შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიგდებული "პატარძალი" (3)


9-08-2017, 19:15
ავტორი elenee))))
ნანახია 4 467

-რას შვრები?-წყალი გადმოაფურთხა პირიდან.
-ვთხოვდები დედა.
-შენ რა გაგიჟდი?! გინდა შური იძიო გიორგიზე და ვიღაცას მიყვები ცოლად?!
-ვიღაცას არა, ბიჭს მივყვები , რომელიც მიყვრას.
-რა გინდა ნენე, გინდა , რომ გადავირიო?! რას ქვია ბიჭს მიყვები , რომელიც გიყვარს?! ცოტა ხნის წინ როგორც მახსოვს გიორგი გიყვარდა შენ!
-ნიცა..იცი გიორგის სინამდვილეში არ მივუგდივარ.-დროა ტყუილი ვთქვა.
-რას ქვია არ მიუგდიხარ შვილო, ამიხსენი ვერაფერი ვერ გავიგე!
-მე და გიორგი ქორწილამდე 1 თვით ადრე შევთანხმდით, რომ ამ სცენას გავითამაშებდით. გიორგის სხვა გოგო შეუყვარდა, მე სხვა ბიჭი. ხოდა ესე შევთანხმდით , რომ ქორწილის დღეს მომწერდა არ ვარ მზადო. ეს სცენარი გავითამაშეთ. აბა როგორ ვყოფილიყავით ცოლ-ქმარი, როდესაც ერთმანეთი არ გვიყვარდა?!
-მართლა?-ცოტა მშვიდდება.-აქამდე არ უნდა გეთქვა?! ვის მიყვები ცოლად?!
-თორნიკე ლაშხს.
-მოიცა, თორნიკე ლაშხი ნინას დეიდაშვილი არ არის?
-კი დედა. ნინას დეიდაშვილია და ერთმანეთიც ნინამ გაგვაცნო. მერე ისე მოხდა , რომ შეგვიყვარდა ერთმანეთი. ხოდა ასე რა.-არ მჯერა, დავიჯერო მართლა დაიჯერებს ამ სისულელეს?
-არვიცი ნენე..შენი გადასაწყვეტია. კიდევ , რომ გეფიქრა ცოტა ჯობდა მგონი.
-ძალიან ბევრი ვიფიქრე დედა. არც ჭირდება ბევრი ფიქრი იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს.
-თუ გიყვარს მაშინ გაყევი.-მივდივარ და ვეხვევი. ძალიან ცუდია, როდესაც ატყუებ ადამიანს , რომელიც შენი ბედნიერებისთვის ყველაფერს გააკეთებს. მაპატიე დედა, მაგრამ მე ეს უნდა გავაკეთო.
ოთახიდან გამოვდივარ და ჩემს ოთახში ვბრუნდები ნინასთან. შევდივარ თუ არა კარს ვკეტავ.
-რაო?-ცნობისმოყვარედ მიყურებს.
-თუ გიყვარს გაყევიო.-მოუთმენლად ვპასუხობ.-არ დაგავიწყდეს , რომ თორნიკე ლაშხი შენი დეიდაშვილია. კარგი?
-რა დამავიწყებს, მასეთ საპატიო რაღაცას მეუბნები. -ხელებს მაღლა წევს.
ნიცა სამსახურში წავიდა(ქირურგია) და მე და ნინა მარტოები დავრჩით. "გრეის ანატომიას" ვუყურებდით კარზე ზარის ხმა , რომ გაისმა.
-მე გავაღებ,-წამოდგა ნინა. 2 წუთში ნინა შემოდის და ვისთან ერთად? რა მარტივად გამოიცანით! ხო, რათქმაუნდა ლაშხთან ერთად!
-შენ აქ რა გინდა?-გამოშტერებული ვუყურებ. ახლა ყველაზე ნაკლებად ველოდი ამ თვითკმაყოფილი იდიოტის ნახვას!
-ჩემი მშობლები უნდა გაგაცნო თქო ხომ მოგწერე გუშინ. წავედით.-მეღადავებით?!
-არაფერი არ მოგიწერია.
-უი , დამავიწყდა.-განგებ არ გამაფრთხილა! დარწმუნებული ვარ! რატომ დავთანხმდი?! სისხლს გამიშრობს!
-ხოდა მეც დამავიწყდა , რომ უნდა ჩამეცვა და არსად არ მოვდივარ!
-მიდი ჩაიცვი, გელოდები. ოღონდ მალე ქენი გვაგვიანდება ძალიან გვეჩქარება.-ოთახში შევრბივარ და შავ კაბას ვიცვამ, ტანზე გამოყვანილს და სადას. ასევე შავ მაღლებს. ხუჭუჭა შავ თმებს გაშლილს ვტოვებ, ამის დავარცხნა არ გინდა?! მთელი დღე დამჭირდება ამ ბურძღლების დასამშვიდებლად! შავ თვალებზე შავ წენს ვისვამ. და ღია ყავისფერ პომადას. მაკიაჟი მეზიზღება ამიტომ ყველაფერი ცოტა გავიკეთე. მოვრჩი თუ არა ყველაფერს გამოვვარდი ოთახიდან და ტელეფონს მოვკიდე ხელი. ისე სწრაფად ვქენი ყველაფერი სუნთქვა მიჭირს.
-წავედით?-მეკითხება მშვიდად მჯდარი ლაშხი.
-ჰო, დროზე! ხო თვქი გვეჩქარებაო!
კიბეებზე ჩავდიოდით, რომ მითხრა:
-ისე სინამდვილეში არ გვეჩქარება თან საერთოდ.
აი ახლა კი მართლა გავაფრენ! სპეციალურად მარბენინა ამ სიჩქარით?! ვგრძნობ , რომ ჩვენი ცოლ-ქმრობა სასწაული იქნება! კი არ ვგრძნობ პირობას ვდებ!
-შენ ვერ ხარ ხო?! ტყუილად ჩავიცვი მთელი სიჩქარით?!
-ვინ გითხრა იჩქარეო?
-სხვათაშორის შენ!-მანქანის კარს ვაღებ აბა ამას ჯენტლმენობაზე არაფერი სმენია, როგორც ჩანს.
-უი, მართლა? სულ დამავიწყდა.-ახლა ავფეთქდები!
-გამახსენე მერე , სკლეროზის საწინააღმდეგო წამლები უნდა გიყიდო!
-მეც გამახსენე, რამე უნდა გიყიდო , რომ ნერვები დაგიწყნარდეს.
პირველი ადამიანი ვინც ახერხებს ჩემს ნერვებზე თამაშს! არავის არ გამოსვლია აქამდე! აქეთ ვაწამებ და ნერვებს ვუშლი ყველას და ეს ვინარის?! არმომწონს , რომ ჩემი ნერვების გლეჯვა ასე მარტივად გამოსდის თორნიკე ლაშხს! უკვე ვნანობ , რომ დავთანხმდი, ჯერ სად ვარ!
-ჩვენი ცოლ-ქმრობა საშინელება იქნება!
-სულაც არა, დიდი დიდი კბილის პასტაში სოდა ჩაგიყარო, ან თმის საშრობში ფქვილი ჩაგიყარო.-მხრებს როგორ უდარდელად იჩეჩავს! ვითომ არაფერი! შ ე მ ო მ ა კ ვ დ ე ბ ა! მართლა!
-დიდი დიდი საჭმელში დამაძინებელი ჩაგიყარო, დიდი დიდი წყალ-წყალა ყავა დაგალევინო და დიდი დიდი ყელი გამოგჭრა!
-რა საყვარელი ხარ ცოლო.
-ჯერ სად ხარ , ქმარო!
რაღაც საშინელ სიმღერას რთავს:
-მეღადავები?! შენ ეს მოგწონს?!
-შენ , რომ არ მოგწონს იმიტომ ჩავრთე.-თვალს მიკრავს. აი ეხლა თუ გადამეკეტა და შემოვაწყვიტე კედელზე მერე ნახეთ თქვენ! ვრთავ მაგ ჯანდაბა სიმღერას და "Imagine Dragons - Believer "-ს ვრთავ. ვგიჟდები.
-გემოვნებით მაინც მგავხარ რა გინდა.
-კიდე კარგი სხვა რამეშიც არ გგავარ.-სწერვულად ვუღიმი.
ნახევარ საათში მივდივართ ლაშხის სახლში. ლამაზი სახლია. ლამაზი ეზოა რაც ძალიაან მომწონს. ულამაზესი ეზოა უფროსწორედ.
-ესეიგი, დედაჩემს თუ ეტყვი რა ლამაზი თვალები გაქვსო ჩათვალე გზა სამოთხისკენ შენია და დედაჩემის გულისკენაც. ჩემს დას თუ ეტყვი...
-თორნიკე, მე თვითონაც ვიცი ვის რას ვეტყვი.-ვეუბნები და მანქანიდან გადმოვდივარ. სახლში შევდივართ. იქ სამი ადამიანი დგას. ერთი ქალი , რომელიც ფაქტია ლაშხის დედაა. ულამაზესია, აი ძალიან ლამაზია. ღია მწვანე ულამაზესი თვალები აქვს, ქერა გრძელი ხუჭუჭა თმა, ისე გამოიყურება როგორც 20 წლის გოგო. გვერძე უფრო ახალგაზრდა გოგო დგას ლაშხის და, ანგელოზია! მართლა გეუბნებით ანგელოზია! წითური და მწვანეთვალება აი სასწაულია პირდაპირიმნიშვნელობით! გრძელი და სწორი თმა აქვს. და ბოლოს კაცი , ლაშხის მამა. ძალიან სიმპატიურია და ისიც 20 წლის ბიჭივით გამოიყურება. ცისფერთვალება და შავგრემანია. ნუ სასწაული ოჯახია. ლაშხის დედა ეგრევე მოდის და მეხვევა:
-რა ლამაზი ხარ! რა კარგი გოგო მომიყვანე თორნიკე!-თავისი ლამაზი თვალებით მიყურებს.
-რა ლამაზი თვალები გაქვთ.-გაოცებული ვეუბნები, ჯერ კიდევ ვერ ვეგუები ასეთ სილამაზეს.
-მადლობა ჩემო საყვარელო.-კიდევ ერთხელ მეხვევა. ეხლა ლაშხის და მოდის ჩემთან და ისიც ძალიან თბილად მეხვევა:
-ასეთი რძალი მინდოდა ზუსტად.-თორნიკეს ეუბნება და თვალებს მიციმციმებს.
-ძალიან ლამაზი მული მყავს.-საპასუხოდ ვუღიმი. და საბოლოოდ მოდის ლაშხის მამა. ისიც მეხვევა. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს საკუთარ მამას ვეხვევი , რომელიც არასდროს მყოლია. ასეთი კარგი ოჯახი..საოცარი საღამოა! უბედნიერესი ვარ! აღარ ვნანობ , რომ ამ წინადადებას დავთანხმდი! ნუ ახლა ლაშხი კია დამპალი, მაგრამ არ ეგონოს, რომ გადამიჯოკრავს. მაინც მე მოვუგებ! უი ხო, ლაშხის დედას ნატალი ქვია, დას ლიზა და მამას ანდრია. ნუ რაღაც არაჩვეულებრივი ოჯახია. ძალიან კარგად დამხვდნენ. ასეთებზე ვერც ვიოცნებებდი. მართლა მეგონა, რომ ვიღაც ყინულისსახიანი დედამთილი და მამამთილი დამხვდებოდნენ. ნუ ძალიან მაგარი საღამო იყო. სახლში თორნიკემ წამომიყვანა. დავემშვიდობე და შთაბეჭდილებებით აღსავსე პირდაპირ ჩემ ოთახში ავედი. ვფიქრობდი. ვნახოთ ლაშხი ვინ უფრო საშინელ რაღაცეებს იზამს, მე თუ შენ! წყალ-წყალა ყავას აუცილებლად დაგალევინებ გპირდები..-ეშმაკურად გამეღიმა ჩემს ფიქრებზე და მერე გათიშულს ჩამეძინა. ხვალ დიდი დღეა, დიდი!


დღეს მომიწია დადება იმიტომ, რომ გამახსენდა , რომ ხვალ ბათუმში მივდივარ, იქ ლეპტოპი არ მექნება და ტელეფონით დაწერილი ძალიან უაზრო თავი გამომივა ასე, რომ 5 დღეში შევხვდებით. <3 ეს თავი ათასჯერ დავწერე და წავშალე არცერთი არ მომეწონა. იმედია ეს თავი კარგია <3



№1  offline წევრი xa tia

Anu es 5 dge ver dadeb? Kargi araushavs... Imedia muzebi zgvazec mova da mere dagvibrundebi uzarmazari tavit...
Ra sayvareli da mxiaruli vigacaa es tornike... Ogond imedia sul eseti ar iqneba da ragac situaciebshi "dadzabavs" :-D
kargia, me tavidanve gitxari rom momewona es istoria... Ogond movlenebi dzalian swrafad ar ganavitaro... Vaxdhamze sheidzleboda erti-ori dialogis dadeba, magram avtori shen xar da ratqmaunda sheni gadasawyvetia rogor dawer...
Davelodebi shemdeg tavs... <3

 


№2  offline წევრი elenee))))

xa tia
Anu es 5 dge ver dadeb? Kargi araushavs... Imedia muzebi zgvazec mova da mere dagvibrundebi uzarmazari tavit...
Ra sayvareli da mxiaruli vigacaa es tornike... Ogond imedia sul eseti ar iqneba da ragac situaciebshi "dadzabavs" :-D
kargia, me tavidanve gitxari rom momewona es istoria... Ogond movlenebi dzalian swrafad ar ganavitaro... Vaxdhamze sheidzleboda erti-ori dialogis dadeba, magram avtori shen xar da ratqmaunda sheni gadasawyvetia rogor dawer...
Davelodebi shemdeg tavs... <3

შემდეგისთვის აუცილებლად გავითვალისწინებ შენს რჩევას <3 მომივა მუზები აბა რა იქნება:D კი, დაძაბავს თორნიკე რათქმაუნდა:D მადლობა <3

 


№3  offline წევრი Alexandra28

Ooo es rakai vinmeyopilaaq da mearvicodi rames tuwerdaaa

 


№4 სტუმარი Guest Natalia

ძალიან კარგია ელე

 


№5  offline მოდერი ენემი

საოცრება ხარ უბრალოდ ცუდია რომ დიდი ხანი ლოდინი მომიწევს

 


№6  offline წევრი elenee))))

Alexandra28
Ooo es rakai vinmeyopilaaq da mearvicodi rames tuwerdaaa

ძაან კაი ვინმე ვარ :D ვიცი რო თავმდაბალი ვარ :D მადლობა <3

ენემი
საოცრება ხარ უბრალოდ ცუდია რომ დიდი ხანი ლოდინი მომიწევს


უდიდესი მადლობა საყვარელო <3 13-ში დავდებ 4 თავს <3

 


№7 სტუმარი mariami

mesmis rom axali xar magram ecade ufro saintereso wasakitxi gaxado, simartle gitxra wakitxvis survils gikargavs aseti stili. "წყალი გადმოაფურთხა პირიდან."- uxeshi da miugebelia."ოთახიდან გამოვდივარ და ჩემს ოთახში ვბრუნდები ნინასთან. შევდივარ თუ არა კარს ვკეტავ." - araa aseti stili sachiro , tu dawer rom otaxshi ninas ubrundebi an raime msgavss logikuria rom nicas otaxs toveb.
nu mokled rom dawer aucileblad gadaikitxe ogond dasvenebul gonebaze da shentviton mixvdebi ra unda gaasworo . warmatebebi <3

 


№8 სტუმარი Guest მარი

თორნიკე ყავისფერთმიანი, დედა ქერა, და წითური, მამა შავგვრემანი. დარწმუნებული ხარ რო თორნიკეს და ლიზას ერთი მამა ყავთ? მე არამგონია

 


№9  offline აქტიური მკითხველი terooo

უბრალოდ გირჩევ, ცოტა. ვრცელი დიალოგები, განავრცე, აზრი კარგი აქვს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent