უშენოდ
სისხამი დილაა, წვიმამ ცოტა ხნის წინ გადაიღო, მაგრამ ლილე უკვე ფეხზეა, ყავას სვავს და ფანჯრიდან არსებულ ჰორიზონტს აკვირდება. გრძნობს, რამდენად მარტოა... მისი ორმხრივი მარტოსულობა როგორც ფიზიკური, ისევე სულიერი, ბოჭავს და თავისუფლად სუნთქვას ნელ-ნელა უხშობს. ახსენდება მისი და ალექსის პირველი შეხვედრა, პირველი ჩახუტება, პირველი კოცნა, რომელიც არასდროს დაავიწყდება.. ბოლო და უკანასკნელი პაემანიც ახსოვს.. ჯერ კიდევ უავეჯო ბინა და პიკნიკი სახლში; როგორ სვავდნენ და აცისკროვნებული თვალებით უყურებდნენ ერთურთს... მაშინ იმდენად საინტერესოდ ჩაესმოდა „ჩვენ“ , იმდენად, რომ ზოგჯერ ეშინოდა მომავალი არ გამქრალიყო... მაგრამ ახლა ზის, მარტო ფანჯარასთან, უჭირავს კალამი და განცდათა მატერიალიზაციას ცდილობს; "ყველას და ყველაფერს აქვს თავისი მიზეზიო, ამბობებ; შენც ერთ-ერთი ძალიან დიდი მიზეზი იყავი; მიზეზი, რომელმაც ჯერ ყველაფერი სხვანაირად დამანახა, შემდეგ კი უბრალოდ ამაცალა რწმენის ერთადერთი დარჩენილი აგური. დეკემბრის მზესავით უცაბედად გამოჩნდი და ამაზე მალე გაქრი.. ჩემი წარმოდგენები თბილისის თოვლთან ერთად გალღვა.. მეუბნებოდი, ყველაფერს მირჩევნიხარო და მეც მჯეროდა. მართალია, ზოგჯერ ეჭვი მეპარებოდა, მაგრამ მაინც პატარა ბავშვივით მიხაროდა. არ ვიცი ეს ნამდვილი სიყვარული იყო თუ უბრალოდ ილუზიის ნაყოფი, მაგრამ ის ვიცი, რომ ინტერესის კარი ჩარაზე.. დიდი ხანი გავიდა, მაგრამ ისევ მახსოვს როგორ მიცქერდა შენი თვალები და როგორ გაბედნიერებდა ჩემი სიხარული.." |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.