მე არ ვარ მარტოსული, უბრალოდ ასე მეგონა...
გზაზე მივდიოდი, ვცდილობდი წარსულ და აწმყოს მოვრგებოდი. თითქოს ჩემი ადგილი არსადაა. ვისაც ვუყვარვარ და ვინც მიყვარს მასთანაც კი ეკლებზე ვზივარ, რადგან ადამიანებს სხვისი შეცდომები უფრო დიდი ეჩვენებათ, ვიდრე თავისი. ვცდილობ, შეცდომები არ დავუშვა და თავი უსუსური უუნარო არსება მგონია. მარტო ვარ, ისინი ჩემთან არიან, მაგრამ მე არ ვარ მათთან. ვერ მიგებენ და ვერც გამიგებენ. ამას ვერ აუხსნი, თუ არ იგრძნობენ. ჩემი ცხოვრება, უფერულდება და უძლურდება. ერთფეროვან და უკვე ყელში ამოსულ რუტინაში გადადის, ხალისი დავკარგე... "ცხოვრება მშვენიერია" - ო! .. ვისთვის როგორ... უფრო მრავალფეროვანი ალბათ და ჩემთვის ერთფეროვნება ემეტებოდათ ზევით... მე საიქიოშიც არ მაქვს ალბათ ადგილი... მე ხომ მელიან ყველგან, მაგრამ ვერ მივდივარ რადგან ისინი მამძინებენ, ხალისიანები არიან მე კი.. მე მარტოსული იდიოტი, ვისაც ყველასთან შეუძლია ურთიერთობის აწყობა, უბრალო გამვლელთანაც კი. არადა რა მომცა ამ ავბედითმა, კომუნიკაციის ნიჭმა? ყველაფერი რაც გამაჩნია და თან არაფერი... ჩემი სული უფრო შრება, რაც მეტ ადამიანთან ვკონტაქტობ იფიტება უძლურდება და ქრება. მარტო სული ვარ! ირგვლივ უამრავი ადამიანია, მაგრამ მე დაკარგული ვარ.. მე მათი არ ვარ.. ისინი ნორმანულებ არიან.. მე კი.. უაზროდ პესიმისტი ეგოისტი ადამიანი, ვინც საცოდავად ცდილობს, პოზიტიური ენერგიული და გულღია ადამიანი გამოჩნდეს. გამომდის კიდეც, რადგან რეალურად მათთან ასეთი ვარ. რაც პირველი მომივა თავში იმას ვაკეთებ. უფრო სწორი იქნებოდა თუ ვიტყოდი: დაუფიქრებლად, გაფიქრებული არ მაქ რომ სიგიჟეს ვაკეთებ. ენდორფინს ვიღებ, მაგრამ საკმარისია ორი წუთი სუფთა ჰაერი ჩავისუნთქო მათ გარეშე, უკვე ზედმეტად ვგრძნობ თავს.. ისევ მინდება, სადღაც ბნელ კუთხეში ვეგდო იატაკზე, მიყუჩული, მთვარის შუქით განათებულ გარემოს გადავხედო და ამით ჩემი სული გათავისუფლდება, აივსება დამშრალი, აყვავდება, ატმის ყვავილივით გაიფურჩქნება და ვიგრძნობ იმ ნირვანას რომელსაც ვერავინ და ვერაფერი სხვა მანიჭებს.. საკუთარი თავი მძულს ამის გამო, რამდენი ფარსია ჩემს ირგვლივ. მარტო ვარ, მაშინ როცა ამდენი ადამიანი მყავს, მაშინ როცა ასე იდეალურია ვითომ ყველაფერი რაც ხდება, მაგრამ ეს მხოლოდ გარედან ჩანს. ჩემი ცხოვრება ის ლამაზი პაიფურის ჭურჭელია, რომელიც თითონ ივსება და თვითონ შრება. როცა არავინაა ჩემთან, სავსე ვარ და როცა ვინმე ვშრები და ვრჩები, მხოლოდ ლამაზი ჭურჭელი შინაარსის გარეშე. ჩემს პიროვნებას ვკარგავ. ან იქნებ არც. ამიტომ ვისწავლე ამ შეგრძნების გაზიარება. იქნებ სხვასაც აწუხებდა მსგავსი რამე და უბრალოდ თუ სახელი არ ქვია რამეს, რთულია გაიგო რა არის. თავიდან მეც გამიჭურდა რომ ამეხსნა, მაგრამ რომ ავხსენი და მეც გავიაზრე თურმე რა მაწუხებდა, შევეცადე ბალანსი მეპოვნა და იცით რა? მე ვიპოვე ბალანსი. რამაც ჩემი სული დაამშვიდა. გააწონასწორა. მთავარი მიზეზის გააზრება იყო. ვიპოვე რომ მჭირდებოდა მარტოობა და მჭირდებოდა ადამიანები, რომელიც მარტოობისას მათსთან შემიფარებდა. მე ვიპოვე და გავთავისუფლდი, სიმბიოზი ჩამომიყალობდა. ვიყო მარტო რომ დავაფასო მათი თანადგომა და მათი მნიშვნელობა ჩემს ცხოვრებაში, მარტოობის და საკუთარი თავის სიყვარულისთვის მიძღვნილი ჩემი არსებობა. რომ დავუშვა შეცდომა, რადგან ისე შეუძლებელია და მხოლოდ მაშინ ვიქნები ძლიერი თუ შეცდომებს დავუშვებ და ვიქნები ის ვინც უნდა ვიყო და არა გამოქანდაკებული ლამაზი ჭურჭელი. გიჟი შიზოფრენიკი და თან შინაგანად სიმშვიდისა და სიმართლის მატარებელი. მე ვეცდები და თუ არ გამომივა დავუშვებ გამოუსწირებელ შეცდომას, მარცხი დასასრული არასდროს არ არის. მე არა ვარ მარტოსული, უბრალოდ ასე მეგონა!... *** ვისაც დავპირდი რომ პოზიტიურს დავწერდი სორი... :/ უბრალოდ ახლა ეს მჭირდებოდა.. :)) :) კარგი გელით აბა.. ვინ ხართ, როგორ ხართ და მე ჩემდა გასაკვირად მიყვარხართ. ყველა ვინც თვალსაც კი წაკრავთ ჩემს.. ამას რა რაც არის... მიყვარხართ ჩემო ძვირფასებო! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.