შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეშმაკის მცდელობა

30-03-2021, 09:13
ავტორი სოფოკო
ნანახია 886

შუქმა იმატა...
თვალი მომჭრა...
-გამარჯობა ადამიანო - წინ უცნობი  პიროვნება იდგა. ცალი მხარე თეთრი და სუფთა ჰქონდა. თავზე კი მრგვალი წრე ედგა, გრძელი მოსასხამით. მეორე მხარეს სისხლისფერი თვალები, ჩამოშლილი, კუნაპეტივით შავი თმა და დახეული ტანსაცმელი.
- გა.. გამარჯობა- ხმა ამიკანკალდა.
- უი უი უი. არც ისე კარგად იცხოვრე არა?
- რას გულისხმობთ - თან მეშინოდა.
- ბევრი ცუდი ჩაგიდენია დედამიწაზე ყოფნისას, ეს კი კარგი არაა.
- კი მაგრამ ახლა რა იქნება? ან სად ვარ?
- გასაყარზე. შეიძლება ითქვას ჩემზეა დამოკიდებული საით წახვალ.
- ანუ ჯოჯხეთი ან სამოთხე?
- სრულიად.
- გეხვეწებით, გევედრებით იქით გამიშვით - სამოთხისაკენ გავიხედე საიდანაც ნაზი მუსიკის ხმა გამოდიოდა- ნუ გამწირავთ აქაურობისთვის-ხელი ჯოჯოხეთისკენ გავიშვირე საიდანაც ყვირილისა და წამების ხმა მოდიოდა.
- მწუხვარ მაგრამ მე შენს მაგივრად არც მიცხოვრია და არც  გადაწყვეტილება მიმიღია. ახლა კი დროა პასუხო აგო.
უცაბედად მიწა გაიხსნა და ძირს დავეშვი. თავ ვყვიროდი მაგრამ აზრი? ძირს დავეცი, ზურგი მეტკინა. ცხელოდა, უზომოდ ცხელოდა და ეს კვამლი, უბრალოდ თვალებს მიწვავდა.
- ასე ასე ასე..- ხმა მომესმა -კიდევ ერთი წამებული არა? რა იყოთ ხალხო დედამიწაც ჩემს სამფლობელოდ უნდა გამოაცხადოთ? ამდენი ადგილიც არ გვაქვს გენაცვალე - ჩემს წინ მაღალი შავი მოსასხამით მყოფი კაცი იდგა, რომელსაც სახის მარცხენა მხარე დამწვარი ჰქონდა. - რას მიყურებ ეშმაკი ვარ რაიყო?
- თქვენ...თქვენ... რა?...- ხმა ამიკანკალდა.
- ვაიმე რა გაუგებარები ხართ ეს ადამიანები. - ხელი შულბზე შემოიდო
- მე.. მე.. სად ვარ?
- ცირკში. ხელები გაშალა
- ბატონო?
- ცირკშითქო.
- რას ბრძანებთ რა ცირკი?
- აბა  თუ ხვდები რაღას მეკითხები? - სახე დაუსერიოზულდა.
- შენ..შენ ეშმაკი ხარ არაა?
- უკვე შენობით ლაპარაკზე გადავედით? ესეიგი გეჩქარება. ძალიან კარგი. შენთვის დილეგი მზადაა, ნუ ცხელი წყალიც -და გაიცინა-გაიყვანეთ!,
- სულ შენი ბრალია, შენს გამო ვარ აქ. ეშმაკი და მისი ძალა. თავს ვერ ვაკონტროელბდი! - ყვირილზე გადავედი.
- ბატონო? -ჩემს სახესთან უეცრად მოვარდა და წითელი, ცეცხლისგან დამწვარი ფრთები გაშალა.- ენას მოუკელი თორემ მარადისობას უფრო გავწელავ! იმას რასაც შენ აფუჭებ მე ნუ მაბრალებ! შენი დანაშაული შენი დანაშაულია! გგონია მე მიხარია, რომ აქ ვარ? შემომხედე, ერთ დროს თეთრი ფრთები, კარგი სახლი, ოჯახი, აღიარება მქონდა და ახლა? თქვენი ქცევების გამო მეც ვიტანჯები. კლავთ და ვერ იაზრებთ რატომ. იპარავთ და ვერ ძღებით. შემდეგ აქ მოდიხართ და თქვენი კივილით ჯოჯოხეთს ქმნით. ადამიანის მარცხენა მხარე მიწოდეთ. ყველაფრიდან გამაძევეთ, მტრად მაღიარეთ, გამაგდეთ და კიდევ მე ვარ დამნაშავე?! ვინმეს გესმოდათ თუ როგორ ვყვიროდი?  ვინმეს გესმოდათ დახმარებას, როგორ ვითხოვდი? ზევიდან ქვები დამალაგეთ, დამამახინჯეთ, გამაბოროტეთ, მონსტად მაქციეთ. ყველაზე წმინდა, ჩემი ფრთები მომაგლიჯეთ, ასე რომ მე ნუ მაბრალი იმას, რომ ცხოველები  ხართ! - საკუთარი თავი გააჩერა, ავარვარებული თვალები ჩაიქრო, უკან დაიხია, შებრუნდა, ჯოჯოხეთის ფრთები გაშალა და გაფრინდა.
- მაშინ რატომ ხართ აქ?- ჩუმად ვთქვი, თუმცა კითხვა ვეღარ მოვასწარი.
- რატომ? -მისი ერთ ერთი მოახლე- შენ რა არ იცი? შეხედე. თქვენს გამო მან უბრალოდ ადამიანობა სცადა.
თვალი  გავაყოლე. ვიდექი და ვუყურებდი ანგელოზზს, რომელსაც სისხლი შეაყვარეს, რომელსაც არჩევანი არ მისცეს, ჯოჯოხეთში გამოამწყვდიეს, ლავაში ჩააგდეს, ცხოვრება მოჰპარეს. გულს მწყვეტდა და ცუდად მხდიდა, რადგან ვხედავდი, თუ როგორ ეკიდა გარედან იმედგაცრუებისა და საკუთარი თავის სიძულვილის ცეცხლი.

№1 სტუმარი სტუმარი ანკა

ესე იგი, კომენტარების დატოვება დიდად არ მჩვევია, თუმცა რაღაცეები ვერ გავიგე და ამიტომ 'კითხვასავით' მინდა, თან.
,,- მაშინ რატომ ხართ აქ? - ჩუმად ვთქვი, თუმცა კითხვა ვერ მოვასწარი.,, აი ეს მონაკვეთი. ეშმაკის ამხელა მონოლოგის შემდეგ, ამ კითხვას, აქ, საერთოდ რა დატვირთვა აქვს?
ეშმაკი ხომ ეუბნება, ისედაც.. რისთვისაც არის, რატომაც არის. თქვენ გამაბოროტეთო, მტრად მაღიარეთო და კიდევ ა.შ )) ამას რომ ამბობ, ესე იგი, უკვე გულისხმობ რატომაც არის.
რავიცი, ვფიქრობ, ეს კითხვა საერთოდაც აღარ იყო საჭირო და ის მოახლეც, კიდევ.
თუ შენ აქ რაიმე სხვას გულისხმობდი... რაღაც კიდევ გინდოდა რომ გეთქვაა...
მწერლებს, ასე ხშირად ჩვევიათ. ზოგჯერ, რასაც გაიფიქრებენ იმას აღარ წერენ, ან თუ წერენ მოკლედ/გაკვრით.. ხო ხვდები, რასაც ვგულისხმობ.

კიდევ, ცუდად მომხვდა რაღაც კითხვისას
,,რატომ? -მისი ერთ ერთი მოახლე- შენ რა არ იცი?,,
იცი, როგორ შეიძლებოდა კიდევ უფრო 'ლამაზად' ?
- რატომ? -უეცრად, მისი ერთ-ერთი მოახლე მომიბრუნდა.
ან, რატომ?- მის მაგივრად, მოახლე გამომეხმაურა.
ან კიდევ ბევრი ვარიანტები. ანუ, შენ როგორც გიწერია, განა ეგ სწორი არ არის, ან რამე. უბრალოდ, ჩემი აზრით რაღაც 'სცენარს' ჰგავს, მასე. რავიცი, 'ჩემი აზრით'.
სასვენი ნიშნები აკლია, კიდევ. მაგრამ ეგ, გამოსწორებადია, საერთოდ, დადებამდე თუ ერთხელ კიდევ გადაიკითხავ, შენ თვითონვე გაასწორებ - ხოლმე, ვფიქრობ.
პ.ს ნუ, საბოლოოდ მომეწონა. თავშივე კი უნდა მეთქვა, მაგრამ აქაც მიიღებ - იმედია.
ფენტეზი კარგად გამოგდის, ასეთი სტილის ნაწარმოებები ცოტაა, ამიტომ კარგი იქნება, ამ მხრივაც თუ გააქტიურდები, ყველა იმ დანარჩენთან ერთად, რის შექმნასაც მომავალში გეგმავ.^__^

№2  offline წევრი სოფოკო

სტუმარი ანკა

ძალიან დიდი მადლობა შენიშვნებისთვის. დამწყები ვარ და ნამდვილად გამოვასწორებ. ყველანაირად ვცდილობ განვითარებას. სხვისი აზრი კი საუკეთესოა რათქმაუნდა.
კიდე ერთხელ მადლობა.

№3 სტუმარი სტუმარი Nika

Mokled da konkretulad: breyinvalea❤????

Kitcvis nishnebi tviton dawera gulis emojebs vwerdi????

№4  offline წევრი სოფოკო

სტუმარი Nika
Mokled da konkretulad: breyinvalea❤????

Kitcvis nishnebi tviton dawera gulis emojebs vwerdi????

დიდი მადლობა relaxed

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent