Stay Strong and Never Give up! იყავი ძლიერი და არასდროს დანებდე
ვინ იფიქრებდა, რომ მსოფლიოს ასე უცაბედად, გაუფრთხილებლად ბირთვულ ცვლილებებთან შეგუება მოუწევდა ან საერთოდ შეიცვლებოდა ადამიანების ყოველდღიურობა, მათი რუტინა, იქნებოდა მკაცრი წესები და მოგვიწევდა ამ შეზღუდვების გათვალისწინება, დისტანციის დაცვა,შევზღუდავდით ერთმანეთთან სტუმრობას, კომუნიკაციას, უარს ვიტყოდით მეგობრებთან გართობაზე. აქამდე ხშირად ვიძახდით/იძახდნენ აგერ 21 ე საუკუნე, ტექნოლოგიური სენთა ხანააო და ეს ბოლო ერთი წლის მანძილზე დავამტკიცეთ.როდესაც სწავლებამ, სამუშაოებმა ონლაინ გადაინაცვლა ან კი ვინ წარმოიდგენდა ამას, რომ თუნდაც კომპიუტერის, ტელეფონის საშუალებით იქნებოდა შესაძლებელი გაკვეთილებზე დასწრება, მასწავლებელთან, ლექტორთან, თანამშრომლებთან, საქმიან პარტნიორებთან კომუნიკაცია.იყო დრო როცა ამ ყოველივეს თავისი ადგილი,დრო ჰქონდა.გაკვეთილები, ლექციები სკოლაში/უნივერსიტეტში ტარდებოდა, ადამიანები ჩვეულებისამებრ დილით ადრიანად სამუშაოზე მიდიოდნენ, ზოგიც კი საქმიან შეხვედრებზე მიიჩქაროდა.ახლა კი ყველაფერმა ერთ სივრცეში ონლაინ პლათფორმაზე გადაინაცვლა. მეტად მიიპყრო ტექნოლოგიებმა ჩვენი ყურადღება, უფრო მივეჯაჭვეთ, მასზე გავხდით დამოკიდებულნი (ეს აქამდეც არ გვაკლდა) მიზეზად კი ყოველთვის იმას ვასახელებთ, რომ სამუშაოს ვასრულებთ ან ვსწავლობთ.ასე იკარგება ურთიერთობა,ასე ცივდება ის.ერთხელაც კი ეს ურთიერთობის ჯაჭვი გაწყდება და მერე მისი გადაბმა ვეღარ მოხდება, უკვე გვიანი იქნება. წარსულში არსებობდა დრო როცა სამსახურში,სასწავლო დაწესებულებაში გვეჩქარებოდა,დილით ადრიანად ვდგებოდით ეს დრო წარსულს ჩაბარდა.ახლა თავისუფალი ხარ, შეგიძლია იქამდე გეძინოს სადამდეც გექნება სურვილი, იმ დროს ჩანიშნო შეხვედრა როცა მოსახერხებელი იქნება, აღარ კარგავ ბევრ დროს მომზადებაში უბრალოდ იწესრიგებ თავს ,ზედას იცმევ და კომპიუტერს უჯდები შესვენებაზე ჩაი/ყავსაც სვამ,გადი გამოდიხარ სახლურ ფორმაში განაგრძნობ დღის მანძილზე მუშაობას... როცა მოგინდება ჩართავ კომპიუტერს და გააკეთებ სამუშაოს როცა დაიღლები გათიშავ...რა მარტივად მოეწყო არა ყველაფერი? ამას კიდევ ერთი რამ სიზარმაცე ემატება ,რომელიც პანდემიამ მოგვიტანა ის ადამიანები კი ვისაც აწუხებდა აქამდე სიზარმაცე ახლა უფრო მეტად განიცდიან ამას. შენ აკეთებ არჩევანს, ისევ ონლაინ აგრძელებ სასწავლო პროცესს თუ დაუბრუნდები ძველ რუტინას.როგორც ყოველთვის აზრი აქაც ორად გაიყო. 50/50 ზე,ზოგი მიიჩნევს, რომ საჭიროა ბავშვი გაუშვა ბაღში,სკოლაში რათა თანაკლასელებთან/თანაბაღელებთან ურთიერთობა არ დაკარგოს,შეიძინოს ის ცოდნა,ჩვევები და თავისებურებები რასაც სკოლა და ბაღი ასწავლის თუნდაც მეგობრობა,თანაკლასელობა,მხარდაჭერა,მასწავლებლებისგან მიიღოს შესაბამისი ინფორმაციები,შეფასებები,კომენატრები.მეორენი კი ფიქრობენ,რომ ონლაინ პლათფორმა ეს ყველაზე მარტივი,ეფექტური და სწრაფია და აქვე არსებობს რაღაც რისკები რის გამოც ბავშვი არ მიდის სკოლაში ან კიდევ არ უშვებენ. ადრე,რომ ეთქვა მასწავლებელს კომპიუტერით ჩავატაროთ გაკვეთილიო ეს გაგვიკვირდებოდა,გავიცინებდით და ვიტყოდით:როგორ,კომპიუტერითაც შესაძლებელია ეს? თურმე შესაძლებელი ყოფილა და ბევრი დადებითი მხარეც ჰქონია უარყოფითთან ერთად. ის ენერგია,სისწრაფე,მუხტი,ამბიცია და პირველობის შეგრძნება თითქოს დაიკარგა რომელიც ყოველდღიურობაში არსებობდა,ყოველ წუთიერად განვიცდიდით თუნდაც სამსახურში დაგვიანებისას სისწრაფე,ნერვიულობა აქვე რაღაც სხვა განცდები წარმატებული სამუშაო დღის შემდეგ აღშფოთება,სიხარული,საკუთარი თავის კმაყოფილება,დაფასება საკუთარი თავის გახალისება,სიამოვნების მინიჭება....ეს ყველაფერი გაქრა ან კიდევ აღარ არის ისეთი დოზით როგორი დოზითაც ერთ დროს იყო და ცხოვრებას ლამაზ ფერებს სძენდა.არსებობდა კიდეც დაბრკოლებები,პრობლემები მაგრამ ამასაც კი არ ვუშინდებოდით ყველაფრის და მიუხედავად გვჯეროდა იმისა,რომ ყველა პრობლემას მოვაგვარებდით.დროა ძველი ცხოვრება დაბრუნდეს,რომელიც დილით ადრიანად იწყებოდა და საღამოს სახლში დაქანცულები,მუშაობისგან გადაღლილი გონებით,მოწყენილი სახით მივდიოდით,აღარაფრის თავი გვქონდა მხოლოდ დასვენებას, განმარტოებას ვნატრობდით...საკმაოდ დიდი დასვენება გამოგვივიდა,აღარაა საჭირო მიჯაჭვულობა გაგრძელდეს,თვალები დაზიანდეს,ეკრანის გამოსხივებამ მოახდინოს ჯანმრთელობაზე ზეგავლენა.დროა მეტი ენერგიის დახარჯვის,აქტივობებში ჩართვის და შრომის.ძველი დროის უკან დაბრუნებას შევეცადოთ საკუთარი ძალებით,რა იცი იქნებ გამოვიდეს კიდეც...და თუ მაინც არ გამოვა ის მაინც გეცოდინება რომ სცადე.ბევრს ეცადნენ,რომ ადამიანებს ყველაფერი დაეკარგათ რაც აქამდე გააჩნდათ მათ შორის იმედი,რწმენა რომელიც შეცვალეს შიშით და შფოთვით მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ შეძლეს ეს ყოველივე,ნელი ნაბიჯებით ვუბრუნდებით ჩვენს ყოველდღიურობას და ძველ რუტინას ვუბრუნდებით ასე,რომ ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის და გჯეროდეთ მოვა დღე როცა ჩვენს სახეზე ისევ გამოჩნდება ღიმილი და ამას პირბადე ვეღარ დამალავს ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.