საუბარი მზესთან
ღამის მოწმენდილ ცაზე მოელვარე მთვარე თავმომწონედ დაჰყურებდა გაშიშვლებულ სხეულებს . ქარი ბეთჰოვენის რომელიმე სონატივით აღიღინებულა და სიოს ჰფენდა მხრებზე ნაპირზე მიმავალთ, რომლებიც მოქმედებითა თუ უმოქმედობით, სულს დამონებულები, სულ პატარა მოძრაობითაც კი გასცემდნენ გულის ამოთქმას ისე , რომ ჯავშნად შემოკრული კანის საფარველიც ვეღარ იტევდა სულის სიდიადესა და სიკაშკაშეს . მისთვის შექმნილი ნაწილი ტყუპად გარდიქცევა შეხვედრისას და იმავე წამიდან გაგრძნობინებს თავისუფლებას. თავისუფლებას ბედნიერების ფერი რომ შეუძენია და ჭეშმარიტების კიდისკენ მიგაქანებს თვალებახვეულს.დამძიმებული , პირველად ამოიკითხავ მისი თვალების კიდეში მიხატულ ნაბიჯებს გზას უთქმელად რომ გაუყვებიან ლოყებზე ბილიკებივით და იმ წამიდან იცი რომ აღარაფერი იქნება ისე როგორც იყო . ღაწვებზე ჩამომდინარე ცრემლი ტბორის მაგივრად ჩანჩქერივით ჩაედინება შენში და ბუდეს იდებს სამუდამოთ აღბეჭდილი სევდის სახით . შემდეგ ზღვის ხედით დაბინდული თვალებით ცდილობ საიდუმლო დააცდევინო მის ნაზად მონავარდე ფენებს , რომ შენც იპოვო შენს გულში მიმალული სევდის გასაღები. ტალღებიც თითქოს მტრის სიახლოვეს გრძნობენო წვიმის წვეთებთან შერწყმით გადაფარავენ ფსკერზე დაშვებულ სიმშვიდეს და მხოლოდ მზის ღიმილებს ეგებებიან ღამის ცაზე, ადამიანის გულში შეპარული იმედის მსგავსად.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.