შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

28 ნოემბერი

7-05-2021, 20:55
ნანახია 860

... და მე მოვკვდი, 28 ნოემბერს. ოცი წლის ასაკში პირველად მეცვა ასე მდიდრულად და ლამაზად. მართლა კარგად გამოვიყურებოდი, ზუსტად ისეთი შარვალი, ფეხსაცმელი, პიჯაკი და პერანგი მეცვა როგორიც მომწონდა (ამბობდნენ უყვარდაო). არ ყოფილა აუცილებელი სიმდიდრე იმისათვის, რომ კარგად გამოიყურებოდე. სიკვდილიც კმარა. ვხედავდი როგორ მოდიოდნენ ადამიანები და დამტიროდნენ. ვფიქრობდი:
- რას დამტირიან? ცოცხალი მაინც ვიყო.
ყველაფერს და ყველას ვხედავდი. ცოტა გული კი მწყდებოდა, მაგრამ ვერაფერს ვგრძნობდი.
დიდი აყალ-მაყალი იყო ჩემს გასვენებაში. სხვათაშორის წვიმდა და უკანასკნელ გზაზე წვიმაშიც არ გამატარეს, (არადა ყველამ იცოდა, რომ წვიმა მიყვარდა) დასველდებაო ამბობდნენ, თითქოს და გავცივდებოდი. ქუჩები შავად მიედინებოდა წვიმის წვეთებში და ნიაღვრად მოსული ხალხი ამლაშებდა მიწას ცრემლებით. ის სცენა ძალიან მომეწონა ამ ოც წლიანი ფილმის დასასრულს საფლავში, რომ ჩამდეს და მიწის დაყრა დამიწყეს. ცოცხალი რომ ვყოფილიყავი, ალბათ ამეტირებოდა. დახურეს ეს ჩემი სარკოფაგი და მას შემდეგ არავინ მინახავს. რაღაცეები კი გამატანეს თან, მაგრამ ვერ ვხვდებოდი რაში მჭირდებოდა. ამბობდნენ-უყვარდაო.
ერთადერთი რაც მიყვარდა, ღამე ვარსკვლავების და მთვარის ყურება იყო. ფიქრი უსასრულობამდე და წერა. ისიც არ ვიცოდი სად მოვხვდებოდი, ან საერთოდ თუ არსებობდა ეს რელიგიური ადგილსამყოფელები. რუკა მაინც ჩაეგდოთ კუბოში. რამდენიმე დღე ასე ვიწექი და ვფიქრობდი.
ერთადერთი რაც მაკლდა, ვარსკვლავიანი ცა და მთვარე იყო. რამდენიმე დღის შემდეგ ჩემმა ორგანიზმმა დაიწყო ფოსფორის გამოყოფა. პატარა ციცინათელებს გვანდნენ, სასახლე გამინათეს და ჩემს გონებაშიც უცბად შეიქმნა ფანტაზია, ვარსკვლავიანი ღამის. არაფერი არ მაკლდა და არავინ არ მაკლდა. არც მშიოდა და არც მციოდა, ცაც მქონდა ფოსფორის სახით და ფიქრიც ულევად მესხა. ამ ყველაფერს რაც აკლდა მთვარე იყო. დროის აღქმა დავკარგე, ფოსფორი შეიცვალა, ისიც არ ვიცი რამდენი ხნის შემდეგ, ან როგორ და კოსმოსში აღმოვჩნდი. აი, იქ უკვე საინტერესო იყო. ვიღას ახსოვდა ცოცხლები, მე მკვდარმა ავიხდინე ოცნება. ვეღარ გამეგო სამოთხე იყო თუ ფიქრის წარმოსახვა, მაგრამ ასეთი რეალური?
ბევრი რამ მაინტერესებდა, წინ და უკან დავფრინავდი გრავიტაციის ძალით და მილიონობით კილომეტრებში პეპელასავით დავფრინავდი. არაფერი მანაღვლებდა და მაფიქრებდა. უცებ მზე ამოვიდა და ყველაფერი გათეთრდა. საწოლიდან წამოვხტი, აქეთ იქით ვიყურებოდი სულელივით. მივხვდი, რომ სიზმარი იყო, შიშმა შემიპყრო, ვერ გამეგო რა მომწონდა და რა მიხაროდა იქ ყოფნისას. ამაზე გიჟურმა ფიქრებმა ამიყოლია, რომ მე მოვკვდი. გამახსენდა, რომ სამსახურში ვიყავი წასასვლელი და უცბად გავემზადე, სახეზე წყალი შევისხი და აივანზე გავედი. თენდებოდა, მაგრამ ისეთი ღრუბელი იყო საწვიმარი ქურთუკი ჩანთაში მაინც ჩავიგდე. სახლიდან გავედი და გათენდა, 28 ნოემბერი...

№1  offline წევრი EllaTriss

საბა, გამარჯობა.
მომეწონა.
არვიცი, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან დავიზაფრე მაინც.
არის რაღაც ღრმა.
და კიდევ იმაზე ღრმაც, რაც თითქოს არ ჩანს, მაგრამ ვიცით, რომ არსებობს.
ყოველთვის უნდა წერო ის, რაც გულიდან წამოვა. ჩემთვის, ეს ჩანახატია ამის ნათელი მაგალითი.
დავინახე, შენი შინაგანი სამყარო. რაღაც არარეალური და ამავდროულად, ძალიან რეალური.
კარგად წერ, უდაოდ.
გრამატიკული შეცდომები, ეს გამოსწორებადია.
მთავარია, რომ მკითხველამდე მოგაქვს.
წარმატებებს გისურვებ!

ვიცი, რომ ყველა მწერალს თავისი სტილი აქვს წერის და მაინტერესებს თუ ხედავ რაიმეს რაც გამოარჩევს ჩემს ჩანახატებს სხვებისგან?

№3  offline წევრი EllaTriss

საბა სეთურიძე
ვიცი, რომ ყველა მწერალს თავისი სტილი აქვს წერის და მაინტერესებს თუ ხედავ რაიმეს რაც გამოარჩევს ჩემს ჩანახატებს სხვებისგან?

თავად ახსენე, რომ ყველას თავისი სტილი აქვს და ყველა რაღაცით გამორჩეულია.
პირადად ჩემთვის, შენი ჩანახატი იმითაა განსაკუთრებული, რომ გითრევს - თითქოს, გეძახის. კითხვას რომ დაიწყებ, ვერ მოსწყდები. იგრძნობა ის, რომ რაღაც გაქვს შენიღბული და ბოლოს, ამას უნდა ახადო ფარდა. სწორედ ამიტომ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეგიძლია მკითხველი მიიზიდო, დააინტერესო.
ეს არის ის, რაც გამოგარჩევს.

EllaTriss

საინტერესოა. მადლობა დიდი <3

№5 სტუმარი სტუმარი მარიკო

ძალიან საინტერესო და დამაფიქრებელი იყო ♥

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent