შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე,დიდი ფანჯარა და ვერ დამდგარი გაზაფხული.


20-03-2021, 20:03
ავტორი ქეთათო4
ნანახია 1 437

ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი დღეები გავატარე ოთახში, რომელსაც დიდი ფანჯარა აქვს. ეს ფანჯარა იტევდა ყველაფერს. თავიდან დაწყებულ გაურკვევლობას, მერე სიხარულს, ცოდნასა და ცრემლსაც კი... ვერ გადატანილ ტკივილებს,სულში შეუხორცებელ წყლულებს... იტევდა მის წინ მჯდარ ნაზ არსებასაც. ყველაზე დიდი ტკივილი, რომ უთამაშებდა სახეზე. მიწიერ ტკივილებს შორის პირველს თუ არა, მეორეს ნამდვილად განიცდიდა. ადრე გაზაფხულს მისთვის მამა მოეპარა და უსასრულობაში გადაესროლა. თითქოს ბოლო ია დაჭკნა მისთვის, ბოლო მერცხალი გაფრინდა თბილ ქვეყნებში, ბოლო იმედი ჩაიკარგა უსასრულობაში.
გაზაფხულივით ნაზ, მაგრამ ზამთარივით ცივ ადამიანად აქცია ტკივილებმა. წყლულებიდან უსამართლობა და ტკივილი ჟონავდა.
ცხოვრება უსამართლო რომაა ამას კიდევ ამტკიცებდა ისევ და ისევ ცხოვრება. როგორ უცბად გამოგაცლის ადამიანს სიმაგრეს და დაგტოვებს ჰაერში.
ჩემს წინ ვერ დამდგარი გაზაფხული იჯდა... მოკრძალება დასთამაშებდა სახეზე... ხანდახან ტკივილისგან ცრემლიც...


ეძღვნება ჩემს ქერა გოგონას. ჩემს ძალინ ძვირფას ადამიანს ე.ვ-ს. ყველაზე ძლიერს და საუკეთესო შვილს.
მიყვარხარ ძალიან....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent