ღამის ფიქრები
შემიძლია ვიჯდე, მოვწიო სიგარეტი და დავუკვირდე როგორ იწვის, როგორ ვუშვებ პირიდან ბოლს… შემიძლია ბევრი სიგარეტის ჩაწვას მსგავსად ვუყურო და თითქოს არაფერზე ვიფიქრო... არადა მგონია ამ დროს უფრო მეტად ვფიქრობ ყველაფერზე და საკუთარი თავიც კი მიმალავს ამას. შემიძლია ამას ვწერდე და ჩემს ხელებს ვუყურებდე თუ როგორ ვატკინე საკუთარ სხეულს. დაკაწრულია, ფრჩხილებისა და კბილების კვალი ემჩნევა და იცი? ხანდახან ეს მელამაზება... არადა მგონია, რომ სათანადოდ არ მიგრძვნია ტკივილი და ეს ყველაფერი არაფერია მასთან შედარებით რაც დიდი ხანია ჩემს თავში ხდება. შემიძლია რომ ვცადო გახსენება იმისა თუ რა იყო ჩემი მიზანი... მე ხომ ყოველთვის ვიცოდი რატომ უნდა მეცხოვრა... როგორ უნდა გადამეწყვიტა პრობლემა, როგორ უნდა მომეყტუებინა ხალხი, როგორ უნდა მემართა ისინი ემოციურად. შემიძლია ყოველდღე შევამოწმო საკუთარი თავი, კვლავ ხომ არ ვარ დასიებული, ცუდად ყოფნის და წნევების გამო.. თავს ცუდად ვგრძნობ და საწოლიდან ძლივს ვდგები. შემიძლია ჩავიხედო სარკეში უამრავჯერ, რათა ვნახო ჩემი წონა კვლავ შეიცვალა თუ არა, ჩემი ცუდად ყოფნისგან. არადა თან ვიცი, როგორ გავაკონტროლო ეს ყველაფერი. შემიძლია სარკეში ყოველი ჩახედვისას მზერა მოვარიდო საკუთარ თვალებს, რათა მორიგი იმედგაცრუება არ დავინახო. და რამდენჯერაც შევეჩეხები საკუთარ მზერას, იმდენჯერ ვხედავ რომ მე ვარ. ნამდვილად მე ვარ. არადა ვიცი რომ ეს ფაქტი უფრო მეტად მასუსტებს. შემიძლია აივნიდან ფოთლებს ვუყურო, რომლებსაც ქარი მოსვენებას არ აძლევთ. შემიძლია მზეს სახე მივუშვირო და თითოეული წამი ვიგრძნო თუ როგორ ვთბები. არადა ამ დროს თუ დაბლა ჩავიხედავ ადამიანებს დავინახავ, ყოცვლთვის ვიცი, და ეს ყველაფერი რეალობაში დამაბრუნებს. ყოველჯერზე ამას ვაკეთებ, ლოგიკურია. შემიძლია ვიოცნებო იმ დღეზე როდესაც წიგნს დავწერ... თუ როდის ვიქნები ამისთვის მზად... შემიძლია საწოლიდან არ ავდგე და დავაკვირდე საკუთარ სხეულს, თუ როგორ ისმის ყურებში გაურკვეველი ხმა, თუ რა სიმძლავრით ფეთქავს მასში ჩემი გული. თუ როგორ ირხევიან ჩემი ხელები გაურკვევლად და მზერა როგორ შეშდება კედელზე... შემიძლია მთელი კედელი ყველა დეფექტით და მისი დიზაინით დავიმახსოვრო... დავთვალო ფიგურები, მათ შორის ხაზები. შემიძლია ასე სამუდამოდ დავრჩე, რადგან თავში აურზაური კი არა სიცარიელეა. არადა გულის სიღრმეში ვიცი, რომ მალე ავდგები, მივალ სარკესთან, მოვწევ სიგარეტს, გავიხსენებ ჩემს მიზნებს, შევამოწმებ საკუთარ თავს და აივანიდან ვეცდები უახლოესი შენობების ფანჯრებში შეხედვას, რადგან ვნახო ხალხი როგორ ცხოვრობს, სახლი როგორ აქვთ მოწყობილი. შემიძლია მადლიერი ვიყო ჩემი შინაური ცხოველის, რომელიც თავისი შეხებითა და კონტაქტით, მაგრძნობინებს, რომ ვცხოვრობ. უნდა დავბრუნდე ციდან დედამიწაზე და რაიმე ვაკეთო. რადგან ის ნამდვილია. მე კიდევ უჩინარი. მთელი ცხოვრება მხოლოდ ეს მინდოდა. ვერავის შევემჩნიე. შემიძლია ჩემი სათამაშო კუ ჩავიხუტო, ხელი გადავუსვა და სევდიანი მზერა მივაპყრო რამდენიმე წამით. ჩვენ ხომ ერთი წარსული გვაქვს. ის ხომ მეხმარებოდა, მის შიგნით ფურცლები დამემალა, რომ არავის ენახა. მისი თავი გამომეყენიბა, მაშინ როდესაც ვცდილობდი მისი სახელით მეწერა და ხალისი შემენარჩუნებინა. შემიძლია მუდამ ვუყურო, როგორ იცვლება ფერები ჩემს სანათში. შემიძლია მათი ყურებით დავტკბე და გამიხარდეს, თუ როგორ ლამაზია, რომ ამ სამყარომ ფერები შეგვიქმნა. შემიძლია მთელი ჩემი ცხოვრება და ადამიანები 1 წამში გავიხსენო და სწრაფი კადრით თვალი გადავავლო მათ. შემიძლია ვწერო ჩემს იმედგაცრუებებზე, ცუდად ყოფნაზე.. იმ ადამიანებზე, ვინც აქამდე მომიყვანა და თუნდაც უმნიშვნელო როლის შესრულება მოუწიათ. მე ხომ შემეძლო მეწერა დაუღალავად ჩემს პირველ სიყვარულზე, იმ იმედით რომ ერთ დღეს წავაკითხავდი... არადა ვიცი ამას არასდროს ვიზავ. მე ხომ შემიძლია იმდენად შევიყვარო კვლავ, რომ ეს წერილი მხოლოდ შენ წაგაკითხო. თითქოსდა რაიმეს თქმას ვცდილობდე... არადა, დამიჯერე, სიჩუმე მირჩევნია. მე შემიძლია ყოველი ფიქრი და წამი დავხარჯო შენი წარმოდგენით. ჩვენი წარმოდგენით. ზოგჯერ როგორი ლამაზია ცხოვრება ჩემს წარმოსახვაში შენთან ერთად იცი? ნებისმიერი ისურვებდა ჩვენს ადგილას ყოფნას. შემიძლია ამ სიყვარულს სახელი დავარქვა და კვლავ გავაგრძელო მოწყენა შენი თვალების გამო, რადგან ყოველი გახსენებისას მტკივა შენი მზერა და თვალებში ჩახედვა, რადგან საკუთარ თავს მახსენებს. აბა მითხარი რა საჭიროა სარკეში ყურება, როდესაც შემიძლია შენს თვალებში „მე“ დავინახო? სადმე ვიპოვნო, ოდნავი იმედი, რომ მხოლოდ მე არ მიყვარხარ. არადა იმდენად ძლიერი ვარ, ახლაც თვალზე ცრემლით, შემიძლია გავიღიმო... ოდნავ... ძალით... ღრმად ჩავისუნთო, რომ ეს სიმძიმე მომეშვას.... სიმძიმე ჩემი წარმოსახვებისა, სადაც ბედნიერებას მხოლოდ შენში ვხედავ. შემიძლია გავჩერდე. შემეშინდეს. გავაანალიზო, რომ შეიძლება არც ეს სიყვარულია რეალური და დროთა განვალობაში გადავივიწყებ ამ ნაწერსაც... რომელიც ერთ დროს ყველაფერს ნიშნავდა და რომლსაც დრო, როგორც მთელ სამყაროს, ამასაც როდესმე გაანადგურებს, მიმაჩვევს, დამავიწყებს, გამაღიმებს, სევდას მომგვრის.... ღრმად მწამდა, რომ ჩემი პირველი სიყვარული ნამდვილი იყო... ასეც იყო. არ შევმცდარვარ. ღრმად მწამდა, რომ ოდესმე, ამდენი წლის შემდეგ, კვლავ მოულოდნელად შევიყვარებდი ვინმეს და ის იქნებოდა ბოლო. არ მგონია გავუძლო შენს დავიწყებას, წარსულში დატოვებას და სხვის შეყვარებას. არ მინდა ვაღიარო, რომ არ შემიძლია ამ გრძნობას იმდენად ჩავებღაუჭო, რომ არ მივცე წასვლის შესაძლებლობა. მაგრამ დროა ვაღიარო... ის ფაქტი, რომ ჩემს გვერდით ადამიანები ცხოვრებას იცვლიან, წლებს მიჰყვებიან, თავიანთ ადამიანებს პოულობენ და ცვლიან ყველაფერს.... ეს ფაქტი მე მკლავს. რამდენადაც მიხარია მათ გამო, იმდენად ვწუხვარ რომ ეს ყველაფერი ჩემთან არ ხდება. მე ხომ ვერავინ შემიყვარებს ისე, როგორც მათ იყვარებენ. მე ხომ მთელი ცხოვრება ასე ჯდომა და წერა მომიწევს. შიში მექნება ყოველთვის, რომ სათანადოდ კარგად ვერ გადმოვცემ ჩემს ფიქრებს. მე ისევ დაკარგული ან მართლა გამქრალი ვიქნები. არადა მხოლოდ ის მინდა, რომ მყავდე გვერდით.... შენივე ნადმდვილი გრძნობით, სადაც ეჭვი არ არის. სადაც არ იქნება სიყალბე. სადაც ვირწმუნებ, რომ შევძლებთ შევინარჩუნოთ ერთმანეთი. და ბოლოს... მე შემიძლია ამხელა რაღაც დავწერო, მხოლოდ იმიტომ, რომ გითხრა, ვფიქრობ, ჩემი ადამიანი ხარ. ისინი... ყველა... ზოგი სწორი იყო და უფრო მეტი არასწორიც. ჩემი კი არავინ ყოფილა შენს გარდა. ახლა უცებ გადავწყვიტე, რომ ეს შენს დაბადების დღეზე წაგაკითხო. ვიცი შეწუხდები და არ გესიამოვნება ეს ფაქტი, შეიძლება არც წაიკითხო ან მოგვიანებით წაიკითხო... მაგრამ მინდა ეგოისტი მეც ვიყო. ბევრჯერ მინდოდა დამერეკა შენთვის... გუშინაც, როდესაც არა ადეკვატური ვიყავი, ვკანკალებდი აივანზე, უცნაური ტკივილის ხმებს გამოვცემდი, ცრემლები ხანდახან მომდიოდა. ფოთლებთან ერთად მეც რითმში ვირხეოდი და ვერ გამეკონტროლებინა საკუთარი თავი.... მინდა ბოლომდე რომ წაიკითხავ, ბედნიერი იყო... იმის გამო რომ ვიღაც ამდენს ფიქრობს შენზე. იმის გამო, რომ ვიღაცას უყვარხარ და უნდა ცოცხალი იყო. უნდა შენთან ერთად აღნიშნავდეს ყველაფერს და უბრალოდ შენთან იყოს, თუნდაც ჩუმად... მინდა შენთან ერთად სახლი მქონდეს. ვიცი შეგაწუხებს ეს ყველაფერი. მაგრამ მინდა იცოდე შენ არ ხარ არაფერში დამნაშავე. ეს მე გადავწყვიტე რომ მიყვარდე და ამას იმდენჯერ გიმეორებდე, ვიდრე ოდესმე ვინმესთვის და ყველასთვის ერთად მითქვამს. მინდა იცოდე, რომ მრცხვენია ამ წერილის გამო. წარმოვიდგინე, ვიღაც მორიგმა, ყოფილმა ადამიანმა, რომ ეს გამომიგზავნოს... ვიფიქრებდი, რომ მართლაც ფსიქოპატია... არ შემიძლია ბოლომდე მოგიყვე ყველაფერი, არადა რამდენი რამის მოყოლა მინდა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.