შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კაცია და...!


17-06-2021, 19:53
ავტორი ქეთათო4
ნანახია 1 024

ძლიერი ქარიშხალი ჩადგა. ზღვისპირას მდგარ თეთრ სახლში ყველაფერი მიწყნარდა. აღარც გინების ხმა ისმოდა და აღარც ქალის განწირული კივილი...
,,კაცია და ეპატიება"
,,აბა, რომ გაუმართა კონცერტი რა ეგონა"
,,მეც მიღალატა ჩემმა ჯემალიმ, მაგრამ ავიტანე"
უამრავი რეპლიკა გაისმა ლაშხის მიმართ.
ამ დროს ბოლო სუნთქვებს ითვლიდა ახალგაზრდა ქალი...
1...2...3
-მე შენ მიყვარხარ!
-იქნები ჩემი შეყვარებული?
-ცოლად გამომყვები?
-მაპატიე
-მაპატიე
-შენი ბრალია!
-წადი საჭმელი მომიტანე...
-გამოადგი ფეხი!
-ვის უყვირე შე დედა
-მე შენ გიჩვენებ...
ლაშხის სიცოცხლე დასრულდა...
ქმარმა განაგრძო...
შვიდი წლის შემდეგ მოიყვანა ახალი ქალი...
,,კაცია და ქალი სჭირდება"



№1  offline წევრი ჰაიკო

საინტერესოა და რეალური. ასეთი რამ სამწუხაროდ ყოველდღიურად ხდება ჩვენს ირგვლივ, პირდაპირ ჩვენს ცხვირწინ და პრობლემას რით ვუმკლავდებით? "კაცია და ქალი სჭირდება" - ამით. მომეწონა შენი სარკასტული ჩანახატი.
წარმატებები.
--------------------
"...ზოგჯერ დუმილი აუტანელი რომ იცვლის ფორმებს,
არად დაგიდევს აღარც ეთიკას და აღარც ნორმებს!"
[H]

 


№2  offline წევრი ქეთათო4

ჰაიკო
საინტერესოა და რეალური. ასეთი რამ სამწუხაროდ ყოველდღიურად ხდება ჩვენს ირგვლივ, პირდაპირ ჩვენს ცხვირწინ და პრობლემას რით ვუმკლავდებით? "კაცია და ქალი სჭირდება" - ამით. მომეწონა შენი სარკასტული ჩანახატი.
წარმატებები.

რეალობა, რომელიც ყველას გვიჭერს... მადლობა❤️

 


№3  offline წევრი Life is beautiful

როგორ მომწონს როცა, გამჟღავნდები და გამოუშვებ შენს "სულიში სიგიჟეს"
ასეთ დროს მგონია რომ ნამდვილად სუნთქვას იწყებ.))
და ეს, ამის წარმოდგენა ისეთი სასიამოვნოა, სურვილს უფრო გიღვიძებს რომ ის იკითხო რაც ასეთი, ტკივილით და ემოციების გუდით შექმენი.
იყავი შენი თავი! ❤️
"კაცია და...!" ზოგჯერ "არაკაცი!"

 


№4  offline წევრი ქეთათო4

Life is beautiful
როგორ მომწონს როცა, გამჟღავნდები და გამოუშვებ შენს "სულიში სიგიჟეს"
ასეთ დროს მგონია რომ ნამდვილად სუნთქვას იწყებ.))
და ეს, ამის წარმოდგენა ისეთი სასიამოვნოა, სურვილს უფრო გიღვიძებს რომ ის იკითხო რაც ასეთი, ტკივილით და ემოციების გუდით შექმენი.
იყავი შენი თავი! ❤️
"კაცია და...!" ზოგჯერ "არაკაცი!"

შენ იყავი ის პირველი მერცხალი, რომელმაც ,,მაიძულა" გავშიშვლებულიყავი. მეწერა ის, რასაც განვიცდიდი. მადლობა. თუ მე ეს შევძელი, მაშინ შენი დამსახურებაა. არ მავიწყდება შენი სიტყვა:,,იფრინე" დამიჯერე, ვცდილობ.
მადლობა, რომ აქ ხარ! ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent