მინდა ამ ახალ წელს...
მინდა ამ ახალ წელს ჩემს თავს ვგავდე, ანუ ბავშვობაში ჩარჩენილს და არ მსურს კვლავ სევდიან ფიქრებს ავყვე, ნაცნობ ჯოჯოხეთურ წამებიდან. არ მსურს კვლავ მიყვარდეს სიმარტოვე, მინდა ადამიანს დავემსგავსო. ბავშვი მე რომელიც მივატოვე, მსურს, რომ ხელმეორედ ჩავისახლო - სულში და არასდროს არ გავრიყო, ისევ შემიყვარდეს შებინდება. ყველა ჩემიანმა მაპატიოს, მათი უმიზეზოდ შეზიზღება. თუ კვლავ წვრილმანი ვერ გამახარებს, ისევ ჩემეულად ვიმარტოვებ. მინდა ჩემს თავს ვგავდე ამ ახალწელს, სადღაც წლების უკან მინატოვებს. ჩუმი 'პოეტესა' |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.