შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვდარია მარტი


16-04-2021, 19:02
ავტორი angry strawberry
ნანახია 1 129

მკვდარ მარტს დასტიროდა გაზაფხული. დამსკდარი კვირტებიდან ცრემლები იღვრებოდა წამლად. ნეტავ, თუ ესმის მასაც.
ოთხი წლის იყო მაშინ, ტიროდა მოთქმით, რა მოხდებოდა, მეზობლის ნანად რომ დაბადებულიყო, ან არ დაბადებულიყო, საერთოდ რატომ გაჩნდა ის, რაც არის. ვერ გაეგო, ტიროდა. კარს მიღმა დედა ელოდებოდა, ჩაის ჭიქით ხელში.
თოთხმეტი წლის იყო მაშინ, საჭმლის ნაღებში ჰქონდა ამოსვრილი ოფლზე მიმხმარი თმები. ტიროდა მარტი.
კლასში ამოუხსნელ განტოლებაზე ახსენდებოდა ღია ვენები. მეგობრის სახლში აინტერესებდა თერთმეტი სართულის სიმაღლე. და მაინც, უყვარს,თუ არა დემეტრეს მარი?!
სიყვარულს მარათონად თვლიდა საწყალი, იცოდა, ვერ გასცდებოდა ფინიშის ხაზს.
უსიყვარულოდ დადგა ნანატრი თვრამეტი წელი. თოთხმეტი წლის მერეც ვერ გაეგო ნატანჯს, რა მოხდებოდა, დაბადებულიყო მეზობლის ნანად.
სიკვდილის შვიდ წამში ეგონა თავი, ვერ გაეგო ხშირად, ცოცხალი იყო, თუ მკვდარი.
მკვდარ მარტს დასტიროდა გაზაფხული. ნაავადმყოფარი სული მიხვდა, ვერ უშველიდა არარსებობა, დასრულდა სიკვდილის შვიდი წამი.



№1  offline წევრი ელიზაბეტი უ.

ვაუ, საინტერესო და სევდიანი ნაშრომი იყო. უცნაურად ამიფრთხიალა გული. წარმატებები!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent