შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვერ მოგიყვები

21-02-2021, 20:21
ავტორი Nika Murusidze
ნანახია 1 164

საშინელი სიცარიელის შეგრძნება დამეუფლა. ის ერთადერთი სიტყვაა, რითაც ჩემი გრძნობის აღწერა მსურს. ნახევრად დაბნელდა, არ ვიცი რომელი საათია მაგრამ გავიაზრე, რომ ზედმეტად ბევრი მეძინა. გუშინდელი გათენებული ღამე, ჯერ კიდევ შეიმჩნეოდა ჩემ სახეზე...

სიზმარში გნახე!

გავლილი სირთულისა და დაძლეული პანდემიის შემდეგ, ისევ გამოცხადდა! ჩემი ფესტივალი, წელს ტარდება... ყველას გვაქვს, რაღაც ის ერთი, თავს მეტად, რომ გაგრძნობინებს. სადაც არაფერი არსებობს და ყველაფერი გეკუთვნის. მეტი მარტივად როგორ ავღწერო?!.

ყოველ წელს, რაც შეიძლება მეტ ჩემს ვეპატიჟებოდი, მინდოდა გამეზიარებინა მათთვის ეს გრძნობით სავსე, დაუვიწყარი მოგონებები და ის ყველაფერი რაც იქ გველოდა. და წელს... რატომღაც არავის ვუთხარი. ყველამ იცოდა, რომ არ გამოვტოვებდი, რომ მთელი ჩემი ყურადღება ამისკენ იყო მიმართული... და მაინც არავინ გამოვიდა კონტაქტზე! ეს ოდესღაც შემაწუხებდა, ნეგატიური შეგრძნებით ამავსებდა და მაინც წავიდოდი... უკვე ამ გრძნობების დასაძლევად.

მხოლოდ შენ გითხარი... რატომღაც მხოლოდ შენ! ერთმანეთს მხოლოდ დარბაზში ვხვდებით. ცეკვისას ვხედავთ და თავისუფალ წუთებს, სასაუბროდ ვიყენებთ... ვმეგობრობთ, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს ხშირად არ ვიკვეთებით. ვიცით... როდის გვჭირდება ერთმანეთი, ან ის მარტივი სიტყვები... კარგად ხარ?!. ქაოსია!
გითხარი და დამთანხმდი. უბრალო ნათქვამს უფრო გავდა ჩემი მხრიდან.. პასუხს არ ველოდი და მითხარი.

- კი, წამოვალ!..

დავირაზმეთ... ამაში კი ყველა საჭირო ნივთის მოგროვებას ვგულისხმობ. სამი დღე ადგილზე, რომელიც მხოლოდ ჩვენი იქნება... მუსიკისა და ემოციის ქვეშ. ცხელი დღეები და ცივი საღამო...

- თბილის წამოღება არ დაგავიწყდეს!
- შენ წამომიღებ? მე ისედაც ბევრი რამ მომაქვს...

შევხვდით, მანქანაში ნივთები მოვათავსეთ, დავიძარით... შეგითანხმდი, რომ შეყვარებული წამოგეყვანა, რომ დაუვიწყარ დროს გაატარებდით და მარტო მოხვედი. დამავიწყდა მეკითხა რატომ... ახლა თავში კითხვები არ გამაჩნია...

გზაში კარგად გავერთეთ, ვიცინეთ, ცოტა ვიმსახიობეთ და ვიტირეთ... სცენარს უხდება! თითქმის მივედით, მაგრამ გავჩერდით. საჭესთან, რატომღაც შენ იჯექი. მე უკან... ძრავი ჩააქრე, გადმომხედე, ცოტა ხანს მიყურე, კითხვა ისევ არ დამისვამს. ვერ ვხვდებოდი რატომ... და უსიტყვოდ მაკოცე...

- რას აკეთებ?
- ეს, იქ... ისედაც მოგვიწევდა, ხომ იცი?

უკან გადმოძრომა დაიწყე, ჩემს პერანგს ნაზად შეეხე და ღილების ჩახსნა დაიწყე...

- და შენი შეყვარებული?
- შენც ხომ გყავს?!

არც ერთი კითხვა არ დამისვამს, არც პასუხები მიმიღია... საუბარი თვალებში, მზერით ხდებოდა.

- ეს შენი სიზმარია ნიკა!

გაღვიძება, საშინელი სიცარიელე... და მისი შეგრძნება. გამოღვიძებულს ვერ გამეგო რატომ ვნახე! კითვებს ისევ არ ვსვამ. ამაზე ფიქრიც საკმარისია.
წამოვდექი, გავემზადე, საჭირო ნივთები ავიღე და დარბაზისკენ, ისევ მშიერი წამოვედი...

- როგორ ხარ ნიკა?
- კარგად, შენ?..
- ...

ჯგუფი დაიწყო, საქმეს შევუდექით. არც მუსიკა მესმის, არც ცეკვა, მოძრაობა მავიწყდება... შენთვის იქ, დარბაზის მეორე ნახევარში ცეკვავ, საუბრობ, იცინი და მომენტებში ჩემ მზერას იჭერ... დღის ბოლოს, ჩანთით ხელში, წასვლის წინ მოდიხარ, მეკითხები...

