამ სამყაროსთვის. თავისუფალი დოგმებისგან და ცნებებისგან, რომლებმაც ადამიანები ცოცხლადვე შეჭამეს.
მიყვარს ინო და მშურს მისი, არ დავმალავ. მეზიზღება, რადგან იმ თავისუფლებას, რაც მასშია, ადამიანები ვერ მივაღწევთ.
მხოლოდ ზღაპრებში, თუ...


კი, ზედმეტად თავისუფალია, მაგრამ ძალიან მარტოსულიც. სიმართლე გითხრა, მთლიანი რომანის პერსონაჟია, უბრალოდ, ვერ მოვაბი თავი იმის დაწერას და გადავწყვიტე, ინოზე პატარა მოთხრობები მეწერა.
იქაც მარტოსულია, მაგრამ უკიდეგანოდ ძლიერიც. ეტყობა, ყველა ძლიერი მარტოობისთვისაა განწირული..
რავარც მეეე

 


№3 სტუმარი ნანე

შენ? ენ ჯეინი ამბობს ამას? აქ მოწყენილიც და ხელებგაშლილი სმაილიც ერთად. აბა ჩვეეეენ? ამდენი ხალხი? მარტოობისთვისააო განწირული, რავარც მეეო და ჩვენ აღარაფერი ვართ? ეჰ, ენ ჯეინ შენ რომ გყავს არმია უკან მკითხველის სახით, არც დასიზმრებია ბევრს

და როგორ გელოდებით? ვინც შენი ფასი ვიცით, ვიცით და მორჩა. გაღიარებთ და გელოდებით. შენ თუ მარტო ხარ, სამართალი აღარ ყოფილა. შემოქმედებითი ფანტაზია და საოცარი ნიჭი გაქვს, მთებს გადადგამ. ყოველ დღე შემოვდივარ, იქნებ რამე ახალი დამხვდეს მეთქი შენი. ჩვენ შენთან ვართ ყოველთვის, საკუთარ მეგობრებზე უკეთ გიცნობთ და აააააააარავისთან არ ხარ ისეთი გულწრფელი, როგორც ჩვენთან. ჩვენ ერთად ვართ ყველა და ერთმანეთი გვიყვარს.❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№4  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ნანე
შენ? ენ ჯეინი ამბობს ამას? აქ მოწყენილიც და ხელებგაშლილი სმაილიც ერთად. აბა ჩვეეეენ? ამდენი ხალხი? მარტოობისთვისააო განწირული, რავარც მეეო და ჩვენ აღარაფერი ვართ? ეჰ, ენ ჯეინ შენ რომ გყავს არმია უკან მკითხველის სახით, არც დასიზმრებია ბევრს

და როგორ გელოდებით? ვინც შენი ფასი ვიცით, ვიცით და მორჩა. გაღიარებთ და გელოდებით. შენ თუ მარტო ხარ, სამართალი აღარ ყოფილა. შემოქმედებითი ფანტაზია და საოცარი ნიჭი გაქვს, მთებს გადადგამ. ყოველ დღე შემოვდივარ, იქნებ რამე ახალი დამხვდეს მეთქი შენი. ჩვენ შენთან ვართ ყოველთვის, საკუთარ მეგობრებზე უკეთ გიცნობთ და აააააააარავისთან არ ხარ ისეთი გულწრფელი, როგორც ჩვენთან. ჩვენ ერთად ვართ ყველა და ერთმანეთი გვიყვარს.❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

ვაიმე ნანე, საშინელი დღე მქონდა და გეფიცები, ამატირე.
ძალიან დიდი მადლობა. მართლა ალბათ არავისთან ვარ ისეთი გულწრფელი, როგორც ჩემს მკითხველებთან და ძალიან ბედნიერი, იღბლიანი ადამიანი ვარ, რომ მყევხართ.
თან ნებისმიერი მკითხველი კი არა, ზუსტად თქვენნაირი ადამიანები მჭირდება <3

 


№5  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Nuki-rocks
ხომ... ენ ჯეინ, ადრე ვთქვი, რომ უნდა წერო სულ,შეიძლება არ გახსოვს, მაგრამ ახლაც ასე ვფიქრობ.
აახ! მარტოსულობა,ალბათ, Მოშინაურდა, გაუტკბა.ზიხარ ამ დროს და წერ. ბევრს წერ და კარგ რაღაცებს. სიამოვნებით ჩაიკითხავს კაცი... ამ სიმარტოვეში კი უცებ აღმოაჩენ,რომ არც ისე მარტო ხარ.
დღეს მზიანი დღე იყო (მერე აურია დდ, ეტყობა მოეწყინა), იცოდე მზე გიცინოდა ციდან.
ცუდ დღეს,კარგი მოსდევს და როცა ერთი რამ სრულდება,მეორე იწყება. თუ დღეს კარგი რამ არ ხდება,მომავალში საუკეთესო გელოდება!

პატივისცემითა და კეთილი სურვილებით, როქსი❤❤❤.

შენი ყველა ნათქვამი მახსოვს სხვათაშორის. ძალიან იშვით და დასამახსოვრებელ რამეებს მეუბნები. დიდად მარტოსული ვარ-თქო რომ თქვა, მოვიყუები, თუმცა მარტოობა მიყვარს, ვაღმერთებ მარტოობას და ცოტა საშიში რამეცაა. მიუხედავად ამისა, ინოს არ ვგავარ მაინც. ან ვგევარ. არ ვიცი, ახლა დავფიქრდი :დ
კიი დღეს მზიანი დღე იყო, მაგრამ მაინც ციოდა, მაგრამ მაგრად შემანჯღრია ამ დღემ

 


№6 სტუმარი სტუმარი ლუკა

ძალიან კარგია!
ვერ გეტყვი როგორ ვამაყობ!
ვამაყობ იმით, რომ ყველა სიტყვა გააზრებულია, ყველა წინადადება აწონილი. იზრდები და იზდები, ნაწერი უფრო მსუბუქი, უფრო ლამაზი ხდება.
მართლა ცრემლები წამომივიდა ისე ვიამაყე.
ინო მიყვარს.
შენც მიყვარხარ.
ზღაპრები რომ მოყვარს ის კი იცი.

პ.ს. ჩემი ექაუნთის პასვორდი დამავიწყდა, სანამ გამახსენდა სტუმრით დაგიწერ.

 


№7  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი ლუკა
ძალიან კარგია!
ვერ გეტყვი როგორ ვამაყობ!
ვამაყობ იმით, რომ ყველა სიტყვა გააზრებულია, ყველა წინადადება აწონილი. იზრდები და იზდები, ნაწერი უფრო მსუბუქი, უფრო ლამაზი ხდება.
მართლა ცრემლები წამომივიდა ისე ვიამაყე.
ინო მიყვარს.
შენც მიყვარხარ.
ზღაპრები რომ მოყვარს ის კი იცი.

პ.ს. ჩემი ექაუნთის პასვორდი დამავიწყდა, სანამ გამახსენდა სტუმრით დაგიწერ.

მეც ვამაყობ შენით ჩემო სისპეტაკევ <3 ძალიან მიხარია რომ მოგეწონა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent