შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხეულის მიახლოების მცდელობა სულთან


21-06-2017, 15:43
ავტორი სანდრო 23
ნანახია 1 730

სხეული ფიქრობს:
არ ვიცი ვინ ხარ , არც შენ იცი ვინა ხარ თავად,
ჩემში რომ მყოფობ ამოზრდილი, მცენარის დარად,
არ ვიცი რა ვთქვა,არც შენ იცი რა მითხრა კვლავად,
და თუმც არ გიცნობ უცხოელო, იმეფე მარად!

სხეული ცდილობს:
სიზმარეული ჩემი გულის ხარ სნეულება,
დიდებულია უსხეულო ღიმილი შენი,
მე შენს აჩრდილთან რა ხანია მსურს შეუღლება,
და ამის ნიშნად მინდა გთხოვო ძვირფასო ხელი.
იუკადრისებ უდავოა, არც დაფიქრდები,
ცივი უარით აგევსება თვალები მარჯნის,
არაფერს მეტყვი, მდუმარებით ავს დამპირდები,
გამომისტუმრებ,ზურგს შემაქცევ ტყუილად გარჯილს.
(შენ, უკვდავების დინებისკენ მიმავალ გემზე.
მე, მწუხარებით შემოსილი დარდიან ველზე. )

და ისევ ფიქრობს:
არ ვიცი ვინ ხარ , არც შენ იცი ვინა ხარ თავად,
ჩემში რომ მყოფობ ამოზრდილი, მცენარის დარად,
არ ვიცი რა ვთქვა,არც შენ იცი რა მითხრა კვლავად,
და თუმც არ გიცნობ უცხოელო,იმეფე მარად!



№1  offline წევრი მზისა

მაგარია, საინტერესოა ,უცხოა....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent