შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ასეთი ბედი აქვთ მგონია პოეტებს


10-03-2021, 20:34
ავტორი sel
ნანახია 1 420

ნახატი ცხოვრების, ალისფერ ფერებით,
ამ სურათს მგონია ვერავინ გაიგებს...
ღრუბლებში დავფრინავ და მზეს ვეფერები,
და მერე მარტი ვარ... და იებს ვარიგებ.

ადრე გაზაფხული ელავენ თვალებში,
მზის სხივებს მიწამდე ჩამოაქვთ სიცოცხლე,
აქა ვარ და თითქოს ვჩერდები წვალებით...
წავალ და მგონია რომ მერეც ვიცოცხლებ...

შორი ცა მიზიდავს, შორი ოცნებები,
წარსულს დანანება და დარდი სცოდნია...
ლექსებში გაშლილან სიცოცხლეს ვენები
და სევდა ძვირფასო სიკვდილი როდია...

ასეთი ბედი აქვთ მგონია პოეტებს,
მგონია პოეტებს ცა უფრო შეშვენით...
როგორც მზის ჩასვლილსას გადაშლილ მოლბერტზე
ფურცლებზეც სტროფები ჩნდებიან შემთხვევით...

ნახატი ცხოვრების, სევდიან ფერებით _
ამ სურათს მგონია ვერავინ გაიგებს...
ღრუბლებში დავფრინავ და მზეს ვეფერები,
და მერე მარტი ვარ... და იებს ვარიგებ.

Selassie



№1  offline წევრი Chocolate from White Hell

მარტი...)) ვგიჟდები მარტზე და ზოგადად გაზაფხულზე, ლექსების კიდევ რა მოგახსენოთ.

არ არის ჩემი სტიქია ლექსები, ვერ ვუდებ ხოლმე გულს, მაგრამ...არსებობს ერთი მაგრამ...ვაი და თუ სასწაული მოხდა, ცა გაიხსნა და ა.შ.-წავიკითხე და ამასთანავე მომეწონა, მერე წურბელასავით ვიცი ხოლმე მიწებება)))
საერთოდ არ ვიცი თქვენი შემოქმედება, მაგრამ სურვილი მაქვს გაცნობის და გავეცნობი.
მანამდე კი მინდა გითხრათ, რომ მომეწონა. მარტის ხილვამ, იმდენად აღმაფრთონავა....

შეხვედრამდე❤️

 


№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ბრავო.. გულწრფელად, შენს ლექსებს მხოლოდ რაფაელოს თუღა დაუმატებს ადამიანი...
შესანიშნავად წერ

 


№3  offline წევრი sel

Chocolate from White Hell
მარტი...)) ვგიჟდები მარტზე და ზოგადად გაზაფხულზე, ლექსების კიდევ რა მოგახსენოთ.

არ არის ჩემი სტიქია ლექსები, ვერ ვუდებ ხოლმე გულს, მაგრამ...არსებობს ერთი მაგრამ...ვაი და თუ სასწაული მოხდა, ცა გაიხსნა და ა.შ.-წავიკითხე და ამასთანავე მომეწონა, მერე წურბელასავით ვიცი ხოლმე მიწებება)))
საერთოდ არ ვიცი თქვენი შემოქმედება, მაგრამ სურვილი მაქვს გაცნობის და გავეცნობი.
მანამდე კი მინდა გითხრათ, რომ მომეწონა. მარტის ხილვამ, იმდენად აღმაფრთონავა....

შეხვედრამდე❤️


შეხვედრამდე ???? მანამდე კი მონდა გითხრათ რომ მადლობა ????

ლაზარე 13
ბრავო.. გულწრფელად, შენს ლექსებს მხოლოდ რაფაელოს თუღა დაუმატებს ადამიანი...
შესანიშნავად წერ


მადლობა ????

 


№4  offline წევრი laelake

ვაუ! რა კარგი ლექსია❤ ძალიან კარგად წერთ❤

 


№5  offline წევრი sel

laelake
ვაუ! რა კარგი ლექსია❤ ძალიან კარგად წერთ❤

მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent