შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე როდესაც...


23-04-2020, 09:56
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 1 214

მე როდესაც დავინახე ამ მოწმენდილ ცაზე ელვა,
თურმე იმ დღეს შენზე ფიქრმა სამუდამოდ ამაღელვა.
თითქოს მე რაღაც მესროლეს და გულში ეს ტკბილად მომხვდა,
იმ დღეს ჩემგან ეჭვის ტოტი სამუდამოდ კვლავაც მომტყდა.

მე როდესაც შევიგრძენი ეს მღელვარე ცივი ქარი,
სწორედ მაშინ ჩემი გრძნობა თურმე ჩუმად მე გითხარი.
თითქოს შენგან შევიგრძენი სითბოს დიდად ნაზი ღვენთი
და გითხარი, სითბოს ტალღებს რომ მხოლოდ შენ დაგიფენდი.

მე როდესაც საბოლოოდ მოვჭერი ის ძველი პალმა,
ამის შემდეგ შენი სახით გულმა რაღაც მომასალმა.
ეს ხომ იყო არას მსგავსი, უჩვეულოდ თურმე ტკბილი,
თურმე ყველა ქალისაგან გასაოცრად სულ შეცვლილი.

მე როდესაც დავინახე ამ მოწმენდილ ცაზე ელვა,
თურმე იმ დღეს შენზე ფიქრმა სამუდამოდ ამაღელვა.
თითქოს მე რაღაც მესროლეს და გულში ეს ტკბილად მომხვდა,
იმ დღეს ჩემგან ეჭვის ტოტი სამუდამოდ კვლავაც მომტყდა.

#მეტიპოზიტივი
#გიჟითავისუფალია




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent