ღამის ფიქრები
საინტერესო ისტორიების მოსმენას შეძლებთ, თუ ადამიანს ჰკითხავთ დაასათაუროს მისი ცხოვრება. ჟურნალისტიკაშიც ისწავლება და ცალკე ლექცია ეთმობა სტატიებისთვის კარგ სათაურს. რა ერქმეოდა თქვენს ცხოვრებას ის რომ წიგნის სათაური ყოფილიყო? ამაზე ბავშვობიდან ვფიქრობ. არ მიყვარს ფრაზა „გადაშლილი წიგნია“. თითქოსდა ამის გამო ინტერესი უნდა დაგვეკარგოს ერთმანეთის მიმართ. იმდენი რამ არსებობს, იმდენი უარყოფითი გვაქვს ადამიანებს... ჩვენ კიდევ მის მიმართ ინტერესს გაუაზრებლად ვკარგავთ, მხოლოდ იმის გამო, რომ ადამიანი მზად არის საკუთარი თავი ბოლომდე გაგვაცნოს. ამას როგორ აკეთებს? პირდაპირი საუბრით. მე გადაშლილი წიგნი ვარ და ეს მეამაყება, თუმცა ამავდროულად გული მწყდება, რადგან მისი წაკითხვა ხანდახან ჩემს ძალებსაც აღემატება. მაგრამ ეს დროის პრობლემა უფროა. ყველაზე მეტად სიყალბე არ მიყვარს, არადა მეც ყალბი ვარ, რადგან იმ სოციუმის ნაწილს წარმოვდგენ, რომლებმაც შევქმენით ცრურწმენები, ილუზიები და მაინც რომ გვკითხოთ, გიპასუხებთ, რომ მწარე რეალისტები ვართ. თითქოს დანაშაული იყოს რომანტიკოსობა, პესიმისტობა... საზოგადოების ნაკლებ მოწონებას ვიმსახურებთ თუ პოზივიტივით სავსე კლოუნები არ ვართ. წლები გადის, საუკუნეები იცვლება, ხალხი ბერდება და კვდება... საზოგადო პრობლემები კი უცვლელი რჩება. ყველას აწუხებს პირადი უკმაყოფილება თუ დაუკმაყოფილება საყვარელ ან სასურველ ადამიანებთან. თითოეული ჩვენგანი ვითხოვთ ერთმანეთიაგან რაიმეს. სიყვარული გვინდა, სექსი გვინდა, თავისფულება გვინდა, დამოუკიდებლობა და სამართლიანობაც. ამის გამო კი დროთადრო ვკარგავთ ერთმანეთს. მე მარტოსული ვარ. პირველი შემთხვევაა, როდესაც ამას ვამბობ და თან ვრწმუნდები ჩემს სიტყვებში. იქნებ ყველა ადამიანი მარტოსულები ვართ.. ხომ გახსოვთ?! ვიბადებით და ვკვდებით მარტო. ადამიანებმა თემებად დაყოფა და ოჯახების შექმნა მხოლოდ იმიტომ დავიწყეთ, რომ ეს გრძნობა მოგვეკლა ჩვენში? ამ დონეზე ეგოისტები ვართ? მინდა დავიჯერო, რომ სიყვარულმა „აიძულათ“... და თუ ღმერთი მართლა არსებობს, მაშინ არც ისეთი კეთილი ყოფილა, როგორც ჩვენ გვგონია. აბა რატომ ვერ პოულობს ყველა ბედნიერებას? ჩვენი ბრალია? და რამდენი რამეა ჩვენი, ადამიანების ბრალი? ამდენის ატანა და კეთება გვიწვევს.. ამის შემდგომ კი იმედი გვაქვს სამოთხის... რეინკარნაციის... სულების... ვალჰალის... უამრავი ვერსია არსებობს. მაგრამ მთლიანობაში, დიახ, ჩვენ საშინელი ეგოისტებო ვარ და ამ სამყაროს მოსვენებას სიკვდილის შემდეგაც არ ვაპირებთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.