- კარგად ხარ?!

და მეც გპასუხობ...

- დღეს სიზმარში გნახე...
- და რა ნახე?
- ...
- რას გაჩუმდი, რა ნახე?

შენი ჩვეული ღიმილით, ეს თვალები... დარღვეული პირადი სივრცე. ბარიერები...

- მოგაკითხა!.. მერე მოგიყვები.
- კარგი ნიკ, დროებით?!
- დროებით...

ღიმილის გარეშე ვერ გაგიშვი და არც შენ დააკელი... დღემდე, ეს ჩვეულებრივი იყო... ახლა ამის გარეშე არ მსურდა! და ერთი კითხვა, მაინც გამიჩნდა...

ფესტივალი... წელს ჩატარდება?!

№1  offline მოდერი Mary Drey

* ჩემ სახეზე არა-- ჩემ სახეზე
* სასვენი ნიშნები ზოგჯერ ზედმეტად გქონდა დასმული, ზოგჯერ საერთოდ- გაკლდა.
* აპ, აპ! ავღწერო მწერალს არ შეშვენის!-- სწორია აღვწერე
* გავდა არა-- ჰგავდა
* მზერით ხდებოდა სტილისტური შეცდომაა. გაასწორე.
* ჩემ მზერას იჭერ არა-- ჩემს მზერას იჭერ

"კარგად ხარ? ქაოსია!"- ეს ის სიტყვებია, რომელიც ძალიან ნაცნობია ჩემთვის. მესმის.
თუმცა წერაში გაწაფვა გჭირდება. ეცადე, რომ ზედმეტად ბანალური სტილი არ აირჩიო. საშინელებაა, როდესაც მწერალი ინდივიდუალობას კარგავს. იპოვე შენი თავი. ჩასწვდი ღრმა სიტყვებს. შექმენი სიტყვათა ჰარმონიული წყობა. შექმენი შედევრი და არა წავა რა.
ვიმედოვნებ შეგიძლია. ვერ დაგაიმედებ.
განვითარებას ველოდები.
პ.ს. ბევრი იკითხე. სიტყვების მარაგი გაგიმდიდრდება!

გუდ ლაქ!

№2  offline წევრი Nika Murusidze

Mary Drey

ანუ... რჩევები... მადლობა დიდი... და ისე შეცდომების თვლას, სიღრმე დაგენახა.
მაინც გულწრფელი მადლობა

№3  offline მოდერი Mary Drey

Nika Murusidze

შეცდომების თვლა? :)
პ.ს. "ადამიანი შეცდომებზე სწავლობსო."
ქამოონ...
პირიქით ვცდილობ, რომ ის გრამატიკული უზუსტობები, რაც ნაწერში დავინახე (და როგორც მკითხველის პოზიციიდან იგი ძალიან თვალშისაცემი იყო) დაგანახოთ, გამოასწოროთ და მომავალში მსგავსი უზუსტობები აღარ დაუშვათ. :)
როდესაც საიტზე "სიახლეს" აქვეყნებთ უნდა გაგაჩნდეთ მიმღებლობის უნარი. მწერალი სხვაგვარად ვერ განვითარდება. ვერ განვითარდება კრიტიკისა და მკითხველის გარეშე, რომელიც რჩევას მოგცემთ.
ასე ამგვარად... თქვენი დამოკიდებულება ნათლად იგრძნობა პასუხში.
სიღრმეს რაც შეეხება?
მოდი, ამაზე ვერ გაგცემ პასუხს, რადგან პირდაპირი ვიქნები და ვერ დავინახე.
"კაცია და გუნებაო."
მაგრამ არანაირად არ გაკნინებთ.. პირიქით პატივს გცემთ, როგორც ახალბედა, დამწყები მწერალი, რომელსაც ხელის წაშველება ესაჭიროება.

№4  offline წევრი Nika Murusidze

მივიღე... მადლობა მოვიხადე... უბრალოდ ცივი კომენტარია, ორივე უზომოდ ცივია.. და მაინც მივიღე. წინაც, ესეც! რატომ გადაწყვიტე პირიქით?!
პ.ს. იქ დაუშვა კაცობრიობამ შეცდომა, როცა გადაწყვიტა უდიდესი მწერლების სტილისტიკას მიყვეს, გართულებული, ლიტერატურული ხერხებითა და წესებით, რომელიც უნდა დაიცვა! (ჩემთვის მძიმე ამოსუნთქვაა... წერტილი პაუზა და სამი წერტილი რაღაც მეტი ნაგულისხმების ჩადება) მაგრამ წესებს მივყვეთ. გრამატიკა არ დაირღვეს, რა თქმა უნდა მართალი ხარ.
ჩემი აზრია, გთხოვ ისევ ცივი ტექსტით პასუხი არ გინდა... მესმის შენი, გავიგონე და პირობას ვდებ. ვითვალისწინებ <3

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent