გაიღიმე წვიმს
შვიდი სექტემბერი იდგა. ცა დედამიწას მოღუშული დაჰყურებდა - მალე იტირებდა. განაწყენებული იყო, ალბათ რაღაცაზე. მე კი, მიხაროდა, რომ მალე პატარა წვეთები, მოევლინებოდნენ ქვეყანას. კანში ვეღარ ვვეტეოდი. მსმენელად, სულ ის ყვავილის ფორმის ღრუბლები მევლინებოდა, მერე შვილებს რომ მოავლენდა ქვეყნად. მეც, სიხარულით ველოდი, კიდევ ერთხელ. კიდევ ერთხელ, შევძლებდი მასთან ერთად ტირილს და მერე გაღიმებას. ბაბომ, სიკვდილის წინ, მითხრა: რომ გაიღიმებ, ამინდიც გამოიდარებსო... არ მესმოდა - ამიტომ წვიმა არ მიყვარდა, რადგან ჩემს ბაბოს ნათქვამს არ ამართლებდა. მაგრამ ახლა წვიმა მიყვარს, სულ იცის როდის მოვიდეს გამომშრალი მიწის გასასველებლად და ჩემი ცეცხლის გასანელებლად. **** ახლაც აივანზე ვზივარ და წამებს ვითვლი, რომ პირველი წვეთი, დავიჭირო. ჩემთვის, საკრალური იყო და უკვე ჩვევაში გადაზრდილი. მჯეროდა თუ პირველ წვეთს დავიჭერდი, მომდევნო წვიმამდე არაფერი მოხდებოდა. ტელეფონის ხმა გაისმა. - ააააა. ჯანდაბა! - ამოვიღმუვლე.-ალბათ ისევ ბანკირი მირეკავს. - ჩავისუნთქ-ამოვისუნთქე. ტელეფონთან მივირბინე და ყურმილი ავიღე. -გისმენთ. - ვუათხარი ფოლადის სიმტკიცით. (აი მესმის შემერთება, გეგონება იმას ქონდეს ვალი, რა მყარად ეუბნები "გისმენთ" ჰაჰ..) ალტერეგომაც გაიბერტყა ყური და სმენა დაძაბა. მე კი უკვე მეტირება ამდენი პრობლემის გადამკიდე.. ფანჯარაში გავიხედე წვიმდა. სევდიანად ჩამეღიმა. ვერ მოვასწარი. -გამარჯობა, ქალბატონ ლოლიტას ვესაუბრები? - გაისმა მეორე მხრიდან, მშვიდი ბოხი ხმა და უკვე დამაჟრიალა. ნამდვილად ბანკირია. სახე მომერყა. ასეთი ხმა მაინც არ ქონდეს. უკვე მეორედ მომინდა ტირილი. -დიახ, რა ხდება?! - ყოჩაღ, ყოჩაღ. მაგრად სდექ! -**** ბანკიდან გაწუხებთ, თქვენი გადახდის ვადა დაგვიანებულია.. - ხმაში, რაღაც დამცინავი ნოტები, შეერია და გულით მომინდა მიწა გამსკდომოდა, რომ ჩავეტანე. -დიახ, იცით... - ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და ჩემს ფოლადის ხმასაც, შეეპარა ბზარები. -თუ ერთი კვირის განმავლობაში, არ გადაიხდით დავალიანებას, ავტომატურად, მოხვდებით შავ სიაში და თქვენი უძრავი ქონება, სასამართლო განჩინების თანახმად გადმოგვეცემა! მაგრამ... -მაგრამ? - გულში იმედის მომცემმა ნაპერწკალმა ეულად გაიელვა. -მაგრამ შეგიძლიათ მობრძანდეთ "******" ადგილზე და როგორც თქვენმა კოორდინატორმა, გავესაუბროთ ერთმანეთს და სხვა შესაძლებლობაც განვიხილოთ. - ის ნაპერწკალიც უკვალოდ გაქრა, რომელიც საცოდავად დაძრწოდა, რამდენიმე წამის წინ სხეულში. აშკარად სესხის გადაფარსვას და ახლის გამოტანას მომთხოვენ. -რასთან დაკავშირებით?! დაახლოებით რომ.. - აღარ დამასრულებინა. -მობრაძანდით დღეს ან ხვალ და ადგილზე გაიგებთ. - ოღონდ, ხალხი მიიზიდოთ და მერე ყელში თითებს მახრჩობელა გველუვით წაუჭერთ... თქვენი დე.. აივანზე გავალ უნდა დავმშვიდდე, ასე ავფეთქდები. მიმოვიხედე ჩემი კატა არ ჩანდა. არადა მიყვარს მისი კრუტუნი. -ლუსიიი! ლუსიი! ფს.. სად ხარ?! გამოდი, თორე საჭმელს არ გაღირსებ! - საჭმლის ხსენებაზე, ჩემი მოცუცქნული კნუტიც( რომელიც, წვიმაში ალფალტზე საცოდავად მობუზული ვიპოვე) კნავილით გამოვარდა, საძინებელი ოთახიდან. ამ სიტუაციას რომ აღვიქვავ, უკვე ხარხარი მინდა.. მოაჯირთან სავარძელი ახლოს მივწიე, კნუტის საჭმელი, ხელის გულში ჩავიყარე და კნუტი, კალთაში ჩავისვი. თავზე ვეფერებოდი და მანაც სიამოვნების კრუტუნი ამოუშვა. გამეღიმა. -ლუსი.. სახლი აღარ გვექნება მალე.- გაღიმებულს თვალზე ცრემლი მომადგა. -შენ, ნინა ბებოსთან დაგტოვებ და იყავი მასთან, მერე უჩემოდ. - კნუტმა ნინას ხსენებაზე, ყურები ცქვიტა და გაოგნებულმა ამოხედა. გამეცინა. ვერ იტანდა ის ქალი კატებს. -მიაუ.. - თვალები აუელვდა, აშკარად მეკითხებოდა: რა დაგიშავე ასეთიო.. ისევ ავხარხარდი. ცხოველები მართლა ძალიან ჭკვიანები არიან. ან მე გავგიჟდი. ****** თოთხმეტი სექტემბერი. ერთი კვირაა რაც არ უწვიმია. მე - ისე მჭირდება, როგორც არასდროს. მინდა, მასთან ერთად ვიტირო. დღეს ღამის თორმეტზე, ძალაში შევა კონტრაქტი და ჩემი წინაპრების სახლიც გაიყიდება. ბოლო ღამეა დღეს, რომელსაც ჩემს სახლში, ჩემს თბილ სახლში გავატარებ. ამიერიდან, ვეღარც წვიმის პირველ წვეთს ვეღარ დავიჭერ, ჩემი აივნიდან და ვეღარც ჩემი მშობლების კვალს ვიპოვნი, ვეღარსად. ერთი გულში შემომრჩა, მაგრამ მალე ეს გულიც გაქრება. სავარძელში ვზივარ. წინ გადაშლილ სივრცეს ვუყურებ, მერე ცას ვაშტერდები და მეღიმება, არც მახსოვს ასე ოდესმე თუ გამიღიმია, ისე მომინდა, როგორც წვიმას წვეთის დაჭერა. -ეჰ ბაბო, ხედავ? ვიღიმი, მაგრამ არ აქვს გამოდარება. არ იდარებს ბებო, არც წვიმს. უცებ ფეხებთან, თბილი ბეწვის შეხებას ვგრძნობ, უფრო მეღიმება. ერთადერთი სულიერი დარმრჩა და ისიც კნუტი. უკვე საზარლად ვხარხარებ თან თვალებიდან მარილიანი სითხე ისე მოჟონავს, როგორც დამპალი სახურავიდან წყალი, წვიმის დროს.. კნუტი ხელში ამყავს. უცნაურად ამომყურებს, ისეთი შეგრძნება მაქვს თვალებში ვარსკვლავები უნათებს, მე აღარ მიყურებს ზევით იხედება. მეც ინსტიქტით მას ვბაძავ და ვხედავ ციდან მოფარფატე წვეთს.. თითქოს მელის რომ დავიჭირო. -არა! აღარ დავიჭერ, დამღალა, აზრი არ აქვს. - თავს ისევ ქვევით ვხრი და კნუტს ვუყურებ. კნუტი ხელზე თათს მისმევს და თავით წვეთისკენ მანიშნებს. მართლა გავგიჟდი ალბათ.. წვეთი დავიჭირე. მუჭში მოვიქციე და ელვამაც არ დააყოვნა. მთელი ცა გაანათა.. მთელი თავისი სიდიადე გამოაჩინა.თ ითქოს სპეციალურად შემაშნა. არა! აშკარად გავგიჟდი, ელვაც კი ჩემს გამო გაჩნდა ცაზე, ხო? ჰაჰ. ამ ბოლო დროს, ნარცისიზმი, ტვიმს გიბინდავს ლოლიტა. სახლში შევედი, აივნის კარების ჩარაზვა დავიწყე, ქარის დროს ძალიან ხმაურობს ხოლმე. კნუტი ჩემს ფეხებთან დახტუნავს და რაღაცას ეთამაშება. მეღიმება. მისაღებში შევდივარ და შუქის ჩამრთველს ხელს ვაჭერ. რათქმა უნდა არ ჩაირთო. აბა როგორ?! დაიგრუხუნა. ტელეფონის ფანარს ვრთავ და პირდაირ საძინებელში მივემართები. ნახევარი საათი, მოუსვენრად ვწრიალებ და მერე სოციალურ ქსელს ვამოწმებ. ჩემი კლასელი, მილოცავს რაღაცას.. "ლოლიიი როგორ გამეხარდა გოგო.. გილოცავ.. მიყვარხარ!!!..." აშკარად არანაირი მნიშვნელოვანი დღე არა... რა დღეა? ორშაბათი. მეორე smsმოდის. "ლოლა გილოცავ ჩემო კარგო, მშვიდობაში" რა ხდება?!.. გვერდს ვასრიალებ და ვხედავ სტატიას.. ჩემი რიცხვები.... გამარჯვებილი ბილეთი.. რაა? ვიდეოს ვხსნი და ეკა ამირეჯიბი... ჯანდაბა.. მე, მე მოვიგე?! ვაიმე.. მძინავს ხო? -ლუსიიი! მოდიიი! - მინდა დავინახო რომ მოძრაობს და ვაკბენინო რომ დავრწმუნდე.. არა ეს შეუძლებელია.. დამამშვიდებელი უნდა დავლიო.. უჯრაში ტელეფონის შუქით, ვეძებ წამლებს და ვსვავ. მეძინება. ****** წვიმს... აივანზე ვზივარ და სივრცეს გავცქერი. მოღუშული ვუყურებ ამ სანახაობას. სიცივე არ მიყვარს. თვალებს ვძაბავ და ვხედავ წვიმაში მოცეკვავე გოგონას.. ნუთუ არ სცივა? ჰმ! გაცივდება ნამდვილად. მზერას ვარიდებ და სხვა მხარეს ვიხედები. თუმცა ინტერესი კვლავ მძლევს და პირვანდელ ობიექტს, ვირჩევ, ისევ სამზერად. რა ლამაზია.. მეღიმება. ალბათ, უხარია რამე. - ლოლიიიი.. -გისმენ, ბაბო. - ვუღიმი და მერე ისევ მექუფრება სახე. -რა არი ბაბო, რა სახე ჩამოგტირის? - გამიღიმა. -გავიბუსე. - წვიმს.. -მერე შენ გაიღიმე და გამოდარდება.. - ისევ გამიღიმა და თავზე ხელი გადამისვა. ****** დილას ადრე გამეღვიძა, უფრო სწორად სიზმარმა გამაღვიძა. ტელეფონი მოვძებნე sms გადავამოწმე მართლა თუ მოხდა ეს და ჰოი საოცრებავ.. მე "მილიონერი ვარ"... გამეღიმა გარეთ, გავიხედე წვიმდა. სიფრიფანა კაბა, გადავიცვი და წვიმაში გავგარდი. ვცეკვავდი. დიდად არ გამომდის, მაგრამ ვცეკვავდი ჩემს მელოდიაზე. ჩემს ნოტებს ვამღერებდი, წვიმასთან ერთად. მეღიმებოდა.. ბაბო მართალი იყო, გაიღიმებ და გამოდარდება!... * იმედი მაქვს ის რამდენიმე წამი რაც მე დამითმეთ, ამ ჩანახატს... ისიამოვნეთ. მეტი რა უნდა მინდოდეს?! :)) პ.ს.. გამიზიარეთ თქვენი ყველა გააზრებული და ვერგააზრებული.. მე გელით.. ამაზე სასიამოვნო არ მახსოვს რამე ვიდრე როცა ყოველ ახალ "კომს" ვნახულობ. მერე რა თუ არ მოგეწონებათ.. შემდეგისთვის ვეცდები უკეთესი დავწერო.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.